
არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ შეამოწმა ჩემმა კოლეგამ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით. ჩემი კოლეგა მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მასთან სახლში შეწყდა წყალი. მას მოუწია თავის დაბანა მაღაზიაში ნაყიდი წყლით. მოულოდნელმა ეფექტმა ჩემი კოლეგა გააკვირვა. იგი წლების განმავლობაში, ხარჯავდა უამრავ ფულს პროფესიონალურ შამპუნებზე, ნიღბებსა და სამკურნალო სპრეიებზე, სინამდვილეში, თურმე საკმარისი ყოფილა მხოლოდ ხარისხიანი წყლის გამოყენება.
თუ წყლის ხარისხმა ასეთი გავლენა იქონია თმაზე, მაშინ წარმოიდგინეთ რამხელა მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხს ორგანიზმისთვის. ჩვენ ხშირად ვიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყალი, რომელიც ჩვენი ონკანებიდან მოედინება ვარგისია გამოსაყენებლად. ამას არკვევენ ლაბორატორიაში სპეციალური ქიმიური ტესტების მეშვეობით. მე კი მოგიყვებით, როგორ შევამოწმოთ წყლის ხარისხი სახლის პირობებში.
როგორ შევამოწმოთ წყლის ხარისხი სახლის პირობებში?
ბოთლი
ეს, წყლის ხარისხის დადგენის ერთერთი ყველაზე მარტივი მეთოდია. თქვენ დაგჭირდებათ უბრალო პლასმასის ბოთლი. ჩაასხით მასში წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით ბნელ ადგილას. შეამოწმეთ წყალი რამოდენიმე დღის შემდეგ. თუ გაჩნდება ლექი ან ფენა ზედაპირზე, ეს ნიშნავს, რომ წყლის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ესეიგი, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით მეტალების მარილებს.
ადუღება
კიდევ ერთი მარტივი ხერხი, წყალში მეტალების არსებობის დასადგენად. ჩაასხით ქვაბში წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 12 წუთის განმავლობაში. აცადეთ წყალს გაგრილება 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოასხით ქვაბიდან. ნალექის ნაცრისფერი ფერი მიგვანიშნებს დიდი რაოდენობით კალციუმის არსებობაზე. თუ ნალექი მოყვითალო- მოყავისფროა, ეს ნიშნავს, რომ არის დიდი რაოდენობით რკინა.
ტესტი კალიუმის პერმანგანატის საფუძველზე.
ეს შედარებით რთული ექსპერიმენტია, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, შეიძლება თუ არა ამ წყლის სასმელად გამოყენება. გამჭვირვალე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი კალიუმის პერმანგანატი. თუ წყალი ხარისხიანია, მან უნდა მიიღოს მკვეთრად ვარდისფერი შეფერილობა. მოყვითალო შეფერილობა კი მოწმობს, რომ წყალი სასმელად უვარგისია.
დაამზადეთ ჩაი
გამჭვირვალე ჭიქაში დააყენეთ ჩაი, შემდეგ ჩაასხით 50 მლ წყალი, რომლის ხარისხის დადგენაც გსურთ. თუ სასმელი გაღიავდება, ესეიგი წყალი ვარგისია სასმელად. თუ ჩაი გადხება მღვრიე, ეს ნიშნავს, რომ წყალი შეიცავს მავნე ნივთიერებებს ან დიდი რაოდენობით მარილებს. ასეთი წყლის სასმელად გამოყენება, არ არის სასურველი.
აწონვა
ეს არის შედარების მეთოდი. ამბობენ, რომ სასმელად ვარგისი წყალი უფრო მსუმბუქია. თუ გაქვთ ძალიან ზუსტი სამზარეულოს სასწორი, მაშინ შედარება არ გაგიჭირდებათ. წონის დასადგენად გამოიყენეთ ერთი და იგივე ჭიქა.
სარკე
შესანიშნავი მარტივი ტესტი წყლის ხარისხის დასადგენად. დაასხით რამოდენიმე წვეთი წყალი შუშის ზედაპირზე ან სარკეზე. დააცადეთ წყლის აორთქლებას და შეაფასეთ შედეგი. თუ ზედაპირზე დარჩება მუქი ლაქები, ესეიგი წყალი შეიცავს მინარევებს. სუფთა წყალი აორთქლების შემდეგ ლაქებს არ დატოვებს.
საპნის გახსნადობა
ეს მეთოდი გამოგადგებათ წყლის სიხისტის შესამოწმებლად. ჩადეთ ცოტაოდენი საპონი წყალში. რბილი წყალი გახსნის საპონს და წარმოიწმნება ქაფი. ხისტი წყლის შემთხვევაში მივიღებთ საწინააღმდეგო ეფექტს და წარმოიქმნება მაგნიუმის და კალციუმის მყარი შენაერთები.
როგორც გაირკვა, შენაერთების შემცველი წყალი, შესაძლოა გახდეს მრავალი დაავადების მიზეზი. აუცილებლად შეამოწმეთ სასმელი წყალი, აქ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით. სუფთა წყალი შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ გემრიელი კერძების მომზადებაში, სპეციფიური გემოების გარეშე.