
წელს ასტროლოგიური ამინდი სიმშვიდით არ გამოირჩევა, მორიელის სეზონის დადგომასთან ერთად კი, მშვიდად ყოფნა საერთოდ გადაგავიწყდებათ! მკვეთრი ემოციები და მოვლენათა მორევი – აი, რა ელით უახლოეს თვეს ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს. წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ბევრი რამის მიღწევას შეძლებენ, აი, კუროს, ლომსა და მერწყულს, შესაძლოა, 21 ნოემბრამდე ძალიან გაუჭირდეთ.
მორიელი ემოციური, ინტუიტურია, თუმცა, ამავდროულად, უფრთხილდება თავის ღირებულებებს და ღრმად განიცდის პრობლემებს. ამიტომ, უახლოეს თვეში, შესაძლოა, მოგინდეთ ადამიანებთან ურთიერთობის გაღრმავება. შეძლებთ სასიყვარულო ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას ან სასიამოვნო ადამიანებთან მეგობრობის გამყარებას.
თუმცა, სირთულეებიც გარდაუვალია. ხანდახან, ძალიან ბევრს ფიქრობთ უაზრობებზე და იმაზე მეტად უღრმავდებით საკუთარ თავს, ვიდრე მანამდე. მცირე პრობლემები დიდად მოგეჩვენებათ და, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებებიც გელოდეთ. არ დაგავიწყდეთ რეტროგრადიული მერკურის შესახებაც, რომელსაც რეტროგრადიული მარსიც მოჰყვება! სავსებით შესაძლებელია, რომ ამ თვეში გაიზრდებით შინაგანად. უცნაურად ჟღერს, თუმცა, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება.
1. ვერძი
ამ თვეში კონცენტრირდებით ყველაზე ღრმა და ინტიმურ ურთიერთქმედებებზე. მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე გახდება სექსი, არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეც. თუ ვინმეს მოვალეობების გარეშე ხვდებით, შესაძლოა, მანამდე უხილავი გრძნობები აღმოაჩინოთ, ხოლო თუ ურთიერთობების გაუმჯობესება ადრინდელ პარტნიორთან გსურთ, ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ამისთვის.
2. კურო
კუროც უნდა დაუფიქრდეს ურთიერთობებს, იქნება ეს სასიყვარულო, მეგობრული თუ სამსახურეობრივი. ყველა სფეროშია მოსალოდნელი დიდი ცვლილებები და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად დადებითი იქნება ისინი. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი მეგობრები და პარტნიორიც კი, თუმცა, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, თუ ვინაა თქვენს ცხოვრებაში ზედმეტი. მიენდეთ ინტუიციას, თქვენ იცით, როგორც უნდა მოიქცეთ.
3. ტყუპები
თქვენ მოგიხდებათ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის რუტინისა და ჩვევების გადახედვა. შესაძლოა, უკვე არსებული ჩვევები კარგად არ მოქმედებს. თუ ძალიან ბევრს მუშაობთ, შესაძლებელია სტრესი ან გადაწვა. თუ ჯანმრთელობაზე არ იზრუნებთ, ავად გახდებით. მოკლედ, უახლოესი თვე მიუძღვენით ცხოვრების შეცვლასა და ახალი სასარგებლო ჩვევების შექმნას.
4. კირჩხიბი
თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან გააქტიურდება! ეს წელი, ალბათ, მარტივი არ იყო თქვენთვის, მორიელის სეზონი კი ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ. ახლა უნდა განაახლოთ ურთიერთობები, გაიგოთ რაღაც ახალი სექსში და შეიძინოთ ახალი მეგობრები. თუ ახლა მარტო ხართ, ელოდეთ ახალ რომანს რეტროგრადიული მერკურის დასრულებამდე, ან დაკავდით ცხოვრების სხვა სფეროს გაუმჯობესებით.
5. ლომი
თქვენთვის ეს თვე ემოციებითა და თვითგამორკვევებით იქნება სავსე, კონცენტრირდებით მშვიდ ცხოვრებაზე სახლში, ოჯახთან ერთად. ახლა არ გირჩევთ ყურადღების ცენტრში ყოფნასა და მზერების მოზიდვას: დაფიქრდით საკუთარ წარსულსა და მომავალზე, მიზნებსა და იმაზე, ვინც ხართ. დროა, წარსულიდან გაკვეთილები ისწავლოთ და უსარგებლო ტვირთი მიღმა დატოვოთ.
6. ქალწული
უახლოეს მომავალში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას გაახშირებთ როგორც პირადად, ისე სოც.ქსელებშიც. მათ შესახებ შეძლებთ რაღაც ახლის გაგებასა და გადაწყვეტას, თუ ვინ გააგრძელებს თქვენთან ყოფნას. დროა, დაუახლოვდეთ მეგობრებსა და პარტნიორს. ლოგიკური და პრაქტიკული ხართ, თუმცა, ახლა მიხვდებით, რომ ემოციების გამოხატვაც ძალიან მნიშვნელოვანია.
7. სასწორი
თქვენი სეზონი დასრულდა, ესე იგი, ცოტათი უნდა შეჩერდეთ. თქვენთვის ღირებულებების გადაფასების დრო დგება, საკუთარი თავის უკეთ გაგება და გაცნობა გსურთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს: გაუთვალისწინებელი და უეცარი ხარჯი თქვენს მატერიალურ მდგომარეობას ავნებს. ეს პროდუქტიული დრო იქნება, ამიტომ დაკავდით სამსახურში ახალი მიზნების მიღწევით – ეს მორიგ დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. ეს დაიმსახურეთ.
8. მორიელი
თქვენი დრო დადგა! აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი: ურთიერთობა, ოჯახი თუ სამსახური. გაანაწილეთ პრიორიტეტები და დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ. შესაძლოა, სწრაფად მიაღწიოთ ისეთ წარმატებას, რომელზეც მანამდე არც კი ოცნებობდით. ეს თვე ახალი ხანგრძლივი მიზნების დასახვისთვის საუკეთესო დროა.
9. მშვილდოსანი
თქვენთვის დგება მშვიდი დრო, საკუთარი თავისა და სურვილების სრულყოფილად შესასწავლად. წარსულს ჩაბარდება ძველი პროექტები და ურთიერთობები, დასრულდება ძველი, შუა გზაზე მიგდებული საქმეები, გაჩნდებიან ახალი მეგობრები, ახალი გატაცებები. დაისვენეთ, დამუხტეთ შინაგანი ელემენტი და ჩამოიშორეთ ის, რაც აღარ გჭირდებათ.
10. თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ სოციალურ ცხოვრებას, იპოვეთ ახალი მეგობრები, გაამტკიცეთ ურთიერთობა ძველებთან, დარწმუნდით, რომ ახლო წრე თქვენს ზურგს ამაგრებს. არაა აუცილებელი სხვებთან პირადად შეხვედრა: პანდემიის პერიოდში, უკვე ვისწავლეთ დისტანციურად ურთიერთობა. სხვათა შორის, სამსახურთან დაკავშირებული სასარგებლო ნაცნობობის გაბმაც სწორედ ახლა უნდა დაიწყოთ.
11. მერწყული
ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კარიერისთვის. ყველაფერი, რაც უკვე გააკეთეთ ან აპირებთ, დამსახურებულად დაფასდება და შრომისთვის შესანიშნავ ჯილდოსაც მიიღებთ. შესაძლოა, დაწინაურება ან კარგი ბონუსი მაინც გელოდებოდეთ, ამიტომ არ მოდუნდეთ და გამოავლინეთ საკუთარი თავის საუკეთესო მხარეები.
12. თევზები
თქვენ გელით თავგადასავლები! თუ მოგზაურობა დაგეგმეთ, ახლა შესანიშნავი დროა ამისათვის. თუ არა, იკონტაქტეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც შორს ცხოვრობენ, ან დაკავდით თვითგანათლებით. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, რაც გაინტერესებთ, ან უბრალოდ ჩაუჯექით დოკუმენტურ სერიალებს, რომლებისთვისაც აქამდე არ გეცალათ.