10 საუკეთესო ხელის კრემი სიმშრალის საწინააღმდეგოდ

0
1343

სქელი და მსუბუქი, ზეთებით და მკვებავი ექსტრაქტებით, აქერცვლის საწინააღმდეგო და ყინვისგან დამცავი: გთავაზობთ საუკეთესო ხელის კრემებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოცადოთ.

მკვებავი ხელის ბალზამი Karite, L’Occitane

იცით თუ არა, რომ ბრენდის ბესტსელერია ხელის კრემი „კარიტე“, რომელიც მსოფლიოში ყოველ 3 წამში იყიდება? ხაზი იმდენად პოპულარული გახდა (ზოგი მას L’Occitane–ში საუკეთესოდ მიიჩნევს), რომ დაუყონებლივ შეივსო უფრო გაჯერებული ვერსიით, ბალზამით. არ მომწონს, როცა ხელის დამატენიანებელი საშუალება ცხიმიან ფირს ტოვებს. L’Occitane–ს ბალზამი წამებში იწოვება, თუმცა 25% შიის კარაქისგან შედგება, რომელიც სპეციალურად ბურკინა–ფასოდან ჩამოაქვთ.

დიდი შეფუთვა 150 მლ დიდხანს გეყოფათ – არა მხოლოდ ზამთარში, არამედ კანისთვის სახიფათო შუასეზონურ პერიოდშიც. რაც მთავარია, ბალზამი კანს შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს, ამასთან იმდენად კარგი სურნელი აქვს, რომ საშიში არაფერია, თუ საყვარელი სუნამოს დასხმა დაგავიწყდათ. ამ თვისებების წყალობით ჩვენს რეიტინგში დამსახურებული ადგილი უკავია.

ფასი: 88 ლარი

აღმდგენი ხელის კრემი Hand & Nail Comfort Cream, EGIA

EGIA-ს სქელი და მკვებავი, ღია ვარდისფერი შეფერილობის ხელის კრემი ჩემს საწოლის ტუმბოზე სამუდამოდ დასახლდა – ძილის წინ სქელ ფენას ვისვამ, ზოგჯერ ხელებს „საუნას“ ვუწყობ და გამათბობელ ხელთათმანებს ვიკეთებ, რომ კრემი კანის ღრმა ფენებში ჩავიდეს. ამ მომენტში ყოველთვის მახსენდება მირანდა ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ – ეს მისი პირადი საიდუმლო რიტუალი იყო, რომელიც არავის უნდა ენახა.

კრემი შეიცავს სურნელოვან ნუშის ზეთს და E ვიტამინს – ერთად ისინი ანტიოქსიდანტურ დაცვას უზრუნველყოფენ და არა მხოლოდ ხელის კანს, არამედ ფრჩხილებს კვებავენ. შემადგენლობაში შედის დამარბილებელი შიის კარაქი, პროპოლისის ექსტრაქტი, რომელიც ნაკაწრების წარმოქმნას აფერხებს. ის თქვენი ერთგული თანამგზავრი გახდება, თუ არ ატარებთ ხელთათმანებს ან უბრალოდ ყინვის მიმართ მგრძნობიარე ხართ. თუ იტალიური ბრენდის თავის მოვლის საშუალება ერთხელ მაინც გამოყენებული გაქვთ, მაშინ იცით, თუ როგორი სუნი აქვთ – არომატული საპონი, რომელსაც დედა ბავშვობაში გვყიდულობდა.

ფასი: 94 ლარი

ხელის და ფრჩხილების კრემი La Crème Main Texture Riche, Chanel

„ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში ხელის კრემი წაისვით“ – ეს კოკო შანელის ციტატა არაა, მაგრამ მაინც სრული ჭეშმარიტებაა. პირადად მე, გაუგებარ სიტუაციებში, ახლა შანელის ხელის კრემის განახლებულ ვერსიას ყოველთვის ვიყენებ. ჯერ კიდევ გასულ წელს ბრენდმა საშუალების კლასიკური მსუბუქი ვერსია გამოუშვა – ის ჰგავს კრემს, რომელიც შანელმა ჯერ კიდევ 1927 წელს შექმნა.

კრემი Riche გარეგნულად არ შეცვლილა, მაგრამ მისი ტექსტურა განახლდა: პროდუქტი უფრო მდიდარი და მკვებავი გახდა. ოვალური შეფუთვა, რომელიც ზღვით შემოფარგულ ნიჟარას ჰგავს, კოსმეტიკის ჩანთას და სამუშაო მაგიდას დაამშვენებს (ასეთი კრემის თან ტარება ნამდვილად მოგინდებათ), ხოლო მოსახერხებელი დისპენსერი კრემს ჰაერის ზემოქმედებისა და დაბინძურებისგან დაიცავს.

მკვებავი თვისების მიუხედავად კრემი სწრაფად შეიწოვება და კანს ხავერდოვნებას და სინაზეს ანიჭებს. ამაზე პასუხისმგებელია 2 ინგრედიენტი: გრასში, შანელის მინდვრებიდან მოპოვებული მაისის ვარდის ცვილი  და ზამბახის ექსტრაქტი. ერთად ისინი ხელის კანზე დამცავ ფირს ქმნიან, რომელიც ტენს ინარჩუნებს, ასევე აღიავებს და პიგმენტურ ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. ნაზი ვარდისფერი არომატი დამატებითი ბონუსია.

ფასი: 175 ლარი

დამამშვიდებელი მკვებავი ხელის კრემი Crème Mains Douceur, Payot

ხალხური ცრურწმენის მიხედვით, თუ Payot–ის ვარდისფერ ტუბს დიდხანს უყურებთ, გაზაფხული მალე მოვა. და თუ არა, თქვენი ხელი ამისთვის მაინც მზად იქნება. მშრალი და ყინვის მიმართ დაუცველი კანისთვის ბრენდმა სუპერ მკვებავი კრემი შექმნა, რომელიც დამატებით კუტიკულას არბილებს და ფრჩხილებს აძლიერებს.

საშუალების ფორმულა დაბალ ტემპერატურაზე შემოწმებულია, ანუ ყინვა ვეღარ შეგაშინებთ. მკვებავი თვისების და შემადგენლობის მიუხედავად (მასში შედის შიის კარაქი, გლიცერინი და მცენარეული თაფლი დამამშვიდებელი ეფექტისთვის), კრემი დისკომფორტის შეგრძნებას არ ტოვებს. წასმიდან 3 წუთში შეგიძლიათ სმარტფონი ხელში აიღოთ. ხელზე ფირს ვერ იგრძნობთ, მაგრამ კანი იბრწყინებს, გლუვი და ხავერდოვანი გახდება. არომატიც შექებას იმსახურებს: ლოტოსის და კედრის ხის ნოტები დაგარწმუნებთ, რომ ხეებზე ყვავილები უკვე გაიშალა.

ფასი: 50 ლარი

ხელის კრემ–ბარიერი Cicaplast Mains, La Roche-Posay

La Roche-Posay–ს Lipikar-ის სერიის ფანი ვარ, რომელიც ძირითადად ჩვილებისა და ბავშვებისთვის არის შექმნილი, მაგრამ უფროსებს უფრო ხშირად შველის. მკვრივი, მკვებავი საშუალება ყველაზე მშრალ კანსაც გადაარჩენს! ასეთივე აღმოჩნდა ხელის კრემი ბრენდის სხვა სერიიდან – Cicaplast, რომელიც ატოპიური, დაზიანებული უბნების აღდგენისკენ არის მიმართული.

კრემს სამკურნალო მალამოს მსგავსი ძალიან მკვრივი ტექსტურა აქვს (ამის გამო ტუბიდან რთულად გამოდის). ორივე ხელზე ბარდის მარცვლის ზომა დაგჭირდებათ. მასაჟური მოძრაობით კანში კარგად უნდა შეიზილოთ, რომ წებოვნება არ იგრძნოთ (ზუსტად ისე, როგორც სააფთიაქო საშუალების შემდეგ). გაწეული ძალისხმევისთვის რბილი, მოვლილი კანით და სიმშრალის გაქრობით დაჯილდოვდებით (აქერცვლა, ბზარები და ზამთრის სხვა „ბონუსები“ გაქრება).

კრემის მთავარი კომპონენტია – 30% გლიცერინი (დამცავ ბარიერს ქმნის და ატენიანებს) და ნიაცინამიდი (საუკეთესო საშუალება დაზიანებული კანის აღსადგენად). შესაძლოა, ზაფხულში კრემი მძიმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ზამთარში, ძილის წინ ხელის ნიღაბს სიამოვნებით ვიკეთებ და სახლიდან გასვლამდე 40 წუთით ადრე ვისვამ.

ფასი: 28 ლარი

ხელის კრემი Longue vie Mains, Guinot

ეს კრემი მხოლოდ ხელის კანის დასატენიანებლად არ არის შექმნილი. გარე ზემოქმედებისგან დაცვის გარდა, ის კანს აღიავებს და პიგმენტური ლაქებისგან იცავს. დატენიანებაზე პასუხისმგებელია კრემში შემავალი ნუშის ზეთი.

მისი მთავარი უპირატესობაა 56 აქტიური ინგრედიენტის უნიკალური კომპლექსი „უჯრედებს დიდხანს სიცოცხლე“, რომელიც კანის აღდგენას აძლიერებს. Guinot–ს ტექნოლოგია უნიკალურია – მისი ეფექტურობა სამედიცინო ცენტრებში დამწვრობის განყოფილებებში დადასტურებულია. კრემი ძალიან სასიამოვნო, ოდნავ სქელია. დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში წასასმელად კომფორტულია. კრემს სათანადოდ დააფასებს ის, ვინც ხელის კანზე ზრუნავს და ნაადრევი დაბერების თავიდან აცილება სურს.

ფასი: 143 ლარი

დაბალ მოლეკულური ხელის კრემ–ნიღაბი, Lundenilona

როცა ამ საშუალების შემადგენლობას კითხულობ, გეჩვენებათ, რომ ხელში „ნასას“ საიდუმლო დოკუმენტი ჩაგივარდათ. მაგრამ ეს მხოლოდ „ჯადოსნური“ ხელის კრემია, რომელიც კარგ დატენიანებას და კვებას უზრუნველყოფს.

დაბალ მოლეკულური ჰიალურონს მჟავა აღდგენის პროცესს ააქტიურებს და მიკრონაკაწრების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, ძირტკბილას ექსტრაქტი პიგმენტური ლაქების გაჩენას ხელს უშლის. ბიოსაქარიდის ფისი კანს არბილებს და ხავერდოვანს ხდის, B3 ვიტამინი დამცავ ფუნქციას აძლიერებს, სკვალენი დატენიანებას ხელს უწყობს. ტექსტურა მსუბუქი, გელის მსგავსია. კარგად ნაწილდება და სწრაფად იწოვება. შესანიშნავი ვარიანტია ორგანულის და ბუნებრივი კოსმეტიკის მოყვარულთათვის.

ხელის და ტანის ლოსიონი „ვარდისფერი ნემსიწვერა“, Ausganica

საკუთარ თავს ორგანული კოსმეტიკის მოყვარულს ვერ ვუწოდებ. სილიკონებს, პარფუმს და კონსერვანტებს მშვიდად ვხვდები. თუმცა ხელის და ტანის მოსავლელად უპირატესობას ნატურალურ ათქვეფილ ზეთებს ვანიჭებ. Ausganica–ს ლოსიონი 94%–ით სერთიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან შედგება. საშუალებას მკვეთრად გამოხატული დამამშვიდებელი მოქმედება აქვს: სიწითლეს სწრაფად ხსნის, აქერცვლას აქრობს და საპნის ხის კაკლის ექსტრაქტის წყალობით ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.

მასა ცხიმიანი არაა, უფრო გელს ჰგავს. ძალიან ცოტა ლოსიონი დაგჭირდებათ – ბევრის წასმის შემთხვევაში შეწოვას დიდხანს უნდა დაელოდოთ. ფირს არ ტოვებს და კანს მყისიერად ხავერდოვანს ხდის. ქოქოსის წყალი, ზეითუნის და ვარდის ზეთი, ლაურინის მჟავა, ფიტოესტროგენები – „ვარდისფერი ნემსიწვერას“ აქტიური ინგრედიენტების მხოლოდ ნაწილია. ლოსიონს სასიამოვნო სურნელი აქვს: თითქმის შეუმჩნეველი ვარდის სურნელი რამდენიმე საათით გაგყვებათ.

ფასი: 86 ლარი

ხელის და ფრჩხილების კრემ–დესერტი Hand and Nail Balm, Nail Look

გემრიელი დესერტით თავს ყოველთვის ვერ გაანებივრებთ, მაგრამ Nail Look–ის კრემით ეს თითქმის შესაძლებელია. კოლექცია შეიცავს საშუალებებს გემრიელი სახელებით: „ტროპიკული სმუზი“, „პიტნის მაკარონი“, „კენკრის ქეფქეიქი“ და „ატმის სორბეტი“ – ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მომწონს, ამიტომ რეიტინგში თამამად ვრთავ.

პირველ რიგში, კრემს ძალიან მოსახერხებელი შეფუთვა აქვს – უბრალოდ ჩანთაში ჩაიდეთ და თან წაიღეთ. ნებისმიერ ადგილს და სიტუაციას ადვილად მოერგება – სამუშაო მაგიდაზე ან მანქანაში დადეთ ან აუცილებლობის შემთხვევაში განაახლეთ. მოდური ბოთლით თქვენი მეგობრები ნამდვილად დაინტერესდებიან!

მეორეც, კოლექციას შესანიშნავი სლოგანი აქვს: „ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, რომ დესერტზე უარი თქვათ!“ ხელის კრემის ხშირად წასმა მოგინდებათ, რომ მისი არომატით დატკბეთ – თავის სახელს ზუსტად გადმოსცემს. მესამეც, ნაზი, მსუბუქი ტექსტურა კანში წამიერად იწოვება და წებოვნებას არ ტოვებს. შემადგენლობაში შედის შიის კარაქი, რომელიც კანის დატენიანებაზე და სირბილეზეა პასუხისმგებელი.

ფასი: 9 ლარი

ხელის და ტანის ლოსიონი Avojuice Mango Hand & Body, OPI

თუ მსუბუქი, ნახევრად გამჭვირვალე ტექსტურა და ტროპიკების არომატი მოგწონთ, OPI–ს ხელის და ტანის ლოსიონი ნამდვილად გაგახარებთ. ლოსიონი არა მხოლოდ კანს ატენიანებს, არამედ მის გაღიზიანებას და ნაადრევ დაბერებას ხელს უშლის.

კანის გამოკვება და ტენიანობის შენარჩუნება ავოკადოს ზეთის მოქმედების შედეგია, რომელიც საშუალების მნიშვნელოვანი კომპონენტია. გაღიზიანების მიზეზებს კი ებრძვის ალოეს წვენი, რომელიც კანს შესანიშნავად ატონიზირებს კიდეც. ლოსიონი საუნაში ხშირად დამაქვს დაორთქლილი კანისთვის – ის, რაც ექიმმა გამომიწერა, რადგან მთავარი ფუნქციების გარდა მოსადუნებელი და გამაგრილებელი ეფექტი აქვს. მარილის და არომატული ზეთების ცხელი აბაზანის შემდეგ ლოსიონი კანს დაარბილებს და წვნიანი, მწიფე მანგოს არომატს მიანიჭებს. ლოსიონით კლასიკურ ხელის კრემს ვანაცვლებ – შესანიშნავი ალტერნატივაა: ეფექტუად მოქმედებს და წამებში იწოვება.

ფასი: 60 ლარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ