თქვენთვის წერილია: აირჩიეთ კონვერტი და წაიკითხეთ ბედის გზავნილი

0
33041

ჩვენს სწრაფმავალ სამყაროში მოვლენები ერთმანეთს დიდი სიჩქარით ანაცვლებს და, ხშირად, არც კი გვრჩება გაჩერების, ამოსუნთქვისა და მიმოხედვის დრო.

სამყარო მთელი ძალით ცდილობს ჩვენს დახმარებას და სწორ გზაზე დაყენებას, მუდმივად გვაძლევს მინიშნებებსა და მითითებებს, რომელთა უმრავლესობას უბრალოდ ვერ ვამჩნევთ, დანარჩენებს კი შესაფერის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

ყველას გვსურს საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, თუმცა, მხედველობის შეზღუდვა არ გვაძლევს იმ აპექტების დანახვას, რომლებსაც პირველ რიგში უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მიეცით ბედს დარიგების საშუალება, მისი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების უფრო წარმატებული სცენარის არჩევაში.

დახუჭეთ თვალები, შეასრულეთ 3 ღრმა სუნთქვითი ციკლი და სცადეთ საკუთარი შინაგანი სამყაროს გაჩუმება. ამის შემდეგ, ყურადღებით დახედეთ ნახატს და აირჩიეთ ერთი კონვერტი, რომელიც თქვენთვისაა განკუთვნილი. ნუ შეცვლით გადაწყვეტილებას ციფრების მიხედვით.

1. მზე ყოველთვის ამოდის, მიუხედავად ყველაფრისა. კი, ღამე პოლარული აღმოჩნდა და უკვე საკმაოდ მოგბეზრდათ, თუმცა, ნუ ჩაიქნევთ ხელს, ჰორიზონტზე გამოჩნდება ბედნიერების პირველი მკრთალი სხივი, რომელიც სინათლის უზარმაზარ, თბილ ნაკადში გადაიზრდება. იგი გაგათბობთ, გამოგიყვანთ ანაბიოზის მდგომარეობიდან ცხოვრების ყველა ასპექტში.

რთულ დროს ყოველთვის თან ახლავს სულიერი ზრდა და პროგრესი, ბედი ცდის ჩვენს სიმტკიცეს და ცდილობს, უფრო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი გაგვხადოს. თქვენ ყველა გამოცდა ჩააბარეთ, ახლა კი გელით ფართო, თავისუფალი და თვალისმომჭრელად თეთრი გზა.

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები უახლოეს მომავალში დაიწყება, ნუ ეცდებით ბედნიერების შეგრძნებაში გაყინვას, გააგრძელეთ მოძრაობა, სამყარო მეტ კეთილდღეობას მოგცემთ.

2. სამყარომ გადაწყვიტა, ან გაგახაროთ, ან თქვენი სურვილი შეასრულოს. დიდი ცვლილებები გელით ცხოვრების ორ მნიშვნელოვან ასპექტში – პირად და ფინანსურ სფეროებში. იშვიათი იღბალია, როცა ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ერთბაშად იცვლება. თუმცა, შესაძლოა, ერთი მეორეზე იყოს დამოკიდებული.

უახლოესი სამი თვე თქვენთვის ყველაზე წარმატებული იქნება გასული მრავალი წლის განმავლობაში, ისინი სხვანაირად დაგანახებთ სამყაროს და თავს აბსოლუტურად ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ.

ეცადეთ, არ დააფრთხოთ იღბალი ეჭვებითა და რაღაც ცუდის მოლოდინით, არ შეამზადოთ თავი იმისთვის, რომ უკეთესობისკენ ყოველგვარი ცვლილება სიზმარივით გაქრება. თქვენ იმას მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ. ეს მხოლოდ თქვენი იქნება, რამდენადაც ამას მართლად იმსახურებთ.

3. ზღარბი დიდხანს ხეტიალობდა ნისლში და შეუჩერებლად ეძახდა ცხენს. ნუ გააკეთებთ ამას რეალურ ცხოვრებაში, გაახილეთ თვალები, აიღეთ ფარანი ან, თუნდაც, ხელის შეხებით გაემართეთ ერთი და იგივე მიმართულებით. ეს აუცილებლად გაგიყვანთ სწორ ცხოვრებისეულ გზაზე.

ქაოტური წრიული მოძრაობები გაბნევთ თქვენცა და თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც. თუ მკაფიოდ არ გაქვთ გამოკვეთილი მიზნები, როგორ შეძლებს სამყარო თქვენს გახარებას? აირჩიეთ მიზანი, იარეთ წინ, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ისევ აირიეთ და არასწორად მიდიხართ, მაშინაც კი, თუ აღარ გაქვთ ძალა და სურვილი, მაშინაც კი, გარშემო ყველა ცდილობს თქვენს გადარწმუნებას – ნუ მოტრიალდებით ან შეჩერდებით.

ძალიან მალე არმოჩნდებით იქ, სადაც ყოფნაზე სხვები ვერც კი იოცნებებდნენ. ბევრი რამ შეგიძლიათ, ნუ გააცურებთ საკუთარ თავს.

4. წარსული წარსულს ჩაბარდა და მისი დაბრუნება შეუძლებელია. აი, აწმყოში უმოძრაოდ გაყინვა და ხელით ჰაერზე მოჭიდება სავსებით რეალურია. თუმცა, რამდენად გჭირდებათ ეს ყველაფერი? რამდენად კარგიც არ უნდა იყოს აწმყო, მომავალი გაცილებით უკეთესი იქნება.

სამყარო არასდროს გვართმევს რაღაც კარგს იმისთვის, რომ სანაცვლოდ უარესი მოგვცეს. ახლა ასე არ ფიქრობთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ შედეგი ყველა გადატანილ უსიამოვნებად ღირდა.

გაიხედეთ ფანჯარაში, გაუღიმეთ მზეს და ჰკითხეთ საკუთარ თავს – ნუთუ, ახლა ის მაქვს, რასაც ვიმსახურებ? თუ კი, გილოცავთ. ხოლო, თუ პასუხი უარყოფითია, დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამის შეცვლა.

დატუქსეთ საკუთარი თავი იმის გამო, თუ რა უაზროდ ფლანგავთ საკუთარ სიცოცხლეს. განმეორება არ იქნება, იცხოვრეთ ახლა. დაატანეთ საკუთარ თავს ძალა და სამყარო მხარს დაუჭერს თქვენს ყველა წამოწყებას, მას უყვარს ყველა, ვისაც ცხოვრება უყვარს.

5. დაღლილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა, ადგილს დაუთმობს სიხარულსა და აღფრთოვანებას. რა იქნება ამის მიზეზი, ჯერ ცნობილი არაა. შესაძლოა, ეს იყოს ცხოვრების ფინანსური სფეროს გაუმჯობესება ან ახალი ურთიერთობები, რომლებიც მთელ თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს, ან, შესაძლოა, დამსახურებული დასვენება გელოდებოდეთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნეგატიური აზრებისთვის საბაბი აღარ გექნებათ, თუმცა, იქნება ნათელი მზე, თბილი ნიავი და ფრენის სურვილი! ენდეთ სამყაროს და სიამოვნებით დააკვირდით თქვენი ცხოვრების შეცვლის საინტერესო პროცესს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ