
კანის ბარიერი არის კანის გარე გარსი, რომელიც შედგება ქოლესტერინის, ცერამიდების და ლიპიდებისგან. იგი იცავს სხეულს არასასურველი გარემო ფაქტორების – დაბინძურებული და მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან და იცავს კანს გამოშრობისგან.
თქვენ შეგიძლიათ დაიზიანოთ კანის ბარიერი და ხელი შეუშალოთ მას ნორმალურად ფუნქციონირებაში. დერმატოლოგი ქეით სომერვილლი გვესაუბრება კანის ბარიერის დაზიანების 5 ნიშანზე და მოგვითხრობს, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.
კანის ბარიერი გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და დატენიანებული კანი, თუმცა ჩვენ შეგვიძლია უნებლიეთ დავიზიანოთ იგი. სომერვილლმა თქვა:
,,გარემოს სტრესულ ფაქტორებს, მაგალითად, დაბინძურებას და ულტრაიისფერ სხივებს შეუძლიათ დააზიანონ კანის ბარიერი. თქვენ შეგიძლიათ ასევე ფიზიკური ზემოქმედებით დაიზიანოთ კანის ბარიერი- გადამეტებული პილინგით. ასევე შეინიშნება კანის დაზიანება ნიღბების მუდმივი ტარების გამო”.
დაზიანებული კანის ბარიერის 5 ნიშანი. თქვენ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ, რომ დაიზიანეთ კანის ბარიერი, რადგან სიმპტომები ძალიან გავრცელებულია და შესაძლოა იყოს დაკავშირებული რიგ სხვადასხვა ფაქტორებთან. დაზიანებული კანის ბარიერი საშუალებას აძლევს გამღიზიანებლებს შეაღწიონ კანში და ხელი შეუშალონ მის ფუნქციონირებას ჩვეულებისამებრ და ეს იწვევს:
- სიმშრალეს
- მგრძნობელობის მომატებას
- გამონაყარს
- გაუწყლოებას
- ანთებით პროცესებს
როგორ გამოვასწოროთ დაზიანებული კანის ბარიერის მდგომარეობა? კანის ბარიერის დაზიანება შესაძლოა იყოს გამოწვეული ასაკის მატების, ანდა მასზე დროებითი ფიზიკური ზემოქმედების (პილინგის) გამო. პრობლემის მოგვარება ორივე შემთხვევაში შესაძლებელია. ქეითი ამბობს: ,,რადგან ასაკის მატების გამო, ჩვენი კანის ბარიერი სუსტდება და იფიტება, მნიშვნელოვანია შევივსოთ ცერამიდების და ლიპიდების დანაკლისი, კანის მოვლის საშუალებების დახმარებით”.
,,პოზიტიური ფაქტია, რომ სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებებით, შეგვიძლია აღვიდგინოთ კანის ბარიერი. მნიშვნელოვანია დავიტენიანოთ კანი, რათა თავიდან ავიცილოთ გაუწყლოება. საცხის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს ომეგა ცხიმოვანი მჟავები და კერამიდები-ესენი ყველა აუცილებელია ჯანმრთელი კანის ბარიერისთვის”.