
არტერიული წნევის მაღალი მაჩვენებელი, უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საკვებს მიირთმევთ და რამდენად აქტიური ბრძანდებით. ცოტაოდენმა ცვლილებებმა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაძლოა დადებითი შედეგი მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას. მაგალითად, დასწიოს არტერიული წნევის მაჩვენებელი.
ცნობილი გახდა, რომ ერთი მცენარის გამოყენება აქვეითებს სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებლებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პირველის მაჩვენებელი ქვეითდება 8 მმ.ვწყ.სვ-ით, ხოლო მეორეს მაჩვენებელი 5,5 მმ ვწყ.სვ -ით. დამტკიცებულია, რომ კვებით რაციონში ნივრის ჩართვა ახდენს დადებით გავლენას არტერიულ წნევაზე. ამავე დასკვნამდე მივიდა ადელაიდას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც სისტემატიურად აანალიზებდა 12 ცდას, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტონიის მქონე 533 პაციენტი.
აღმოჩნდა, რომ ადამიანის საკვებ რაციონში, ნივრის დამატება იწვევდა სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებლების დაქვეითებას. დაქვეითების მაჩვენებელი იყო იგივე, რაც ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას.
არტერიული წნევის მაჩვენებლების დაქვეითებით, მცირდება მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
გულის ბრიტანული ფონდი გვიხსნის, რომ მაღალმა წნევამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა და სისხლძარღვოვანი დემენცია.
არტერიების კედლებზე მაღალი წნევის მუდმივი ზემოქმედება, აქვეითებს მათ ელასტიურობას. ამის შედეგად, არტერიები ხდება მყიფე და ვიწრო, რაც თავის მხრივ იწვწვს არტერიული წნევის მომატებას. შევიწროვებული სისხლძარღვი საშუალებას აძლევს ქოლესტერინს მთლიანად დაბლოკოს არტერია, რაც იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს.