სატურნი თქვენს ჰოროსკოპში – რომელი ნიშნის ქვეშ დაიბადეთ და რას ნიშნავს

0
1747

სატურნი თითქმის ყოველ 29 წელში სრულ ზოდიაქალურ წრეს აკეთებს და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში 2,5 წელს ატარებს. ახლა თხის რქის ნიშანში იმყოფება და 17 დეკემბრიდან მერწყულში გადავა. ნახეთ, სად იმყოფებოდა ეს პლანეტა თქვენი დაბადების დღეს და თქვენს შესახებ რაღაც ახალი გაიგეთ!

სატურნის გავლენით თქვენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს: ის გაკვეთილს გაძლევთ და შეზღუდვებს ცვლის. ყოველთვის სასარგებლოა იცოდეთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებოდა სატურნი თქვენი დაბადების დღეს.

ახლა სატურნის დაბრუნების პერიოდია (Saturn return): პლანეტა რამდენიმე წლით მერწყულიდან თხის რქაში დაბრუნდა, შემდეგ კი 2,5 წლით კვლავ მერწყულში „დამკვიდრდება“.

სატურნი ვერძში

  • 4 მარტი 1967 – 29 აპრილი 1969
  • 7 აპრილი 1996 – 8 ივნისი 1998
  • 27 ოქტომბერი 1998 – 28 თებერვალი 1999

ვერძი მთელი პიროვნება და ინდივიდუალისტია. სატურნი ვერძში აჩვენებს, თუ რამდენად იზღუდავთ თავს იმის შიშით, თუ სხვები თქვენზე რას იფიქრებენ. დაფიქრდით, საკუთარ თავს რამდენად ენდობით, მზად ხართ თუ არა ენერგია სხვებს მისცეთ და პირადი საზღვრები სწორად დააწესეთ.

სატურნი კუროში

  • 30 აპრილი 1969 – 17 ივნისი 1971
  • 9 იანვარი – 20 თებერვალი 1972
  • 9 ივნისი – 25 ოქტომბერი 1998
  • 1 მარტი 1999 – 9 აგვისტო 2000
  • 16 ოქტომბერი 2000 – 20 აპრილი 2001

თვითშეფასება და ფინანსური მდგომარეობა – ის, რაც კუროს ჩვეულებრივ აღელვებს. სატურნი ამ ნიშანში ცხადყოფს, თუ თქვენი თვითშეფასება მატერიალურ მდგომარეობაზე რამდენად არის დამოკიდებული. ის დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ უფრო მეტის ღირსი ხართ. გამოწვევებს იგონებს, რომ უფრო გაგაძლიეროთ.

სატურნი ტყუპებში

  • 18 ივნისი 1971 – 8 იანვარი 1972
  • 21 თებერვალი 1972 – 1 აგვისტო 1973
  • 8 იანვარი 1974 – 18 აპრილი 1974
  • 10 აგვისტო – 15 ოქტომბერი 2000
  • 21 აპრილი 2001 – 3 ივნისი 2003

კომუნიკაცია და დისკუსია ტყუპების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ სატურნის ქვეშ ამ ნიშანში დაიბადეთ ამ სფეროში შეიძლება შეზღუდვები იგრძნობთ: სიმართლის არ თქმა, საუბარში მორცხვობა, საკუთარი თავის ვერბალურად არ გამოხატვა. ამის გაკეთება უნდა ისწავლოთ!

სატურნი კირჩხიბში

  • 2 აგვისტო 1973 – 7 იანვარი 1974
  • 19 აპრილი 1974 – 16 სექტემბერი 1975
  • 14 იანვარი – 4 ივნისი 1976
  • 4 ივნისი 2003 – 16 ივლისი 2005

კირჩხიბი ემოციური ნიშანია და სხვების დასახმარებლად მზადაა. სატურნი გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა ისწავლოთ საკუთარი გრძნობების პატივისცემა და პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნვა. საბოლოოდ, თავს უკეთ იგრძნობთ.

სატურნი ლომში

  • 17 სექტემბერი 1975 – 13 იანვარი 1976
  • 5 ივნისი 1976 – 16 ნოემბერი 1977
  • 5 იანვარი – 26 ივლისი 1978
  • 17 ივლისი 2005 – 2 სექტემბერი 2007

ექსპრესიული და ცოტა ავტორიტეტული ნიშანი. თქვენ, შეიძლება ძალიან ადრე გაზრდა და თავისუფლების და გართობის დაკარგვა მოგიწიათ. სატურნი დაგეხმარებათ იპოვოთ ის ენერგია, რომელიც თქვენში ღრმად დამალულია და შეძლებთ „დაასრულოთ თამაში“, რომელიც ადრე არ გამოგდიოდათ.

სატურნი ქალწულში

  • 17 ნოემბერი 1977 – 4 იანვარი 1978
  • 27 ივლისი 1978 – 20 სექტემბერი 1980
  • 3 სექტემბერი 2007 – 29 ოქტომბერი 2009
  • 8 აპრილი – 21 ივლისი 2010

ქალწული ცნობილი პერფექციონისტია. სწორედ ამიტომ, საქმის ბოლომდე მიყვანა შეიძლება გაგიჭირდეთ: სანამ ყველაფერი იდეალურად არ იქნება, ვერ დამშვიდდებით. წვრილმანებით და ზედმეტი მუშაობით გადაღლილმა შეიძლება პროექტზე საერთოდ უარი თქვათ.

სატურნი სასწორში

  • 21 სექტემბერი 1980 – 28 ნოემბერი 1982
  • 7 მაისი – 23 აგვისტო 1983
  • 30 ოქტომბერი 2009 – 7 აპრილი 2010
  • 22 ივლისი 2010 – 5 ოქტომბერი 2012

სასწორისთვის ურთიერთობა მნიშვნელოვანია. შეიძლება გადაწყვეტილების მიღება ან სხვების აზრთან დათანხმება გაგიჭირდეთ. სატურნი კომპრომისის პოვნას და სხვების გაგებას გასწავლით.

სატურნი მორიელში

  • 29 ნოემბერი 1982 – 6 მაისი 1983
  • 24 აგვისტო 1983 – 16 ნოემბერი 1985
  • 6 ოქტომბერი 2012 – 23 დეკემბერი 2014
  • 15 ივნისი – 17 სექტემბერი 2015

მორიელი აქტიურია და ცვლილებები უყვარს. სატურნი დაგეხმარებათ თამაშის ახალი წესების მიღებასა და ცხოვრების წესის გაუმჯობესებაში, ასევე მარცხის მიღებაში. შიშთან პირისპირ შეხვედრა – საუკეთესო მეთოდია ამის სასწავლებლად.

სატურნი მშვილდოსანში

  • 17 ნოემბერი 1985 – 13 თებერვალი 1988
  • 10 ივნისი – 11 ნოემბერი 1988
  • 24 დეკემბერი 2014 – 14 ივნისი 2015
  • 18 სექტემბერი 2015 – 19 დეკემბერი 2017

დამოუკიდებლობა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება – ის, რაც მშვილდოსანს სჭირდება. საკუთარი დასკვნები შთაგონებას გაძლევთ და არა ის, რასაც სხვები ამბობენ (ისიც შეიძლება მცდარი იყოს!). საზღვარგარეთ მოგზაურობამ ან კომფორტის ზონიდან გამოსვლამ შეიძლება პიროვნულად გაგზარდოთ.

სატურნი თხის რქაში

  • 14 თებერვალი – 9 ივნისი 1988
  • 12 ნოემბერი 1988 – 6 თებერვალი 1991
  • 20 დეკემბერი 2017 – 21 მარტი 2020
  • 2 ივლისი – 16 დეკემბერი 2020

ამ ნიშანში სხვების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ და ზედმეტ ვალდებულებებს იღებთ. ამის გამო სხვების და საკუთარი თავის მიმართ მაღალ სტანდარტებს აწესებთ. სატურნი დაგეხმარებათ ამის გაცნობიერებაში, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი არ აიღოთ.

სატურნი მერწყულში

  • 7 თებერვალი 1991 – 20 მაისი 1993
  • 30 ივნისი 1993 – 28 იანვარი 1994
  • 22 მარტი – 1 ივლისი 2020
  • 17 დეკემბერი 2020 – 6 მარტი 2023

ამ სატურნის ნიშანში თქვენ ყველაფერს რეალურად უყურებთ და არ ოცნებობთ იმაზე, რაც არ შეიძლება იყოს. სატურნი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ინტერესთა ჯგუფს ყურადღებით ირჩევთ და სწავლობთ ახალს მათგან, ვისაც პატივს სცემთ.

სატურნი თევზებში

  • 21 მაისი – 29 ივნისი 1993
  • 29 იანვარი 1994 – 6 აპრილი 1996

თევზები ემოციური ნიშანია და თქვენ ქვეცნობიერად შეიძლება საკუთარი ემოციები დათრგუნოთ და სხვებს არ უჩვენოთ. სისუსტის ჩვენება და ემოციური მხარდაჭერის აუცილებლობა არ გიყვართ. სატურნი გიჩვენებთ, რომ თქვენს გრძნობებს პატივი უნდა სცადეთ და მათი დამალვა არ ღირს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ