5 მიზეზი, რის გამოც გვცვივა წამწამები

0
947

გრძელი და სქელი წამწამები იმდენად სანუკვარი ბიუთი–ოცნებაა, რომ საახალწლო ან დაბადების დღის სურვილი სავსებით შეიძლება გახდეს. ლამაზი წამწამების დახმარებით მზერა გამოხატული და ეფექტურია, უფრო მეტ თავდაჯერებულობას გრძნობთ. გარდა ამისა, ადამიანი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს: წამწამები თვალს მტვრისგან, ჭუჭყისგან და ოფლისგან იცავს. წამწამების გარეშე ფაქტიურად არსებობა შეუძლებელია. სტრესის და ვიტამინების დეფიციტის გამო მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში ზრდას საერთოდ წყვეტს. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, ჯანმრთელობაზე და სიტუაციის დროულად გამოსწორებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ. გთავაზობთ წამწამების ცვენის 5 მიზეზს – სია შეამოწმეთ და ჯანმრთელობას მიხედეთ.

1. ვიტამინების დეფიციტი

თუ დიეტას ხშირად იცავთ, დაუბალანსებლად იკვებებით, კვებას ტოვებთ, მაგრამ არა სწრაფი კვების პროდუქტებს, მაშინ წამწამები დაგცვივდებათ – აბა როგორ! წამწამებს ჯანსაღი ზრდისთვის სჭირდება ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტი: რკინა, მაგნიუმი, A, B, E ვიტამინები, ასევე ბიოტინი. მრავალფეროვნად იკვებეთ, რაციონში ბევრი ახალი ბოსტნეული, ხილი, თევზი, ხორცი, მწვანილი, კაკალი ჩართეთ, რომ ორგანიზმისთვის საკმარისი იყოს.

2. კანის დაავადებები

ეს შეიძლება წამწამების დაკარგვის სერიოზული მიზეზი გახდეს. ნეიროდერმატიტი, ჰერპესი, ფსორიაზი და სხვა დაავადებები, რომლებიც ქუთუთოს მიდამოში გვხვდება, დისკომფორტს, გაღიზიანებას, კანის ქავილს იწვევს და უნებურად თვალებს ვისრესთ. ასეთი აგრესიული ჩარევა წამწამების ცვენას იწვევს. ამ შემთხვევაში თვითმკურნალობას შეეშვით და ექიმს მიმართეთ. დროებით მაკიაჟზე უარი თქვით, რომ კანზე გაღიზიანება შეამციროთ. სილამაზის რუტინაში გამოიყენეთ მხოლოდ ჰიპოალერგიული საშუალება პარფუმის და სინთეტიკური დანამატების გარეშე.

3. ჰორმონალური დისბალანსი

ეს ორგანიზმის დამცავი ფუნქციების შესუსტებას და ვიტამინების დეფიციტს იწვევს, შედეგად, კი წამწამები ცვივა. თუმცა ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევაში წამწამების ცვენა დროებითია. სანამ წამწამების გასაზრდელად შრატს შეიძენთ სპეციალისტს მიმართეთ.

4. წამწამების ასაპრეხი ხელსაწყოს არასწორად გამოყენება

წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო მხოლოდ „სუფთა“ წამწამებზე, ტუშის წასმამდე გამოიყენეთ. თუ ამ წესს დაარღვევთ და ჯერ წამწამებს შეიღებავთ, წამწამების სტრუქტურას დააზიანებთ და მათ დაკარგავთ.

5. უხარისხო ტუში

ასეთი ტუში შეიცავს სინთეტიკურ დანამატებს, პარფუმს, აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ლორწოვან გარსს და კანს აღიზიანებენ. შემადგელობა შეისწავლეთ და გამოცდილი ბრენდის პროდუქტის შეძენა სცადეთ. 2-4 თვეში ერთხელ ტუშის გამოცვლა არ დაგავიწყდეთ: ტუბში ბევრი ვირუსი და ბაქტერია გროვდება, რომლებმაც შეიძლება ანთება გამოიწვიოს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ