8 შეცდომა რომელსაც კანის მოვლის დროს ვუშვებთ.

0
764

ბევრი ადამიანი საკუთარ კანზე ინტუიციურად ზრუნავს. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის სწორი არაა. დარწმუნებული ვარ, ამ სიიდან ერთ შეცდომას მაინც უშვებთ, რადგან თვლით, რომ სწორად იქცევით. მოდით, თქვენი კანი ერთად გადავარჩინოთ!

მიცელარულ წყალს არ იშორებთ

სინამდვილეში ეს უნდა გააკეთოთ, მაშინაც კი, თუ შეფუთვაზე სხვა რამ წერია. თავისი არსით მიცერალური წყალი საპნიანი წყალია, რადგან მიცელები არის სფეროები, რომლებიც წყალში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების მიერ წარმოიქმნება. როცა ამ საშუალებით მაკიაჟს იშორებთ და შემდეგ სახეს არ იბანთ, საპონი და გახსნილი მაკიაჟი კანზე რჩება, რამაც მოგვიანებით შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

მაკიაჟს ზეთით/ბალმით იშორებთ და შემდეგ არაფრით იბანთ

საყვარელი მეთოდი მაკიაჟის და მზისგან დამცავი საშუალების მოსაშორებლად – ბალზამი. ის კანს არ აღიზიანებს და ყველაზე გამძლე მაკიაჟსაც აშორებს. გახსოვდეთ, რომ შემდეგ სახე ხელმეორედ უნდა დაიბანოთ, რომ კანი გაიწმინდოთ. ამისთვის გელი, ქაფი, დასაბანი კრემი გამოგადგებათ.

დასაბანი საშუალება სპირტით

გაოცებული ვართ, რომ მწარმოებლები დასაბან საშუალებებში სპირტს ასეთი რაოდენობით ამატებენ, ამასთან შემადგენლობაში პირველ ადგილსაც იკავებენ. ვიცით, რომ ის კონსერვანტიც არის, მაგრამ ასეთი დიდი კონცენტრაციით დამატება რა საჭიროა? ეს იაფი კომპონენტია, რომელსაც უფრო უსაფრთხო ანალოგიც აქვს.

ტერის პირსახოცით იმშრალებთ

ამის გაკეთება მგრძნობიარე კანზე განსაკუთრებით რეკომენდებული არაა, რადგან ზედმეტი ხეხვა კანს უფრო აღიზიანებს. ამის ნაცვლად სახე ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ ან იმავე ტერის პირსახოცით, ოღონდ უფრო ნაზი და რბილი შეარჩიეთ.

რუტინაში სკრაბის გამოყენება

სკრაბი საკმაოდ მოძველებული ფორმატის საშუალებაა, განსაკუთრებით ის, რომელსაც მსხვილი, უხეში აბრაზიული ნაწილები აქვს. ასე არა მხოლოდ კანს იქერცლავთ, არამედ აზიანებს და პატარა, უხილავ ნაწიბურებს ტოვებთ (მაგრამ კოსმეტოლოგი ყველაფერს დაინახავს!). სკრაბის ნაცვლად ფერმენტირებული პილინგი ან პილინგ გელი გამოიყენეთ – ისინი კანს ნაზად ქერცლავენ, არ აშრობენ და არ აზიანებენ.

მჟავები ყოველდღე

რაღაც მომენტში მჟავები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ვერ იპოვით გოგოს, რომლის რუტინაშიც თუნდაც ერთი საშუალება მჟავებით არ შედის. ზოგიერთი მჟავებს ყოველდღე იყენებს და ყურადღებას არ აქცევს წვას და ქავილს, რაც ძლიერი აქერცვლის შედეგია. გირჩევთ, კოსმეტოლოგთან კონსულტანცია გაიაროთ და რუტინაში მჟავები მხოლოდ ამის შემდეგ დაამატოთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, სჯობს საერთოდ არ გამოიყენოთ და დაელოდოთ მომენტს, როცა თქვენი კანის ბარიერი ნორმას დაუბრუნდება.

თავის მოვლის საშუალებების მუდმივი შეცვლა

ადრე ამაზე არ ვფიქრობდით, სანამ მგრძნობიარე კანის პრობლემას არ შევეჯახეთ. სხვადასხვა ბრენდის ახალი საშუალებების მუდმივი დატესტვით კანი ჯანყდება და ნებისმიერ თავის მოვლის საშუალებაზე რეაქციას იძლევა. როგორც აღმოჩნდა, თავის მოვლის საშუალებების მუდმივი ცვლილება კანისთვის სტრესია. მას უყვარს თანმიმდევრობა, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს. თუ რუტინაში ახალი საშუალებების ჩართვა გსურთ, დაიწყეთ ერთით და 2 კვირა რეაქციას დააკვირდით, შემდეგ ნელ–ნელა ახალი პროდუქტები დაამატეთ, ასევე კანის რეაქცია აკონტროლეთ.

მხოლოდ შრატების გამოყენება

ზოგიერთ ქალს ბევრი თავის მოვლის საშუალების წასმა არ უყვარს, ამიტომ შრატსა და კრემს შორის უპირატესობას პირველს ანიჭებს. სამწუხაროდ, ყველა შრატს ტენის კანში დაკავების უნარი არ გააჩნია. ამიტომ მის შემდეგ კრემის წასმა აუცილებელია. თუ პროდუქტის სქელი ტექსტურა არ მოგწონთ, გელ–კრემით ან მსუბუქი რძიანი ლოსიონით ჩაანაცვლეთ.

გათბობის პერიოდში შრატს ჰიალურონის მჟავით იყენებთ

ჰიალურონის მჟავა დამოუკიდებლად კანს არ ატენიანებს, ის უბრალოდ ტენს იწოვს. თუ შენობაში, სადაც იმყოფებით, ძალიან მშრალი ჰაერია, ჰიალურონის მჟავა კანის გაუწყლოებას დაიწყებს. ბევრი სპეციალისტი გირჩევთ, რომ გათბობის პერიოდში ამ ინგრედიენტის გამოყენებაზე საერთოდ უარი თქვათ, რადგან სახლში თუ ოფისში დატენიანებული ჰაერი ცოტას თუ აქვს.

ღამის კრემის არ ქონა

ღამის კრემი, როგორც წესი, უფრო მკვებავი და მკვრივია, რაც კარგია, რადგან ღამით კანი ბევრ ტენს კარგავს ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვის დროს (TEWL). ეს ბუნებრივი და უწყვეტი პროცესია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანს ტენის შენარჩუნებასა და მოზიდვაში არ უნდა დავეხმაროთ. რუტინაში ღამის კრემი ჩართეთ, რომ დილით თქვენი კანი გლუვი, გამოკვებილი და გაბრწყინებული იყოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ