
თვითიზოლაციის რეჟიმმა გვასწავლა სალონის პროფესიონალების გარეშე ცხოვრება, თავის მოვლა დამოუკიდებლად, აგვათვისებინა ვიზაჟისტური უნარები, აღარ გვჭირდება ფრჩხილის ოსტატები და თმის სტილისტები. ახლაც კი, როცა სილამაზის სალონები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ბევრი გოგონა მაინც უპირატესობას ანიჭებს სახლში დარჩენას და ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. რაც შეეხება წარბების კორექციას პროფესიონალის გარეშე, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ისე, რომ შემდეგ დაქალებთან გამოცდილების გაზიარების არ შეგვრცხვეს? სწორედ ამისთვის, დღეს გთავაზობთ ვარსკვლავური სტილისტის, ანდრეი ტილერის რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარბის იდეალური ფორმის მიღებაში.
1. პირველ რიგში, კარგად დაივარცხნეთ წარბები, ჯაგრისი ოდნავ ზემოთ მიმართეთ. ასე შეძლებთ თმის ღერების სიგრძის სწორად განლაგებას, დაინახავთ უფრო გრძელ ღერებს, რომლებიც უნდა მოიჭრათ.
2. მას შემდეგ, რაც წარბებს დაივარცხნით, იპოვეთ ღეროები, რომლებიც წარბების ბუნებრივი ფორმიდან გამოიყოფა. ფრთხილად მოიჭერით ისინი სპეციალური მაკრატლით. ანდრეა გვირჩევს Tweezerman-ის ბრენდის ხელსაწყოების გამოყენებას.
–“თუ პინცეტს გამოიყენებთ, გირჩევთ, ბუნებრივ განათებაზე იმუშავოთ, ჩაიხედოთ ჩვეულებრივ სარკეში, გამადიდებლის გარეშე. ეს დაგეხმარებათ ფორმის ობიექტურად შეფასებაში. ყურადღებით იყავით: ამოიღეთ მხოლოდ ის ღეროები, რომლებიც თქვენი წარბის ბუნებრივი ხაზის საზღვრებს სცდება, ნუ გადააჭარბებთ. პატარა ბუსუსებს არ შეეხოთ, ისინი წარბების ხაზს არაფრით უშლის ხელს, პირიქით, მას სირბილესა და მოცულობას ანიჭებს.” – ამბობს ანდრეა ტილერი.
3. ექსპერტის თქმით, წარბების სწორი გამოყოფისთვის, აუცილებელია წარბის დასაწყისისა და დასასრულის გამოკვეთა. ამისთვის აიღეთ წარბის ფანქარი და დაიჭირეთ ვერტიკალურად, მიმართეთ იგი ცხვირის ნესტოს შუადან თვალის შიდა კუთხისკენ. დაიწყეთ წარბების შეღებვა იმ ადგილიდან, სადაც თმა იწყებს ზრდას, სწორედ ესაა პირველი წერტილი. მეორეს იპოვით, თუ იმავე მოქმედებას გაიმეორებთ თვალის გარე კუთხიდან წარბის დაბოლოებამდე.
4. შემდეგ შეუდექით წარბების შევსებას ფანქრით. ექსპერტი გვირჩევს ავტომატური ფანქრების გამოყენებას მაქსიმალურად თხელი გრიფელით, რათა “შტრიხები” მაქსიმალურად ბუნებრივი ჩანდეს. უმჯობესია, აირჩიოთ თქვენს თმაზე ერთი ტონით ღია ფერის ფანქარი. მაგალითად, თუ ქერა ხართ, აიღეთ რუხ-ყავისფერი გრიფელი.
წარბების შეღებვას ვიწყებ მათი დასაწყისიდან, დაბოლოების მიმართულებით.
5. ფრთხილად გადაინაწილეთ წასმული ფანქარი ჯაგრისით ან ფუნჯით, მოიშორეთ ზედმეტი საღებავი.
6. წარბები უფრო ეფექტურად რომ გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ თხევადი ლაინერი/წყლის გელი წარბებისთვის. მათი დახმარებით შეგიძლიათ უფრო თხელი შტრიხების დახატვა, ვიდრე ფანქრით.
7. დააფიქსირეთ თმები წარბების გამჭვირვალე გელით, რათა ფორმა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ.
თქვენ როგორ იღებთ სასურველი ფორმის წარბებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.