როგორ ამოვიცნოთ სულელი ადამიანი

0
1074

სისულელე გადამდებ დაავადებას ჰგავს, ამიტომ გარემოცვა დიდი სიფრთხილით უნდა აირჩიოთ. თუმცა, როგორ მივხვდეთ, ვის მოვერიდოთ? ან საჭიროა ასეთი სიფრთხილე რეალურად? აი, რაც გვეუბნება ფსიქოლოგი მარია ერილი.

მე ჰუმანისტურად განწყობილი ადამიანი ვარ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სისულელე სულის დროებითი მდგომარეობაა, ბავშვური განუვითარებლობის მსგავსად. თუმცა, არამგონია შევცდე, თუ ვიტყვი, რომ საკუთარი სისულელის გამო, ბევრი ვერ ცხოვრობს ისე მხიარულად, როგორც სურს. მათი ახლობლები კი უარეს მდგომარეობაში არიან.

მოდით, გავერკვეთ, რაში ვლინდება სისულეელ და როგორ უშლის იგი ხელს ადამიანს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში.

1. სულელი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს

ნებისმიერი ურთიერთობა მოიაზრებს დიალოგს და, ჩვეულებრივ, ზრდასრულ ადამიანს ესმის, რომ ეს ინფორმაციათა გაცვლის საშუალებაა. გაცვლის და არა გაცემის. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ადამიანს სურს ამოთქმა, როცა რაღაც მოხდება, თუმცა, ყველაფერი ხდება. თუმცა, თუ საუბარი პათოლოგიურ სოლოზეა, როცა თანამოსაუბრეს არ აქვს სიტყვის ჩამატების საშუალება და, მითუმეტეს, რაღაცის მოყოლის შესაძლებლობა, საქმე სულელთან გვაქვს.

ნუ შემახსენებთ ნარცისულ პიროვნებებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანს არ ესმის, რომ მოსმენის უნარი მნიშვნელოვანი რესურსია ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის პროცესში. ამასთან, ეს თვისება ძალიან ძვირფასია მეგობრებს შორისაც. ხოლო, თუ მხოლოდ მე ვუსმენ, მოვუსმენ ვინმე უფრო საინტერესოს. უამრავი განათლებული და კარგად მოსაუბრე ლექტორი არსებობს.

2. თუ ბევრი ხალხია, ხმამაღლა საუბრობს

თავიდანვე ვიტყვი: არსებობს განსაკუთრებული, ხმამაღალი ქარიზმის შემთხვევები – თუმცა, ამ დროს არ ჩნდება კითხვა “იქნებ, უბრალოდ სულელია?”. მე მათზე კი არა, იმ უგუნურ ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებიც სიღრმისა და არსის არარსებობას ინტენსივობით ხშირად ანაცვლებენ.

წარმოიდგინეთ: რესტორანი, მკრთალი შუქი, ადამიანები საუბრობენ, ვიღაც ნოუთბუქთან მუშაობს, ვიღაცას კი რომანტიკული შეხვედრა აქვს. ხან იქ, ხან აქ ხმა ცოტათი იმატებს: გაიცინეს, მომსვლელებს მიესალმნენ… უეცრად, ამ მყუდრო ხმაურს შორის, ჩნდება მომაბეზრებელი ხმა ქალისა, რომელიც თანამოსაუბრეს პირადი ცხოვრების დეტალებზე უყვება. გარშემომყოფები უკვე ამ საუბარში არიან ჩართული.

ჩვენ არ გვინდა ამის მოსმენა, მითუმეტეს, რომ ეს უინტერესო, უგუნური, უაზროა… თუმცა, ასეა ჩვენი ტვინი მოწყობილი: თქვენ იძულებული ხართ, ყურადღება მიაქციოთ მკვეთრ ხმებს, რამდენადაც ამაზე შესაძლოა ცხოვრება იყოს დამოკიდებული. ჰოდა, მთელი რესტორანიც ამ განქორწინების დეტალებს მიეძღვნა.

ნოუთქბუქთან მჯდომ მარტოსულ ადამიანს კი გაუმართლა – მას ყურსასმენიც ექნება და, ხმოვანი რეჟიმის დამრღვევის წინააღმდეგ, სადენების გახსნას დაიწყებს. წყვილს მალევე ბეზრდება და გარბის: ისინი ხომ ურთიერთობას ახლა იწყებენ, ვიღაც კი უკვე განქორწინებაზე საუბრობს. ქალბატონი ღვინოს შეუკვეთავს, უფრო ხმამაღლა აგრძელებს საუბარს. მის სისულელეს კი უკვე ტერასაზე მსხდომი ადამიანებიც ეცნობიან.

უნებურად გვახსენდება ეტიკეტის წესები. ისინი, ჩაიდნის ინსტრუქციის მსგავსად, გვიცავს სისულელისგან – საკუთარ თავში სულელის გამოვლინებისგან.

3. სულელი უგულებელყოფს თანამოსაუბრის საჭიროებებს

აინტერესებს? დაიღალა? იქნებ, მას გასვლა უნდა, თუმცა შესაფერის პაუზას ვერ პოულობს? ერთი ჩასუნთქვით, ასეთი ადამიანი მთელ სივრცეს ავსებს. განსაკუთრებით უჭირთ დელიკატურ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ წყენინების, უტაქტობის.

თანამოსაუბრის მოთხოვნილებების უგულებელყოფა საკუთარ სიმართლეში ბავშვური თავდაჯერებულობის შესახებ მეტყველებს. ასეთი თანამოსაუბრეები ჯერ კიდევ უემპათიო ბავშვს ჰგვანან, რომელსაც არ ესმის, რომ დედა დაიღალა მისი ხელით ტარებით. მის მსგავსად, მეორე მხრივ, თითქოს გვეუბნებიან: “თუ რაღაც არ მოგწონთ, უბრალოდ თქვით.” მეორე მხრივ კი, აბა, სცადე და თქვი.

4. ყველაფრის ეშინია

იქ არ წავალ, ის არის. აქ ვერ ვიქნები, ეს არის. თუმცა, უსაფრთხოებისა და კომფორტის ზონის მუდმივი ძიება ევოლუციას უშლის ხელს. ნებისმიერი ცოცხალი გონება ამ ევოლუციას უნდა უწყობდეს ხელს და იპოვოს გზა, ან დამოუკიდებლად მორიგდეს თავის შიშებთან, ან დახმარებას მიმართოს. სისულელე იქნება, შიშს ცხოვრების მართვის საშუალება რომ მისცეთ.

არსებობს მედლის მეორე მხარეც – როცა ადამიანი ჩხუბში ისე ერთვება, რომ არ წონის რისკებს, არ ადარებს მათ საკუთარ ძალებს. რამდენი სისულელეა ამ ქმედებაში! თუმცა, მე ეს “უთავო მხედრების” ტიპი უფრო მეჭკვიანება, ვიდრე მშიშრები, ყველაფერს რომ ერიდებიან.

რაღაც მოქმედების შესრულებისას, ადამიანი იძენს გამოცდილებას, თუნდაც ნეგატიურს, ერთგვარ სიბრძნეს. აბა, რა გამოცდილება და სიბრძნე ექნება ადამიანს, რომელიც ოთხ კედელში რჩება და მოწყენილობისგან მხოლოდ სერიალებს ეძებს?

5. მას ეჭვი არ ეპარება თავის დებულებებში

ჩემი აზრით, ეს სისულელის მწვერვალია. გადახედეთ მეცნიერების ნებისმიერ განხრას, როგორ შეიცვალა წარმოდგენები დროსთან ერთად. რაღაც ადრე სწორად, უდავოდ ითვლებოდა, შემდეგ კი, ერთმა აღმოჩენამ ცოდნის მთელი სისტემა გადაატრიალა და წარსული რწმენები ერთ დღეში უაზრო შეცდომებად აქცია.

ამასთან, რიგიდული აზროვნება, როცა ადამიანს არ შეუძლია, იყოს მოქნილი და გაითვალისწინოს ახალი ცოდნა – ალცჰაიმერისკენ მიმავალი პირდაპირი გზა. ასე ამბობს თანამედროვე კვლევების შედეგები. თუმცა, ვინ იცის, იქნებ გადაიფიქრონ…

6. სულელი ადამიანი საგნებს შავ-თეთრად ჰყოფს

დებულებების კატეგორიულობა, განსაკუთრებით კი სიჯიუტეზე გამრავლებული, სისულელის კიდევ ერთი ნიშანია. შესახვევის გამოტოვება – ტოპოგრაფიული კრეტინიზმი. მორჩა, მთელი ცხოვრება ასეთი დარჩებით. შუალედური ფერების, კონტექსტისა და სიტუაციის თავისებურებების არაღიარება ჭკვიან ადამიანებს ნამდვილად არ ახასიათებთ.

ეს ტექსტი ასეთი დაყოფის მაგალითია. ადამიანების დაყოფა ჭკვიანებად და სულელებად დიდი სისულელეა. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ისტორია და გამოცდილება, რომლებმაც გამოიწვია ის, რომ ადამიანი თავისი ცხოვრების ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს, არ აცდის თანამოსაუბრეს და ეხვევა შიშების გარსში.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოიქცეს სულელურად, ამიტომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ყურადღება საკუთარ შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და გარესამყაროს მაქსიმალური კეთილმოსურნეობა ვაჩუქოთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ