
–“მთელი ცხოვრებაა ვგრძნობ დედაჩემის გაღიზიანებას, მამაჩემი და ჩემი და ძაღლადაც კი არ მაგდებენ. მამაჩემი იმიტომ, რომ არ მაქვს დიდი მიღწევები და არ მყავს შეყვარებული, და კი იმიტომ, რომ ლამაზი არ ვარ და ფულს ვერ ვაკეთებ.
როცა თანატოლებთან ან გარკვეულ კოლექტივთან კონფლიქტი მომდის, ნათესავები არასდროს იჭერენ ჩემს მხარს, სხვები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი არიან მათთვის. იყავი კეთილი, წინ იარეთ მეზობლების/მეგობრების/ვიღაც ნათესავების (ისეთივე ტოქსიკურების, როგორიც ჩემი ოჯახია) აზრის გამო. დედაჩემი არასდროს ისმენს, რას ვამბობ, არადა, ერთადერთი ადამიანია ჩემს სახლში სულ მცირე ტვინით.
მომბეზრდა. ახლა გარკვეული სირთულეები მაქვს სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით, ამიტომ მიხდება მათთან ურთიერთობა, არადა ასეც აღარ შემიძლია.”
ლია, 23 წლის.
ლიას თხოვნას პასუხობს ფსიქოლოგი არინა ლიპკინა.
–“ლია, მთელი თქვენი ცხოვრება ახლა მხოლოდ 23 წლისაა. თუმცა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ კიდევ ორჯერ დახარჯოთ 23 წელი დედამდე, მამამდე, დამდე თქვენი აზრების მისატანად. გსურთ, სასიამოვნო ადამიანი, ოჯახის ნაწილი იყოთ, რაც კარგია. თუმცა, ფაქტობრივად გაიჭედეთ თქვენგან სხვა ადამიანების მოლოდინებში. ეს ყველაფერი გართმევთ ძალას, აზრებს, ემოციებს.
ახლა (როგორც ადრე) არავინ მოგისმენთ. შესაძლოა, ეს ოდესმე მოხდეს, ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. ამიტომ, საკუთარ თავთან უნდა მოილაპარაკოთ: იყავით საკუთარი თავისთვის მშობელიც, დაც, მეგობარიც, შეხედეთ საკუთარ თავს სხვადასხვა მხარიდან.
არ გაქვთ “დიდი მიღწევები”? თქვენთვის რას წარმოადგენს მიღწევა? თქვენ რა მიზნები დაისახეთ აქამდე? რა მიგაჩნიათ სასიხარულო მიღწევად? რისი ქონაა დღეისათვის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
შეყვარებული არ გყავთ? ნუთუ, თქვენ ფასეულობას მხოლოდ მაშინ წარმოადგენთ, როცა მამაკაცთან პირადი ურთიერთობა გაქვთ? თუ თავად თქვენ გჭირდებათ ეს ურთიერთობები, აქამდე გექნებოდათ კიდევაც. ახლა კი ზედმეტად ახალგაზრდა ხართ იმისათვის, რომ გესაუბროთ ჯანსაღი ურთიერთობების შექმნის უნარზე.
საკუთარი თავისადმი პატივისცემა – ესაა ყველაზე მედეგი საფუძველი, რომელზეც მთელი ცხოვრების აგებას შეძლებთ.
“ლამაზი არ ხართ”? ეს თქვენი დის აზრია თუ თქვენი? რა არის სილამაზე თქვენს წარმოსახვაში? რას გაძლევთ/გართმევთ იგი, როგორ განსაზღვრავს იგი თქვენს პიროვნებას, რამდენად ზემოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე?
“ვერ აკეთებთ ფულს?” ეს ცხოვრებაა, დღეს გაქვთ სამსახური და საკმარისი ფული, ხვალ დაკარგავთ სამსახურს, ავად გახდებით, ახალ ქალაქში გადახვალთ, ნულიდან დაიწყებთ, შესაძლოა, არ გქონდეთ დანაზოგი, მითუმეტეს, როცა ასეთი ახალგაზრდა ხართ.
როგორი ადამიანი ხართ რეალურად – ამას თქვენ თვითონ განსაზღვრავთ. თქვენს სილამაზესაც, მიღწევებსაც, სამსახურისადმი დამოკიდებულებასაც. ეს თქვენი ცხოვრებაა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია ყველაფერი. საკუთარი თავისადმი პატივისცემა – ესაა ყველაზე მედეგი საფუძველი, რომელზეც მთელი ცხოვრების აგებას შეძლებთ. დღეს გაქვთ თუ არა სამსახური, ხართ თუ არა ურთიერთობაში, და ა.შ.
როცა სამსახურს იპოვით, დაიწყეთ დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრება, იქირავეთ ოთახი ან ბინა სხვასთან ერთად. დაეხმარეთ თქვენს ცხოვრებას – კონცენტრირდით საკუთარ თავსა და მიზნებზე. ნუ გაფლანგავთ საკუთარ თავს უაზროდ. სხვა ადამიანების აზრი თქვენ შესახებ, თუნდაც ყველაზე ახლობლების, შესაძლოა არ დაემთხვას თქვენსას.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. საკუთარი თავი აქციეთ საუკეთესო მეგობრად. რას გეტყოდათ საუკეთესო მეგობარი ახლა?”