ცხიმოვანი წერტილი: ყველაფერი, რაც კომედონების შესახებ უნდა იცოდეთ

0
1253

დერმატოლოგ–კოსმეტოლოგი ვიქტორია გონჩარუკი სახეზე შავი წერტილების გაჩენის მიზეზებზე, პრობლემის გადაჭრის ვარიანტებსა და ეფექტურ კოსმეტიკურ პროცედურებზე გიამბობთ.

მიზეზ–შედეგობრივი კავშირი

შავი წერტილები ყველაზე ხშირად პრობლემურ T ზონაში ჩნდება: ცხვირზე, ნიკაპსა და ლოყებზე. ამ ადგილებში ბევრი ცხიმოვანი ჯირკვალია განლაგებული, რომლებიც სებუმს წარმოქმნიან. ზედმეტი კანის ცხიმი მკვდარ უჯრედს ერევა და ერთგვარ „საცობს“ ქმნის. O2-ის ზემოქმედებით ის მჟავდება და მუქდება – ზუსტად ასე გამოიყენება შავი წერტილების წარმოქმნის მექანიზმი. მედიცინაში მათ კომედონებს უწოდებენ.

კომედონები არსებობს ღია (შავი წერტილები) და დახურული (კანქვეშა ელემენტები). მათი ფორმირება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, 12-13 წლიდან იწყება.

ეს ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. ასაკთან ერთად მათი რიცხვი ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის შემცირების გამო მცირდება.

კომედონების წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: არასწორი წმენდა, კომედოგენური ინგრედიენტები კოსმეტიკაში, ჰორმონალური დარღვევები (ტესტოსტერონის სიჭარბე – ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის და შედეგად შავი წერტილების წარმოქმნის მიზეზი), კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევა, კლიმატური პირობების ცვლილებები.

არაკომედოგენური კოსმეტიკა და მათი შემადგენლობა

არასწორად შერჩეულმა თავის მოვლის საშუალებებმა და დეკორატიულმა კოსმეტიკამ შეიძლება შავი წერტილების გაჩენა გამოიწვიოს: ძალიან ცხიმიანი კრემები ბევრი ზეთით, მკვრივი ტონალური საფუძველი ბაქტერიციდული ინგრედიენტების გარეშე. კოსმეტიკა კანს სუნთქვაში ხელს არ უნდა უშლიდეს და ფორებს არ უნდა ავსებდეს. მაშინაც კი, თუ ეტიკეტზე მითითებულია „არაკომედოგენური“, სახე დღის ბოლოს კარგად უნდა დაიბანოთ – ტონალური საშუალება, რომელიც ღამით უკვალოდ გაქრება, არ არსებობს.

ტონალურის შერჩევისას შემადგენლობას ყურადღება მიაქციეთ. ყველაზე კომედოგენური კომპონენტებია: ემულგატორები–ტრიგლიცერიდები (triglyceride), მირისტატები (myristates), პალმიტატები (palmitates), ემოლენტ–ლანოლინი და მისი წარმოებულები (Acetylated lanolin alcohol, Anhydrous lanolin, Acetlyated Lanolin, PEG 16, Lanolin).

ზეთები, რომლებიც ფორების დაბინძურებას იწვევენ: კაკაოს ზეთი, ავოკადო, ხორბლის ჩანასახები, ატმის კურკა, სელის ზეთი, სოიოს ზეთი, ავოკადოს ზეთი. არაკომედოგენურ ზეთებს მიეკუთვნება: ალისარჩულის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, სიმინდის ზეთი, ყურძნის კურკის ზეთი, მზესუმზირას ზეთი.

კარგია, თუ ტონალური კრემი წყალზე დაფუძნებული, მსუბუქი და არაკომედოგენურია.

როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები

შავი წერტილების ერთხელ და სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია. კოსმეტიკის მწარმოებლების და ზოგიერთი კლინიკის დაპირებებს არ ენდოთ. ყველა პროცედურა და მოვლა დროებით ეფექტს იძლევა და კომედონების განმეორებითი გაჩენისგან ვერ გიცავთ. სწორი კომპლექსური მოვლით შეგიძლიათ შავი წერტილების გაჩენის რისკი შეამციროთ.

პირველი და სწორი ნაბიჯი ლამაზი და ჯანსაღი კანისთვის: რეგულარული და სწორი გაწმენდა

ჭარბი ცხიმის და მკვდარი უჯრედების მოშორება კომედონების წარმოქმნას ხელს უშლის. დასაბანად გამოგადგებათ საშუალება გლიკოლის მჟავით – მსუბუქ პილინგს უზრუნველყოფს და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას ქიმიურად შლის, დროებით ღია კომედონებს რეცხავს. ტონირებისთვის გამოიყენეთ საშუალება გულყვითელას, გვირილას ან ალოეს ექსტრაქტით.

კვირაში ერთხელ, სახლში ზედაპირული პილინგი გაიკეთეთ ხილის მჟავებით (AHA). სალონებსა და სამედიცინო ცენტრებში კოსმეტოლოგები ნუშის, რძის და სხვა სახის პილინგებს აკეთებენ. ის სპეციალისტმა უნდა გაგიკეთოთ. ცხვირზე შავი წერტილების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ ნიღბები (ვიმეორებ: დროებით მოგაშორებით). როგორც წესი, შემადგენლობაში შედის თიხა, წყალმცენარის ექსტრაქტი, ხილის მჟავები, ასაქერცლი ნაწილაკები.

კოსმეტოლოგიური პროცედურები კომედონების საწინააღმდეგოდ

ეფექტური პროცედურები, რომლებიც შავი წერტილების მოშორებაში დაგეხმარებათ: სახის ულტრაბგერითი გაწმენდა, ზედაპირული ქიმიური პილინგის კურსი. შუა (რეტინოლით, პილინგი ტრიქლორომჟავით) მხოლოდ შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ტარდება.

ლაზერული პროცედურები კარგ შედეგს იძლევა, რომლებიც კანზე კომპლექსურად მოქმედებენ. მაგალითად, გაპრიალება კანის ზედა ფენის დაზიანების გარეშე Clear lift. გამოხატული ლიფტინგის ეფექტის გარდა, პროცედურა გაფართოებულ ფორებს და მიმიკურ ნაოჭებს ებრძვის. სრული კურსი 4-7 სესიისგან შედგება.

თუ პიგმენტაცია, გაფართოებული სისხლძარღვები და ფორები გაწუხებთ, რეკომენდებულია ფიტოთერაპიის კურსი. პროცედურის დროს მელანინზე, სისხლძარღვების ოქსიჰემოგლობნზე, დერმის ზედა ფენის კოლაგენზე სინათლის პულსური ზემოქმედება ხდება. შედეგად, სახის ფერი უმჯობესდება და ხილული ფორები მცირდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ