5 პიროვნული თვისება, რომლებიც ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ

0
936

რა გვაბედნიერებს? უამრავი რამ: ოკეანისპირა მოგზაურობა, ღირსეული სამსახური, შთამაგონებელი გამოფენა, ახლობლებთან ერთად გატარებული უქმეები, წარმატებული პაემანი, ცეკვა სარკის წინ, ახალი ვარცხნილობა, გემრიელი საკვები, სურნელოვანი კოქტეილი ან უბრალოდ შოკოლადი. მიზეზები შეიძლება მსგავსი ან ინდივიდუალური იყოს, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, პიროვნული თავისებურებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამაში, გვაძლევს იმპულსს ბედნიერებისკენ მისწრაფებისთვის.

ასეთი დასკვნა გამოიტანა ამერიკელ მეცნიერებათა გუნდმა, 706 რესპოდენტის მრავალსაფეხურიანი გამოკითხვის შემდეგ. პროექტი ბედნიერების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ინტელექტის, შემოქმედებისა და ადამიანური პოტენციალის საკითხში სამეცნიერო ნაშრომებით ცნობილი ფსიქოლოგის, პოდკასტერისა და მწერლის, სკოტ ბარი კაუფმანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

1. სიცოცხლის სიყვარული

ერთი შეხედვით, რთული არაფერია, თუმცა, სამყაროსთვის აღტაცებით ყურება ყველას არ გამოსდის. ადამიანი იბადება სუპერ შესაძლებლობებით – ყოველდღიური აღმოჩენებით გულწრფელად გახარების უნარით, თუმცა, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ასაკთაბნ ერთად ვწყვეტთ მცირე ბედნიერების დაფასებას, ვასწავლით საკუთარ თავს გრანტიოზულ მიზნებსა და მაღალ მიღწევებზე კონცენტრირებას. უკეთესი მომავლისთვის (რომელიც ოდესღაც დადგება, ახლა კი არ არის) ბრძოლის უჟმურ მორევში გვითრევს მუდმივი სიჩქარე, დროის უკმარისობა, მოსწრებადობის კულტი და მრავალი ნეგატიური დებულება, რომლებიც გვართმევს სულიერებას, გულიანობას, ენთუზიამზს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ბედნიერება ხელმისაწვდომია ახლა და აქ, უბრალოდ შეწყვიტეთ უაზრო დევნა, მიმოიხედეთ და გაიაზრეთ, რამდენად ხილული და საგრძნობიც კია იგი. მომენტის გააზრების უნარს რომ დავიბრუნებთ, მივიღებთ უშრეტ წვდომას სიცოცხლით ტკბობაზე: როცა ადამიანი ბედნიერია, ყველაფერს აქვს აზრი.

2. გახსნილობა

ის, ვინც მეგობრული და ღიმილიანია, არ ინახავს წყენას გულში, თავისი გულწრფელი მეგობრულობით იწყებს პოზიტიური ენერგიის ტრიალს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ბედნიერების შეგრძნებას. და, პირიქით, ის, ვინც ემიჯნება ადამიანებს, მალავს საიდუმლოებს და ხელში ყოველთვის მზად აქვს ქვა სასროლად, ხშირად განიცდის კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რეგულარულად ეცემა დათრგუნვასა და დეპრესიას.

3. შრომისმოყვარეობა

თვითრეალიზაცია დიდებული რამაა, ხოლო საყვარელი სამსახური – ბედნიერებისა და კმაყოფილების წყაროა. ეჭვი გეპარებათ? ესე იგი, ჯერ კიდევ არ გიპოვიათ თქვენი მოწოდება. საქმისთვის თავის მიძღვნა მაშინ, როცა აკეთებთ იმას, რაც მოგწონთ და კარგად გამოგდით – კორპორატიული წვეულების სტუმრების სიით დაწყებული, კოსმოსის ასათვისებელი სამეცნიერო პროგრამებით დასრულებული – ბედნიერებისაკენ მიმავალი ერთ-ერთი გასაღებია.

4. თანაგრძნობა

სხვებზე ზრუნვა და თანაგრძნობა შინაგანი კმაყოფილების კიდევ ერთი პოზიტიური წყაროა, რომელსაც ბედნიერება მოაქვს და უანგარობას გვასწავლის. ალტრუიზმი თითქმის ყველგან და ყოველთვის შესაფერისი და დროულია – ნუ მოგერიდებათ ემპათიის გამოვლენა საყვარელი ადამიანების, მეგობრების, კოლეგების, იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა და, მით უმეტეს, გთხოვენ დახმარებას.

5. ცოდნისმოყვარეობა

ახალი ცოდნა, აღმოჩენები, თვითგანათლება, სამეცნიერო დისკუსიები და ინტერესთა სამოყვარულო კლუბები შთაგაგონებთ? ეს ბედნიერებაზე ცრუ წვდომაზე მეტყველებს. კარგი განწყობა პირდაპირ უკავშირდება ინტელექტის სტიმულაციას, რამდენადაც ცნობისმოყვარეობა მრავალფეროვანი აღმოჩენები და თვითრეალიზაციის უშრეტი რესურსია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ