5 ნამდვილად კარგი სახის კრემი 50 ლარამდე, რომლებსაც ვარსკვლავები იყენებენ და დერმატოლოგები გირჩევთ

0
1446

იაფი – ცუდს არ ნიშნავს. მას მარკეტის ან ლუქს ბრენდის ხაზში შეგიძლიათ იპოვოთ ნამდვილად კარგი და არც თუ ისე ძვირადღირებული პროდუქტი, რომელთაც ცნობილი სახეები იყენებენ და ვიზაჟისტები, კოსმეტოლოგები და დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ. დღეს გთავაზობთ საუკეთესო დამატენიანებელ სახის კრემებს, რომელთა ფასი 50 ლარს არ სცდება (ფასდაკლებების გარეშე და არა სამგზავრო ზომის).

Moisturizing Cream, CeraVe

მეგან ფოქსის და ბევრი სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავის საყვარელი კრემი, ასევე „№1 დამატენიანებელი საშუალება აშშ–ს დერმატოლოგების რეკომენდაციით“. მასში არ შედის პარფუმი და მავნე დანამატები, მთავარ კომპონენტებს შორისაა – ჰიალურონის მჟავა და სამი ცერამიდების კომპლექსი, რომელთაც დამატენიანებელი და დამცავი თვისებები აქვთ. კიდევ ერთი ბონუსი – მსუბუქი და სწრაფად შემწოვი ტექსტურა, რომელიც მგრძნობიარე კანსაც მოუხდება.

ფასი: 15 ლარი (50 მლ)

All Day Hydrator, Sephora Collection

Sephora Collection-ის ხაზში ყურადღება მიაქციეთ სახის კრემს All Day Hydrator 96% ნატურალური შემადგენლობით და ძალიან მსუბუქი ტექსტურით (მაკიაჟის ქვეშ იდეალურია!). მთავარი კომპონენტები – ხორბლისგან მიღებული ბუნებრივი წარმოშობის ჰიალურონის მჟავა; კარტოფილიდან და მზესუმზირიდან მიღებული C და E ვიტამინები. საშუალება კანს ატენიანებს, წყლის ბალანსს ინარჩუნებს და გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან იცავს.

ფასი: 25 ლარი (50 მლ)

ColdCream, Weleda

Weleda-ს ხაზიდან შეგიძლიათ აირჩიოთ კრემი ცივი ამინდისთვის ColdCream, რომელიც ძალიან მგრძნობიარე კანსაც ქუჩაში თუ შენობაში ქარის, სიცივის და ტემპერატურის ცვლილებებისგან დაიცავს. კომპონენტებს შორის შეგხვდებათ ტკბილი ნუშის ზეთი, რომელსაც ინტენსიური მკვებავი თვისებები გააჩნია, და ფუტკრის ცვილი, რომელიც კანს აღადგენს და იცავს.

ფასი: 38 ლარი (30 მლ)

Light Ultra-Moisturizing Cream, Topicream

კრემი უნივერსალურია: ის როგორც ქალს, ასევე კაცს და ბავშვს გამოადგება. როგორც მწარმოებელი ამბობს, საშუალება ალერგიას არ იწვევს, ამიტომ ძალიან მგრძნობიარე კანისთვისაც იდეალურია. მასში შედის გლიცერინი და შარდოვანა, რომლებიც კანს ატენიანებენ, კვებავენ და აქერცვლას ებრძვიან. შედეგად კანი რბილი და ხავერდოვანი ხდება.

ფასი: 42 ლარი (40 მლ)

Lipikar AP+M, La Roche-Posay

კიდევ ერთი უნივერსალური საშუალება ყველასთვის (ჩვილების ჩათვლით) La Roche-Posay–ს ხაზში. ბალზამი Lipikar AP+M დერმატოლოგიურმა ბრენდმა დაახლოებით 6 წლის წინ შეიმუშავა, მაგრამ მათი თქმით, ყველა მოლოდინი გაამართლა. დერმატოლოგები ამ კრემის გამოყენებას მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილ (ან ალერგიის დროს) კანზე გირჩევთ. მასში შემავალი შიის კარაქი სიმშრალეს და კანის დაჭიმულობის შეგრძნებას ამცირებს; ნიაცინამიდი ქავილს აქრობს, კანის დამცავი ბარიერის თვისების შემცირებას აფერხებს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს; თერმული წყალი დამარბილებელ და დამამშვიდებელ თვისებებს ფლობს.

ფასი: 27 ლარი (75 მლ)

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ