
ზოდიაქალურ წრეზე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი საპირისპირო ნიშანი ჰყავს. ისინი ერთმანეთს იზიდავენ თუ არა? მოდით, გავარკვიოთ.
კურო და მორიელი
ამ ზოდიაქოს ნიშნებს შეიძლება დიდი მოწონება განუვითარდეთ და ერთი ნახვით შეუყვარდეთ. ორივე ძალიან შორსმჭვრეტელი და ანგარიშიანია, ამიტომ მათი კავშირი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
რამ შეიძლება ხელი შეუშალოთ? პირველ რიგში, ეჭვიანობა: ორივე მესაკუთრეები არიან და საკუთარს ბრძოლის გარეშე არ თმობენ. მეორეც, სიჯიუტე. თუ მათი მიზნები და გრაფიკები ერთმანეთს ემთხვევა, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – ქარიშხალს ელოდეთ.
ტყუპები და მშვილდოსანი
თავისუფლების და თავგადასავლების მოყვარული წყვილი, რომლებიც მზად არიან ყველაზე თამამი ოცნებები აიხდინონ. მათ უყვართ სიცილი და ნებისმიერი საკითხის განხილვა, პრობლემის გადაჭრასა და ახალი მიზნების ძიებაში ერთმანეთს ენდობიან.
ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი კავშირი შეიძლება დაიშალოს: თითოეულ მათგანს უფრო მიწიერი და პრაქტიკული პარტნიორი სჭირდება. გართობა კარგია, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ამისგან არ შედგება.
კირჩხიბი და თხის რქა
ეს ნიშნები ერთმანეთის ძალით იკვებებიან, ძლიერ ბუდეს ქმნიან და ერთობლივ ცხოვრებას შესანიშნავად გეგმავენ. ასეთი წყვილი წარმატებული და მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. თხის რქა – ძლიერი და შრომისმოყვარეა, კირჩხიბი – ემოციური და „შინაური“.
მათი ძლიერი მხარეები შეიძლება სისუსტედ იქცეს, თუ მთავარ მიზნებში ვერ შეთანხმდებიან (მაგალითად, მათი ხედვა გვარის გაგრძელების ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ). სხვა შემთხვევაში ხანგრძლივი და ბედნიერი ერთობლივი ცხოვრება ელოდებათ.
ლომი და მერწყული
ეს ნიშნები „საპირისპირო“ წყვილებს შორის ყველაზე განსხვავებულია. ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მერწყული თავის ნიშაში იმალება. ის ექსცენტრიული და თავშეკავებულია, ხოლო ლომი გულახდილი და ცოტა ტრაბახა. ამან შეიძლება მათ სასიკეთოდ იმუშაოს ან კავშირი ნაადრევ სტადიაზე დაშალოს.
ორივე ცხოვრებას პრაქტიკულად უყურებს და იციან, რა სურთ. დროთა განმავლობაში შეიძლება ერთმანეთის ჩვევები გადაიღონ: ლომი უფრო მოკრძალებული გახდება, მერწყული კი სულ უფრო და უფრო ხშირად აღმოჩნდება ყურადღების ცენტრში.
ქალწული და თევზები
პრაქტიკულობა და ფანტაზია, რეალიზმი და ოცნებები – ისინი იმდენად განსხვავებულნი არიან და მაინც ერთად არიან! ცხოვრებას სულ სხვა კუთხით უყურებენ, მაგრამ თითოეულ მათგანს მწვავე შინაგანი კრიტიკა აქვთ. საბოლოოდ, ერთმანეთს უგებენ და პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან. ალბათ, ეს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კავშირია.
სასწორი და ვერძი
ეს მარსის და ვენერას, ინის და იანის შეხვედრაა. წამიერი მოწონება, ძლიერი გატაცება – ყველაფერი კარგადაა! ვერძი სასწორს ნელ–ნელა და ფრთხილად შეცვლის, სასწორი კი ვერძის ცხოვრებაში ცოტა ქაოსს და არაპროგნოზირებადობას შემოიტანს.
ერთად თავს კარგად გრძნობენ. მშვიდი ცხოვრება თუ თავგადასავლები? ერთიც და მეორეც შემიხვიეთ. მათი მიზანსწრაფვები ემთხვევა და ერთად არასდროს იწყენენ.