უსიცოცხლო და მშრალი კანის საწინააღმდეგოდ: 5 ნამდვილად ეფექტური ნაჭრის ნიღაბი

0
1151

დღეს გთავაზობთ 5 ნაჭრის ნიღაბს, რომელთა დახმარებით აქერცვლა, სიწითლეს, სიმშრალეს და სხვა ნაკლოვანებებს 15 წუთში გაუმკლავდებით.

დამატენიანებელი ნიღაბი ჰიალურონის მჟავით DERMASK, Dr Jart+

Dr Jart+ – ყველაზე პოპულარული ნაჭრის ნიღბებია, რომლებიც ნამდვილად მყისიერ შედეგს იძლევიან. მიკროფიბრზე დაფუძნებული დამატენიანებელი DERMASK აქტიური კომპონენტებით ოლიგო–ჰიალურონის მჟავით და ზღვის წყალმცენარების ექსტრაქტით ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვას აფერხებს და კანის ინტენსიურ დატენიანებას ხელს უწყობს.

ექსპრესს ნიღაბი წლის ცივ სეზონზე დაგეხმარებათ, მშრალი და უსიცოცხლო კანის პრობლემას წამებში მოგიგვარებთ.

ფასი: 14 ლარი

კოლაგენის სახის ნიღაბი Intensive Care, Valmont

Valmont–ის კოლაგენის ნიღაბს კოსმეტოლოგთან სრული პროცედურის ჩატარებას უტოლებენ. საშუალება შეიცავს სუფთა კოლაგენს, რომელიც დაუყონებლივ ლიფტინგ–ეფექტს იძლევა, კანს ასწორებს და ამკვრივებს. ნიღბის გამოყენების შემდეგ ჰიდროლიზებული პოლისაქარიდების კომპლექსის წყალობით სიმშრალე ქრება და კანი დატენიანებული ხდება. გარდაქმნის ეფექტზე პასუხისმგებელია მტკნარი წყალი, რომელიც კანს ატონიზირებს და ბზინვარებას ანიჭებს.

ფასი: 450 ლარი

დამატენიანებელი ნაჭრის ნიღაბი Hyaluronic Acid Water Deep Power Ringer Mask Pack, Elizavecca

Elizavecca-ს ნაჭრის ნიღაბი შეიცავს კანის დამამშვიდებელ ხვართქალას ექსტრაქტს, აღმდგენ დანდურის ექსტრაქტს და ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც აქერცვლას და შებოჭილობას აქრობს, დაღლილობას ხსნის და კანის ტონუსს ზრდის. 15 წუთში ნიღაბი კანს ტენით ამდიდრებს და ბზინვარებით ავსებს, ხოლო ნაკლოვანებებს აქრობს.

ფასი: 3 ლარი

ინტენსიური ნიღაბი ლიფტინგისთვის LIFT-MASK, Filorga

Filorga-ს ლაბორატორიის ექსპერტებს 3 წელი დასჭირდათ, რომ შეემუშავებინათ უნიკალური კომპლექსი Plasmatic Lifting Factors, რომელიც მყისიერი ლიფტინგ ეფექტის მქონე LIFT სერიის შექმნის საფუძველი გახდა. ფორმულის შემადგენლობაში შედის მცენარეული პლაზმა (ზრდის ფაქტორებით მდიდარი), ზღვის კოლაგენი და იაპონური სოფორას ექსტრაქტი.

ტექნოლოგია SKIN-LIFTING TECHNOLOGY-ს მიერ შექმნილი ნიღაბი ბიოფერმენტაციით მიღებულ უწვრილეს ცელულოზის ბოჭკოებს შეიცავს. ნიღაბი კანს აქტიური კომპონენტებით მხოლოდ 15 წუთში ავსებს და დამატებითი პროცედურები არ სჭირდება.

ფასი: 37 ლარი

ნიღაბი ცერამიდებით კანის ინტენსიური დატენიანებისთვის, Face in-Shot Hydro Lift Mask, The Oozoo

The Oozoo-ს კორეული ნიღბები შეიცავს აკოვპორინს – ცილა, რომელიც ქსოვილებში წყლის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი; ფულერენს – ნახშირბადების ნაერთი, რომელიც ელვის დარტყმის დროს წარმოიქმნება, და ექტოინს – დედამიწაზე უძველესი მიკროორგანიზმის ექსტრაქტი. The Oozoo–ს ნიღბების ფიშკაა დოზატორი „შპრიცი“ ორფაზიანი ამპულით, რომელშიც აქტიური ინგრედიენტები ინახება და ნაჭრის ნიღბის მთავარ შემადგენლობასთან ირევა. დამატენიანებელი ინგრედიენტების კომპლექსი კანს ბზინვარებას აიძულებს, კვებავს და უხილავ ფირს ქმნის. მსგავსი ნიღაბი ცერამიდებით კოსმეტიკურ პროცედურას მარტივად ჩაგინაცვლებთ, მაგალითად, მოულოდნელი შეხვედრის წინ.

ფასი: 31 ლარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ