უხეში შეცდომები, რასაც გოგოები ტანსაცმლის ფერის შერჩევისას უშვებენ. შეწყვიტეთ ამის გაკეთება

0
1101

ერთ სტილში რამდენიმე ფერის შერწყმა არც ისეთი რთულია, თუმცა ამ საკითხში რამდენიმე დეტალი არსებობს. ნახეთ, რა სირთულეები გელოდებათ და ერთად გამოვასწოროთ.

ღია ფერებს გაურბიხართ

თქვენი გარდერობი, ძირითადად, შავი და თეთრი ფერებისგან შედგება, ხოლო რაღაც ახლის დამატება გაშინებთ? ადრე თუ გვიან ასეთი მწირი ფერების პალიტრა მოგბეზრდებათ და რაც არ უნდა ჩაიცვათ, ყველაფერი მოსაწყენი მოგეჩვენებათ. ღია ფერები შეიყვარეთ! თუ თავიდანვე წითელ ფერში ბოლომდე გახვევას ვერ ბედავთ, მცირედით დაიწყეთ, კერძოდ – ფერადი აქსესუარებით. უჩვეულო შეფერილობის ჩანთა თქვენს შავ–თეთრ სტილს გააფერადებს. ფერზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ – ნებისმიერი მოუხდება!

თქვენს სტილს ლოგიკა არ აქვს

ყველაზე რთულ სტილშიც ლოგიკა არსებობს – ყველა ფერი ერთმანეთს ეხმაურება და ავსებს. სტილში ნებისმიერი ფერის არსებობა გამართლებული უნდა იყოს, რომ ჰარმონიული, წინასწარ მოფიქრებული კომბინაცია შექმნათ და არა სარკის წინ 5 წუთში მომზადებული. სტილის ყველა ელემენტი ერთად დააწყვეთ, მაგალითად, ლოგინზე. შეამოწმეთ, რომელიმე შეფერილობა კომპოზიციიდან ამოვარდნილი ხომ არაა. თუ ზედმეტ ლაქასავითაა, ამოიღეთ ან შესაფერისით ჩაანაცვლეთ. მოდური ფერადი სტილი მომზადებას მოითხოვს – გამოცდილი მოდის მიმდევრებიც კი ყველაფერზე წინასწარ ფიქრობენ, რომ დღის ტანსაცმლის არჩევანში თავდაჯერებულნი იყვნენ.

აქცენტებს არასწორად აკეთებთ

სტილში ფერების თანმიმდევრობას და პროცენტობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მსხვილ კონტრასტულ ჩანართებს შეუძლია როგორც თქვენი ძლიერი მხარეების, ასევე ნაკლოვანებების გამოკვეთა. მაგალითისთვის, ზემოთ მოცემული ნიმუში განვიხილოთ: ფართო ლურჯი ბლოკი სტილის ზედა ნაწილში გოგონას მხრებს ვიზუალურად ზრდის, ამით მის სხეულს მამაკაცურს ხდის. ამავდროულად, წითელი წინდები ფეხებს ჰორიზონტალურად კვეთს, რის გამოც მოკლე ჩანს. მსგავსი ეფექტის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ფერებს სხვანაირად განალაგებთ.

ყველაფერს ერთ ტონში ირჩეევთ

ჩანთა, რომელიც ფეხსაცმელს შეეფერება, შარვალ–კოსტიუმი ერთ ფერში – რა თქმა უნდა, ასეთი კომბინაცია აკრძალული არაა. თუმცა მუდმივად ერთი და იმავე ნიმუშის დაცვა არ ღირს. ასე თქვენს შესაძლებლობებს ზღუდავთ და თითქოს ყოველთვის ერთნაირად გამოიყურებით. სტილში მრავალფეროვნების და კონტრასტული ნიმუშების შეტანის არ შეგეშინდეთ.

ქსოვილის მასალას არ ითვალისწინებთ

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ტანსაცმელი არა მხოლოდ ფერით, არამედ ტექსტურით ერთმანეთს შეუხამოთ. ხშირად კონტრასტული კომბინაცია მარცხს განიცდის, რადგან გოგოები ქსოვილის ტიპს არ ითვალისწინებენ. თუ შეუთავსებელ მასალებს ერთმანეთს დაუკავშირებთ და სხვაობას ფერით ხაზს გაუსვამთ, საერთო სურათი ჰარმონიას მოკლებული იქნება და დიდი ალბათობით ზედმეტი აღმოჩნდება.

კონტრასტს გაურბიხართ

ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც გოგოები სტილის შექმნის დროს ეჯახებიან – დაცინვის შიში. ამ მიზეზით ბევრი ცდილობს ფერების მკვეთრ ცვლილებას მოერიდოს და უპირატესობას ნეიტრალურ კომბინაციებს ანიჭებენ. შავი და თეთრი, შავი და მუქი ლურჯი, ნაცრისფერის ან კრემისფერის სხვადასხვა შეფერილობა – რა თქმა უნდა, კლასიკური გამა ქალის გარდერობში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება, მაგრამ ფერადი დეტალების დამატების არ შეგეშინდეთ. ცოტა ფერი ხელს ნამდვილად არ შეგიშლით!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ