
აი, ზაფხული დასრულდა, მაგრამ ამ დღეების გახანგრძლივება ძალიან გვსურს. იქნებ, ჩვენი მცენარეები და მოსავალი გამოვიყენოთ? რომელი მათგანი შეიძლება აგარაკიდან სახლში შეიტანოთ ზაფხულამდე?
ზოგიერთი სააგარაკო მცენარე თავის სასიცოცხლო ციკლს სახლშიც აგრძელებს. შემოდგომის პირველ ყინვამდე ამოთხარეთ, ქოთანში ან აივნის ყუთში გადარგეთ და აივანზე ან სახლში, ყველაზე თბილ ადგილას დადეთ. სახლში სითბოს ხარჯზე ყვავილობას და ნაყოფიერებას კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელებს.
ყვავილოვანი მცენარეები: აგარაკიდან სახლამდე
1. პირველ რიგში, შენობაში გადასატანად გამოგადგებათ ერთწლიანი მცენარეები, რომელთა სასიცოცხლო ციკლი ერთ სეზონზეა გათვლილი. ეს არის სახეობები, რომელთაც ბოჭკოვანი ფესვთა სისტემა აქვთ და ამიტომ ყვავილობის ფაზაშიც გადარგვას ადვილად იტანენ: ხავერდა, ცინერარია, ასფურცელა.
2. მრავალწლიანი მცენარეები, რომელთაც ჩვენ ერთწლიანებად ვიყენებთ შეგიძლიათ სახლში გაზაფხულამდე შეინახოთ. ასევე შეგიძლიათ მომავალი წლის სარგავ მასალად გამოიყენოთ. ამ ჯგუფის ზოგიერთ მცენარეს მთელი ზამთარი ყვავილობა შეუძლია, თუმცა არა უხვად: ბალბიფოთოლა, უოლერის ბალზამი და ახალ გვინეური ბალზამი, დეკორატიული ჯინჭარა. სინათლის ნაკლებობის გამო მცენარე ზემოთ რომ არ ამოვიდეს და ავად არ გახდეს, აუცილებლად სჭირდება ხელოვნური განათება ან შესაძლებლობის მიხედვით ტემპერატურის მაქსიმალურად შემცირება (სასურველია +10°C). ოპტიმალური ადგილი – შემინული აივანი ან ლოჯია, ვერანდა.
3. ჩამოთვლილი კულტურების გარდა, ამ ჯგუფში შედის ბუჩქოვანი პეტუნია, აგერატუმი, დევისპირა, ბეგონია, მინდვრის გეორგინა (დაბლა მზარდი ჯიში), ოსტეოსპერმუმი.
ტემპერატურული რეჟიმის დაცვისას ეს კულტურები სახლის პირობებში გაზაფხულამდე შეგიძლიათ გააჩეროთ. შემდეგ მარტი–აპრილის პერიოდში ყლორტები ძლიერ უნდა გასხლათ, ხოლო გადანაჭერზე წამოსული ყლორტები სანერგედ გამოიყენოთ. თავად დედა მცენარე ხელახლა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი ტექნოლოგიით ხშირად ამრავლებენ ბალბიფოთოლას, უკადრისას და პეტუნიას ჯიშებს.
4. საკმაოდ დიდხანს შეგიძლიათ დატკბეთ ბოლქვიანი ბეგონიას ყვავილობით, მაგრამ დეკემბერში მას სიმშვიდის ფაზა ეწყება. ბოლქვები სჯობს ნახერხში ან ქვიშაში +10 – +12°C ტემპერატურაზე შეინახოთ.
5. პოპულარული ამპელური მცენარეები, რომელთაც დაკიდული ქოთნებისთვის იყენებენ, – კლდის იასამანი, უკვდავა, აბილილი, კალიბრაჰოა, წყლის ჰისოპი. ამ მცენარეების აგარაკიდან სახლში გადატანა მოსახერხებელია, რადგან კონტეირებში გაზრდისას გადარგვა არ სჭირდება.
ოპტიმალური ადგილი შესანახად – ღია და გრილი ადგილი (+10…+12°C). ასე ზრდასრული მცენარე ყვავილობას რამდენიმე თვით გაახანგრძლივებს. თუ დედა მცენარის შენარჩუნება გჭირდებათ, საიდანაც გაზაფხულზე კალმებს მიიღებთ, სპეციალისტები გირჩევენ გამოიყენოთ არა ზრდასრული მცენარე, არამედ კალმები, რომლებიც შეგიძლიათ აგვისტო–სექტემბერში გააფესვიანოთ და ზრდასრულ მცენარეებთან ერთად შეინახოთ. კალმების გაფესვიანება სტიმულატორის გამოყენებით უფრო ეფექტურად ჩაივლის (ჰეტეროაუქსინი, კორნევინი).
6. მარადმწვანე მცენარეები შეგიძლიათ სახლში გამოაზამთროთ, მაგრამ გრილ და ნათელ ადგილას. პატარა მცენარეები შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ: ჰეიჰერა, გველის სურო, ბუდრა, ტოლმია, კლდისდუმა.
რაც შეეხება მრავალწლიან ყვავილოვან კულტურებს, უმეტესობა მათგანი ფოთოლმცვენი ჯიშისაა, რომლებიც მიწისზედა ნაწილის გარეშე იზამთრებენ. მათ ნორმალური განვითარებისთვის სიმშვიდის ფაზა სჭირდებათ, ამიტომ სახლში მათ გადატანას აზრი არ აქვს.
ბოსტანი მთელი წელი: რომელი ბოსტნეული შევიტანოთ სახლში
1. თქვენ შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე ნამდვილი საზაფხულო კუთხე შექმნათ. ამისთვის აგარაკიდან რამდენიმე სურნელოვანი კულტურა წამოიღეთ. მაგალითად, როზმარინი, ბეგქონდარა, პიტნა, უსუპი.
პრაქტიკულად, ყველა ეს მცენარე ფიტონციდებს გამოყოფს და სახლში ატმოსფეროს აუმჯობესებს. გარდა ამისა, ჩაიში ან კერძში რამდენიმე ფოთლის დამატებით გემოს გააუმჯობესებთ. მოსავალი მუდმივად რომ მიიღოთ, მცენარე ოქტომბრიდან მარტამდე ხელოვნური განათებით უზრუნველყეთ. რეჰანი გადარგვას კარგად უძლებს.
მუდმივი მიმაგრების დახმარებით მთელი ზამთარი სურნელოვანი მწვანე მოსავალი გექნებათ. რა თქმა უნდა, იმედი არ გქონდეთ, რომ ისევე გაიზრდება, როგორც ზაფხულში, – ყლორტები უფრო თხელი იქნება, ფოთლები – პატარა, მაგრამ არომატი და გემო შენარჩუნდება. ქოთანში შეგიძლიათ გადარგოთ და სახლში წაიღოთ სალათის ფურცლები, განსაკუთრებით, თუ აგვისტოში დარგეთ და მცენარე ჯერ კიდევ პატარაა.
2. ბოსტნეულის კულტურებიდან ლიდერობს დაბალ მზარდი პომიდორი–ჩერი, დაბალ მზარდი ცხარე წიწაკა, ბადრიჯანი. ფრთხილად გადმორგეთ, მიწის დიდი ნაწილით. გადარგვიდან პირველი პერიოდი ნათელ, მაგრამ არა მზიან ადგილას გააჩერეთ. უკეთესად რომ გადარჩეს, 7-10 დღე პოლიეთილენის პარკი დააფარეთ. ხანგრძლივი ნაყოფიერებისთვის აუცილებელია განათება. უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ასეთი კულტურები ჯერ კიდევ ზაფხულში კონტეინერებში გაზარდეთ. ასე გადაადგილების პროცესი უმტკივნეულო იქნება.
ბოლქვიანი მცენარეები ახალი სეზონს მოლოდინში
ბოლქვიანი მცენარეების დახმარებით არა ზაფხულის გახანგრძლივებას, არამედ გაზაფხულის დაჩქარებას შეძლებთ. შემოდგომაზე დარგვის დროს ტიტების, ნარგიზების, ზაფრანების და ყაზახების ცოტა ბოლქვები დაიტოვეთ. ამისთვის ნაადრევი ჯიშები უფრო გამოგადგებათ. სახლში წაიღეთ და ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში ქოთანში სუბსტრატებით ჩარგეთ. შეგიძლიათ კომბინაციები შექმნათ. ცელოფანის პარკი დააფარეთ. მაცივარში შეინახეთ, ოპტიმალური ტემპერატურა +5°C. ასეთ ტემპერატურაზე აღმონაცენების გამოჩენამდე შეინახეთ, შემდეგ ნათელ ადგილას გადაიტანეთ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე. პირველი 7-10 დღე მცენარე თეთრი ქაღალდის ქუდებით დაფარეთ, რომ ყუნწები ცოტა გამაგრდეს. ამის შემდეგ ნორმალური განათება და ტემპერატურა +18…+20°C ტემპერატურა უზრუნველყეთ.
აი გაზაფხულიც, თუმცა გარეთ ჯერ კიდევ ქარიშხალია!