
30 წელს გადაცილების შემდეგ, სახლის პირობებში ჩატარებული კანის მოვლის კოსმეტიკური პროცეურების ეფექტურობა მცირდება. დამეთანხმებით, რომ ნაოჭებს და ასაკობრივ ცვლილებებს ძნელია გავუმკლავდეთ პროფესიონალური საშუალებების გარეშე. რომელი კოსმეტოლოგიური საშუალებები გვეხმარება რეალურად და რომლებია შექმნილი მხოლოდ ფულის კეთების მიზნით, ამის შესახებ იციან მხოლოდ სილამაზის სალონში მომუშავე სპეციალისტებმა.
ჩემს კოსმეტოლოგს უკვე რვა წელია ვიცნობ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. ალიონა იცნობს ჩემს კანს დიდი ხანია და შესანიშნავად ინარჩუნებს მის მდგომარეობას დღემდე. ალიონა არჩევს ჩემთვის კოსმეტოლოგიურ პროცედურებს და მიცავს საეჭვო პროცედურების ჩატარებისგან. ამ პროცეურებს შორის მან გამოარჩია 6 ყველაზე საშიში პროცედურა.
ქიმიური პილინგი.
მრავალი კოსმეტოლოგის აზრით, ფენოლის და ტრიქლორაცეტინის მჟავას საფუძველზე ჩატარებული პილინგი, ძალიან აგრესიული პროცედურაა. რატომ იყენებენ მათ დღემდე სილამაზის სალონებში? იმიტომ, რომ ამგვარი პილინგები უზრუნველყოფს კანის რადიკალურ გაახალგაზრდავებას.
კანის რაქცია ამგვარ პროცედურებზე განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს ბანალური ალერგია ან ნაწიბურების გაჩენა. ამიტომ სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ უფრო რბილ საშუალებებს. მაგალითად, ხილის მჟავებით პილინგს.
ელექტროეპილაცია.
ლაზერული ეპილაციის გამოჩენასა და პოპულარიზაციამდე ჩვენს რეგიონში, ქალბატონები არასასურველ თმას იშორებდნენ ელექტრონული ტალღების მეშვეობით. ელექტროეპილაცია საკმაოდ მტკივნეული და საშიში პროცედურაა. რიგ შემთხვევებში მან შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურების და პიგმენტური ლაქების წარმოქმნა.
არაოპერაციული ლიპოსაქცია.
ოპერაციის გარეშე ცხიმის მოსაშორებლად, ქალბატონები ბევრ რამეზე არიან წამსვლელები. მათ შორის ინექციურ ლიპოლიზზე. პროცეურა გამოიყურება შემდეგნაირად, სპეციალისტს შეჰყავს კანქვეშ ნივთიერება, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ცხიმის დაშლა. მაგრამ ფაქტია, ჯანდაცვის არც ერთი ორგანიზაცია არ ადასტურებს პროცედურის უსაფრთხოებას. ნივთიერების შემაგენლობა მეტად საეჭვოა და როგორი იქნება ინექციის გავლენა თქვენს ორგანიზმზე, ამას ვერავინ ვერ გეტყვით.
ტუჩების გადიდება.
იმისთვის, რომ გავიდიდოთ ტუჩები, არ არის აუცილებელი მივმართოთ პლასტიკურ ქირურგს. მთავარია არ გამოვიყენოთ ბიოპოლიმერული გელები. მართალია ისინი იაფი ღირს, მაგრამ აქვთ ძალიან ბევრი ნაკლი. მაგალითად, ბიოპოლიმერული გელი არ გაიწოვება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გელს შეუძლია გასცდეს ტუჩის კონტურის ხაზს და შეცვალოს მათი ბუნებრივი ფორმა. ასევე მან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ბიოპოლიმერული გელისგან განსხვავებით, ჰიალურონის მჟავა კარგად შეიწოვება და არ ავნებს ორგანიზმს.
ცხვირის დაპატარავების პროცერურა.
ერთერთი ყველაზე საშიში პროცედურა არის ,,დიპროსპანის” ინექცია. ეს არის ძალიან ძლიერი ჰორმონალური პრეპარატი, რომელიც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის დაშლას. კოსმეტოლოგის უმნიშვნელო შეცდომამაც კი, შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. თქვენ შეიძლება დარჩეთ ცხვირის გარეშე.
ფასდაკლებები და სიახლეები.
არ შეიძლება ფულის დაზოგვა სახის მოვლის საშუალებებსა და პრეპარატებზე. თუ კოსმეტოლოგი ამბობს, რომ ეს პრეპარატები გამოსაყენებლად ვარგისია, მაინც ჯობს თავად შევამოწმოთ ისინი. პრეპარატები უნდა იყოს ვადიანი და სერტიფიცირებული.
კოსმეტოლოგიური საშუალებები უნდა იყოს შესაბამისად შეფუთული და ინახებოდეს სპეციალურ პირობებში. ნუ დატესტავთ სიახლეებს საკუთარ თავზე, უმჯობესია გამოიყენოთ უკვე გადამოწმებული კოსმეტიკა.
არაერთი ვარსკვლავი გახდა, სილამაზის სფეროს არაკეთილსინდისიერი სპეციალისტის ,,მსხვერპლი”. ჩვენდა სასიკეთოდ თანამედროვე ტენდენციები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ გარეგნობას. ჭაღარას და მიმიკურ ნაოჭებს აღარ მალავენ ჰოლივუდის აღიარებული ლამაზმანებიც კი. სტუმრობთ თუ არა თქვენ სილამაზის სალონებს? რომელ კოსმეტიკურ პროცედურებს იტარებთ თქვენ?