ლაქტოზას გარეშე: რა უნდა იცოდეთ მცენარეული რძით დამზადებულ სასმელებზე

0
990

მცენარეული რძე საკმაოდ პოპულარული გახდა ველნესის მიმდევრებს შორის, რომლებმაც უარი თქვეს ლაქტოზაზე. თუმცა, ყავისა და ჩაის მომხრეებში შვრიის, სოიოსა და თხილის რძეები მაინც იწვევს უამრავ კითხვას. დღეს ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ მცენარეული რძე სწორად, მოსამზადებელი სასმლის მიხედვით.

მცენარეული ზეთის ტრენდი, ცხოველურის ნაცვლად, სულ უფრო მეტად იხვეჭს სახელს. ეს იმით იხსნება, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ვეგეტარიანელი და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, ამასთან, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ლაქტოზის აუტანლობა.

აშშ-ს ნებისმიერ სუპერმარკეტში შეხვდებით მცენარეული რძის ათზე მეტ სახეობას, სხვადასხვა ფერით, შაქრითა და მის გარეშე, სხვადასხვა გემოთი. ჩვენთან ჯერ ასეთი მდიდარი არჩევანი არაა, თანაც იშვიათია ხარისხიანი ბრენდიც, არც ყველა რძეა გემრიელი. თუმცა, რამდენადაც ადამიანებს ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხი აწუხებთ, მცენარეული რძის გემო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, მთავარი მისი სარგებელია ორგანიზმზე. თუმცა, ეს სწორი არაა, რძის გემო მნიშვნელოვანია.

ყავის გემო პირდაპირაა დამოკიდებული მცენარეული რძის ხარისხზე. რესტორნისთვის, ეს არამხოლოდ გემო, არამედ მისი პროფესიონალურად გამოყენების შესაძლებლობაა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ითქვიფება რძე. სასმელი არამხოლოდ გემრიელი, არამედ ესთეტიკურიც უნდა იყოს. არსებობს ისეთი რძეც, რომელიც არ ითქვიფება, იფარება ბუშტუკებით, მისი ყავაში ლამაზად დამატება შეუძლებელია, სასმელი უგემური და შეუხედავი გამოდის.

ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ, როგორ ურთიერთმოქმედებს რძე ყავასთან. ყავას თავისი მჟავები და რძესთან გარკვეული რეაქციები აქვს. მცენარეული რძით მომზადებული ყავა, რაღა თქმა უნდა, იძენს იმ რძის გემოვნურ ნოტებს, რომელიც დაუმატეს, იქნება ეს ქოქოსის, ნუშის თუ სოიოს ნოტები, თუმცა, გემოთი მაინც ნაჯერი და მდიდარი დარჩება, თუ რძე ხარისხიანია. ამიტომ, პროფესიონალური ხარისხიანი რძე სასმელს ნაკლებად გემრიელს ან “ყავისებრს” არ ხდის.

სამსახურში ჩვენ ვიყენებთ Alpro Professional-ს, რამდენადაც იგი უკეთ ითქვიფება, ვიდრე ჩვეულებრივი Alpro. თუმცა, დღემდე ვეძებთ უფრო ხარისხიან ალტერნატივას. ჩვენი სტუმრები ნებისმიერ შავ ყავას უკვეთენ რძით – კაპუჩინოს, ლატეს, ფლეთ უაითს. ყველა სასმელს რძის სხვადასხვა სახეობით ვამზადებთ, ამიტომ თავდაჯერებით ვთავაზობთ სტუმარს არჩევანს, მისი გემოვნური უპირატესობების მიხედვით. რომელიმე რძე რომელიმე სასმელს რომ არ მოხდენოდა, მენიუში საერთოდ არ ჩავწერდით.

რთულია იმის თქმა, რომ ყავის სასმლის კონკრეტულ სახეობას კონკრეტული მცენარეული რძე უხდება. არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მაგალითად, კაკაო: იგი შეიცავს შოკოლადს, რომელიც დიდად არ ეხამება ნუშის ან სოიოს რძეს. სტუმრებს უყვართ გემოთი ექსპერიმენტირება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციები აქტუალური აღარაა ხოლმე. მთავარია, ყავა კარგად იყოს მომზადებული, რძე კი კარგი ხარისხის იყოს. თუ იგი ცუდად ითქვიფება, ნაკლებად მკვრივია, სასმელი უგემური გამოვა.

ნებისმიერი მცენარეული ზეთი შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს მაინც. თუ შაქარს ამოიღებთ, მცენარეული რძით მომზადებული ყავა ისეთი მკვეთრი გემოსი აღარ იქნება. ამ შემთხვევაში, უკეთესი ვარიანტია სოიოს რძე, რამდენადაც იგი არ ახდენს გავლენას გემოს გაჯერებულობაზე, მაშინაც კი, თუ შაქარს არ შეიცავს.

“კოფემანიის” რეცეპტები

მატჩა ლატე

ინგრედიენტები:

  • 2 გ მატჩა
  • 180 მლ ქოქოსის რძე

მომზადება

შეურიეთ მატჩა ცოტაოდენ ცხელ წყალს. ათქვიფეთ ქოქოსის რძე და ჩაასხით პირველ სითხეში. თუ ტკბილი სასმელი გსურთ, დაუმატეთ ნეკერჩხლის სიროფი – ეს შაქრის იდეალური ალტერნატივაა.

ლატე კურკუმათი

ინგრედიენტები:

  • 240 მლ მცენარეული რძე
  • 1 გ კურკუმა
  • 5-10 გ თაფლი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

ჩაასხით ქვაბში რძე და გაათბეთ 70-75 გრადუსამდე, არ აადუღოთ. შემდეგ დაუმატეთ კურკუმა, დარიჩინი, თაფლი. აქტიურად მოურიეთ და ჩაასხით ფინჯანში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ