საბავშვო პუდრი: რაში შეიძლება გამოიყენოს იგი ზრდასრულმა ადამიანმა?

0
716

საბავშვო პუდრი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მშრალი შამპუნი. ის აგრეთვე დაეხმარება ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანებს. კიდევ რაში შეიძლება გამოვიყენოთ იგი?

  • ფეხსაცმლის გასასუფთავებლად. არ დავიწყებთ იმის ახსნას, თუ რა სუნი შეიძლება ჰქონდეს ზოგჯერ მოზრდილი ადამიანის ფეხსაცმელს, მათი მთელი დღის განმავლობაში ტარების შემდეგ. საბავშვო პუდრი დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. გაიხადეთ ფეხსაცმელი, აცადეთ გაშრეს, შემდეგ ჩაყარეთ შიგ ცოტაოდენი პუდრი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი გადმოფერთხეთ. სულ ესაა!
  • კოჟრებისაგან დასაცავად. ხახუნის შედეგად კანის დაბუშტვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა უბრალოდ პუდრის ფეხზე მოყრა და გადანაწილება.
  • როგორც მშრალი შამპუნი. საბავშვო პუდრი მშრალი შამპუნის საუკეთესო ალტერნატივაა. საჭიროა მისი მცირე რაოდენობა გადავანაწილოთ თმის ძირების მონაკვეთებზე და შემდეგ დავივარცხნოთ თმები.
  • როგორც შინაური ცხოველებისთვის სუნის მოსაშორებელი საშუალება. იმისთვის, რომ თქვენს ძაღლს ან კატას მოაშოროთ არასასიამოვნო სუნი, საჭიროა მოაყაროთ პუდრი ბეწვზე და შემდეგ ჩამოვარცხნოთ.
  • როგორც ლოგინში ოფლის საწინააღმდეგო საშუალება. ზოგიერთი ადამიანი გამოირჩევა ჭარბი ოფლიანობით ღამის საათებში. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს დაეხმარებათ საბავშვო პუდრი. საჭიროა, ძილის წინ ზეწარზე გადაანაწილოთ ცოტაოდენი პუდრი – იგი აბსორბირებს ოფლს და დაიცავს ლეიბს დასველებისგან.
  • როგორც ოფლის ლაქებისგან დამცავი საშუალება. საბავშვო პუდრი შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც დეოდორანტი. ამისთვის საჭიროა დავიმუშაოთ პუდრით იღლიების ზონა. კიდევ ერთი ხერხი- სამოსს მოაყარეთ ცოტაოდენი პუდრი იღლიების ზონაში და ისე დააუთოვეთ. ასე სამოსი დიდ ხანს შეინარჩუნებს სიმშრალეს და სისუფთავეს.
  • როგორც ბარძაყის ზონაში ხახუნის საწინააღმდეგო საშუალება. ამ პრობლემას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ზაფხულში, ცხელ ამინდში. დისკომფორტის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პრობლემური ზონების საბავშვო პუდრით დამუშავება.
  • როგორც მაკიაჟის ფიქსატორი. საბავშვო პუდრს შეუძლია შეასრულოს ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების ფუნქცია, დააფიქსიროს მაკიაჟი და შეუნარჩუნოს პირვანდელი სახე. საჭიროა მისი სახეზე გადასმა პუდრის ფუნჯით. იგი უნდა იქნას გამოყენებული მაკიაჟის ბოლოს, როგორც დამამთავრებელი შტრიხი.