10 მანდალა ცხოვრებაში ახალი ფერების შესამატებლად

0
1160

მანდალაზე, ბუდისტურ საკრალურ სიმბოლოზე მედიტაცია გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაგებაში, მოდუნებაში, ძალების მოზღვავებაში. ამობეჭდეთ თქვენთვის შესაფერისი მანდალა, აიღეთ ფერადი ფანქრები და შეუდექით მოგზაურობას, რომელიც სავსეა უდარდელობითა და შემოქმედებით.

ისინიც კი, ვისაც არასდროს უცდია მედიტაცია, მარტივად უმკლავდება ამ სავარჯიშოს, რომელიც თამაშს უფრო ჰგავს, რომელიც ყველას გვახსოვს ბავშვობიდან. მიანიჭეთ სიამოვნება საკუთარ თავს! აიღეთ ლამაზი ფერადი ფანქრების ნაკრები, მოეწყვეთ მოხერხებულად ნათელ ადგილას, სადაც თავს მსუბუქად და მყუდროდ იგრძნობთ, და დაიწყეთ შემოქმედება.

ამ მანდალების გაფერადება დაგეხმარებათ დამშვიდებასა და საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებთან წვდომის მიღებაში. ნუ დაიწყებთ ყველაფერს ერთად. დაიწყეთ იმ ვარიანტით, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ.

1. “როგორ ვიგრძნო თავი უკეთ?”

ეს მანდალა დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა გჭირდებათ უკეთესი განწყობისთვის, ემოციურად თუ ფიზიკურად. პირველ რიგში, აირჩიეთ ერთი რომელიმე ფერი. დაუფიქრებლად შეღებეთ ამ ფერით მანდალის ის ნაწილები, რომლებიც გსურთ. ამ სავარჯიშოში ყველაზე მნიშვნელოვანია მოიქცეთ ისე, როგორც თქვენი შინაგანი ხმა გკარნახობთ.

მედიტირდით სანახევროდ გაფერადებულ მანდალაზე რამდენიმე წუთით. შემდეგ აიღეთ სხვა ფერის ფანქარი მის დასამთავრებლად. ნუ მიილტვით ლამაზი შედეგის მიღებისკენ, ნუ იფიქრებთ ფერთა შეხამებაზე, ყველაფერი სპონტანური უნდა იყოს! როცა მორჩებით, დახედეთ მანდალას. ჩაიწერეთ ის სამი სიტყვა, რომლებიც თავში ამ მომენტში მოგივათ. იფიქრეთ ამ სიტყვების არსზე, საწყის საკითხთან მიმართებით.

2. “რა ფერისაა ჩემი სუნთქვა?”

ჩვენ იშვიათად ვუფიქრდებით იმას, თუ როგორ ვსუნთქავთ. უფრო იშვიათად კი სუნთქვით სავარჯიშოებს ვასრულებთ. დაუთმეთ ამას დრო ახლავე! მოდუნდით, ყურადღებით შეხედეთ მანდალას და აირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენი სუნთქვის სიმბოლოდ მიგაჩნიათ. შეღებეთ ამ ფერით ცენტრალური წრე. სავარჯიშოს შესრულებისას, კონცენტრირდით სუნთქვაზე.

გაიაზრეთ, როგორ სუნთქავთ. შემდეგ შეღებეთ მანდალის სხივები ერთი-მეორეს მიყოლებით. ამისთვის აიღეთ იგივე ფანქარი, რომელიც, თქვენი აზრით, გეხმარებათ სუნთქვის “გააქტიურებაში”: მის შენელებაში, გაღრმავებაში, დამშვიდებაში. ახლა, როცა მანდალის გაფერადებას მორჩებით, იმ ღრმა ცხოვრებისეულ ენერგიასთან შეხვალთ კონტაქტში, რომელიც თქვენში ცხოვრობს. გამოიყენეთ იგი!

3. “როგორ ვიპოვო საკუთარი თავი?”

აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ლამაზი ფანქარი და შეღებეთ მანდალას ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ. აირჩიეთ იგი ინტუიციით! გადაატარეთ ფანქარი ვარსკვლავის იმ სხივებს, რომლებიც ამ ნაწილშია, თითქოს ლაბირინთში ხეტიალობთ.

დახედეთ მიღებულ ფერად ძაფს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რას მაგონებს ეს გზა?” ჩაიწერეთ სამი სიტყვა, სიტყვათა წყობა თუ წინადადება, რომლებიც აზრად გაგივლით, თქვენი გზის აღწერის მიზნით. იფიქრეთ მათზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.

4. “როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ დღეს?”

მიეცით ფერებს თქვენთან საუბრის საშუალება! მიენდეთ ინტუიციას, გააფერადეთ ეს მანდალა ისე, როგორც მოგესურვებათ. არჩეული ფერები დაგეხმარებათ თქვენი ენერგიის მდგომარეობის განსაზღვრაში. შეხედეთ გაფერადებულ ნახატს და ჩაიწერეთ სამი საკვანძო სიტყვა, რომლებიც გონებაში გაგივლით.

5 წუთის განმავლობაში, მედიტირდით ამ სიტყვების არსზე შემდეგ კითხვასთან მიმართებით: “როგორ ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ?” ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ თბილი ფელების სიჭარბე ფანტავს ენერგიას, ცივისა – დამბლას სცემს მას. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მანდალა თქვენს ახლანდელ მდგომარეობას ასახავს. ხვალ, შესაძლოა, სულ სხვა შედეგი მიიღოთ.

5. “ჩემი 3 საუკეთესო თვისება”

ეს ლამაზი მანდალა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში. დაფიქრდით იმაზე, თუ რომელი სამი თვისება გაბედნიერებთ. ჩაიწერეთ ისინი მანდალას ქვეშ (მაგალითად, კეთილშობილება, გულწრფელობა, სიკეთე, კრეატიულობა…), აირჩიეთ სამი საყვარელი ფერი ისე, რომ თითოეული მათგანი თქვენს ერთ-ერთ თვისებას გამოსახავდეს, და გააფერადეთ მანდალა.

როცა გაფერადებას მორჩებით, კარგად დააკვირდით შედეგს. დააკვირდით სათითაოდ ყველა ფერს, რომელიც თქვენი საყვარელი თვისებებიდან ერთ-ერთს გამოსახავს, სცადეთ იმის გარკვევა, თუ რას განიცდით ამ თვისებების მიმართ.

6. “როგორ ვიპოვო სიმშვიდე საკუთარ თავში?”

აირჩიეთ ფერი, რომელიც თქვენთვის შინაგანი სიმშვიდის სიმბოლოა. გააფერადეთ რთული ფიგურის ყველა წრე, რომელთა ნაწილი ერთმანეთზეა გადახლართული. ამის შემდეგ, აიღეთ სხვა ფანქრები, რათა ერთი-მეორეს მიყოლებით შეავსოთ ამ წრეების გარშემო სივრცე. არ იფიქროთ, მიჰყევით შთაგონებას.

დასრულების შემდეგ, დახედეთ მანდალას. ეცადეთ, გაფერადების ამ რთულ პროცესში გაიხსენოთ სამი მომენტი, როცა თავს საოცრად მშვიდად გრძნობდით. ჩაიწერეთ ეს მოგონებები.

7. “რა უშლის ხელს ჩემი ენერგიის თავისუფალ დინებას?”

გააფერადეთ ეს მანდალა ცენტრიდან კიდეებისკენ და პროცესში დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: “რა უშლის ხელს ჩემი ენერგიის თავისუფალ დინებას?” გაფერადების დასრულების შემდეგ, დააკვირდით მას რამდენიმე წუთის განმავლობაში. გააკეთეთ ეს მშვიდად, ძალდაუტანებლად. მიუშვით გონება ნებაზე, დაე, აზრები მოვიდნენ და წავიდნენ, თითქოს ცაზე ღრუბლებიაო.

ახლა კი დახედეთ, რომელი ფერები გამოიყენეთ – ცივი (მწვანე, ცისფერი, იისფერი) თუ თბილი (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი)? ცივი ფერები “ხურავს” ენერგეტიკულ არხებს, თბილი – ხსნის მათ. ყურადღებით დააკვირდით, სად განალაგეთ ეს ფერები. სცადეთ იმის გახსენებაც, თუ რომელი გამოსახულებები და ემოციები წარმოგიდგათ იმ მომენტებში, როცა სხვადასხვა ფერის ფანქრებს იყენებდით. ჩაიწერეთ ისიც, რაც გაგახსენდათ.

8. “როგორ გავაძლიერო ჩემი ენერგია?”

ცენტრალური “ყვავილიდან” დაწყებული, პედანტურად გააფერადეთ მანდალის ფურცლები, იმ სამი ფერის გამოყენებით, რომლებიც მოგწონთ. სხვა “ყვავილების” გასაფერადებლად, შეცვალეთ ფანქრები, აირჩიეთ ისინი, რომლებიც, თქვენი აზრით, შეავსებს და გაააქტიურებს პირველ სამ ფერს. ამის შემდეგ, აირჩიეთ სხვა ფერი ყვავილის ცენტრისთვის.

ისუნთქეთ ნელა, დააკვირდით თქვენს შედევრს და ჩაიწერეთ ის სამი გამოთქმა, რომლებიც უეცრად მოგივათ თავში. იფიქრეთ მათზე მშვიდ მდგომარეობაში.

9. “როგორ დავაბალანსო ემოციები?”

გამოარკვიეთ ის სამი უარყოფითი ემოცია, რომლებიც განსაკუთრებულად გიშლით ხელს (მაგალითად, შიში, სიბრაზე, შური…). ჩამოთვალეთ ისინი მანდალას ქვეშ. შემდეგ აირჩიეთ სამი ისეთი ფერი, მათ სიმბოლოდ რომ აქციოთ. ინტუიციის მიხედვით, გააფერადეთ ფოთლები ამ სამი ფერით. აიღეთ სხვა ფანქრები და შეღებეთ მანდალას ღეროები და ფონი. მოდუნდით, დახუჭეთ თვალები 1 წუთით. შემდეგ დახედეთ ნახატს, აღწერეთ მანდალას ქვეშ ის, რასაც გრძნობთ.

10. “ვააქტიურებ და ვაბალანსებ ენერგიას.”

დახედეთ ამ მანდალას რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიწყეთ მისი გაფერადება ცენტრალური წრით, ამისთვის საყვარელი ფერის ფანქარი აირჩიეთ. შემდეგ აიღეთ 7 ფანქარი ცისარტყელას ყველა ფერში (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი). მოუსმინეთ მხოლოდ თქვენს გრძნობებს, შეღებეთ თითოეული ადამიანის ფიგურა ერთ-ერთი ფერით.

საბოლოოდ, გააფერადეთ მანდალის კიდეები საყვარელი ფერით ან იმით, რომელიც, თქვენი აზრით, მაქსიმალურად ჰარმონიულად ავსებს ნახატს. ეს სავარჯიშო ააქტიურებს და ჰარმონიულს ხდის ენერგიას. ჩაიწერეთ ის, რასაც იგრძნობთ მას შემდეგ, რაც ნახატს დაასრულებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ