სჯობს მტერს აჩუქო: 7 აქსესუარი, რომლებიც დროა მოიშოროთ

0
2770

სტილის მწვრთნელმა რომან მედნიმ ჩამოთვალა ყველაფერი, რომლებიც საშინელი სიზმარივით უნდა დაივიწყოთ ან უკეთესი დროისთვის გადადოთ. დროა, მოდური რევიზია ჩაატაროთ!

ახალ სეზონზე გარდერობში არა მხოლოდ ახალი ნივთები უნდა დაამატოთ, არამედ ზედმეტი მოიშოროთ. აქსესუარების უმეტესობას დრო და სეზონი არ ეხება, მაგრამ მათ შორის ზოგიერთი მეორე შანსს არ იმსახურებს.

ფეხსაცმელი და ჩანთა ბეწვით

Fendi-ს ყველა შესაძლო ჩანთები, Gucci–ს მიული ბეწვის ღაბაშით, Minna Parikka-ს კეტები კურდღლის კუდით – ნივთები ფუმფულა დეტალები უყვარდათ და ძალიან დიდხანს ატარებდნენ.

ცნობილი it-ნივთების მოტივებზეა შემქნილი ყალბი აქსესუარები ულამაზოდ გამოიყურება, განსაკუთრებით სასაცილოა – ზაფხულში. თუ რაღაც მსგავსი გაქვთ, სინანულის გარეშე მოიშორეთ ან შორეულ თაროზე გადადეთ.

ფეხსაცმლის და წინდების კომბინაცია

ტენდენცია თითქმის უხამსი გახდა. ის, რაც ქუჩის სტილის ქრონიკებში ხდება და ფოტოზე კარგად ჩანს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად მუშაობს. ზოგჯერ ასეთი კომბინაცია ცუდად არ გამოიყურება (ჩვეულებრივ, როცა საქმე სანდლებს ეხება), მაგრამ კლასიკურ ფეხსაცმელ–ნავთან კომბინაციაში მოსაწყენი და არა აქტუალურია.

ტარება შეიძლება, მაგრამ ზუსტად უნდა იგრძნოთ მომენტი, როცა ეს იმუშავებს.

ავიატორები სარკისებრი მინით

ფერადი სარკისებრი სათვალეების რაოდენობა უბრალოდ გამაოგნებელია. ყველაფერი ცუდადაა, თუ ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზე, ან მსგავსი სათვალეები გვიყვარს.

საათები დიდი მორთული ციფერბლატით

სუფთა ხაზები, მოფიქრებული დეტალები, სირთულე სიმარტივეში – ამ ყველაფერს დიდი ციფერბლატის მქონე პრიალა საათებთან საერთო არაფერი აქვთ. ყველაზე კაშკაშა მაგალითია „ლამაზმანი“, რომელიც უნდა დაივიწყოთ: ქვები, ნახაზები, მტაცებლური მოტივები და ეგზოტიკურ ტყავი.

ამ შემთხვევაში ფასის კატეგორიას მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი დიზაინის ძვირადღირებული საათებიც კი იაფფასიანად გამოიყურება. რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ!

დიდი ყელსაბამები

მძიმე ყელსაბამები მრავალი ქვით, ჯაჭვით და სხვა ელემენტებით მოდას უკვე რამდენიმე სეზონის წინ დაემშვიდობენ. დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ.

მინიმალიზმი და ბოჰო – კვლავ ტრენდშია. თქვენ ხომ განსხვავებას გრძნობთ.

საყურე–კაფი ქვებით

ლამაზი აქსესუარია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს! ორიგინალური მოდელი შეგიძლიათ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენოთ, მაგრამ ყოველდღიურად ნამდვილად არ გამოგადგებათ.

ძველი ლამაზი ნივთი არ გადააგდოთ, მაგრამ უკეთესი დროისთვის შეინახეთ.

ბოტასები ტანკეტკაზე

მოდიდან გადავიდა და აღარ დაბრუნდება. ზოგიერთ შემთხვევაში პლატფორმა შეიძლება შესაფერისი იყოს, თუ 90-იანების სტილის ციტატაზეა საუბარი, მაგრამ ტანკეტა – არა. Isabel Marant-ის ჰიტი დაივიწყეთ, როგორც საშინელი სიზმარი. ვიმედოვნებთ, ასეთი მოდელები ადრე თუ გვიან ქუჩებიდან საერთოდ გაქრება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ