5 დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია სახლში ჰაერის დამატენიანებლის ქონა

0
813

2019 წელს მსოფლიოში გაიყიდა 4,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰაერის დამატენიანებელი. ძნელია წარმოსადგენად? სინამდვილეში, ეს ერთერთი აუცილებელი ხელსაწყოა სახლის პირობებში, რომელიც სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებებისას. როდესაც ადამიანი ხშირად ცივდება, ახველებს, აქვს მშრალი კანი აუცილებლად საჭიროა ჰაერის დამატენიანებელი. ყოველი შემთხვევისთვის, საჭიროა დავფიქრდეთ რის გამო ვლინდება ზემოთ აღწერილი პრობლემები. რა შემთხვევშია საჭირო ჰაერის დამატენიანებელი:

  • გრიპი და გაციება. ხშირად ცივდებით? გაწუხებთ ხშირი სურდო და ხველა? ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰაერის არასაკმარისი ტენიანობა. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ გრიპის ვირუსი შედარებით ნაკლებად გამოვლინდება, თუ ჰაერის ტენიანობა იქნება 40% და უფრო მაღალი. ტენიანობის 40%-ზე დაბალი მაჩვენებლისას, ვირუსი ხდება უფრო გადამდები. შესაბამისად, ხშირად მოავადე ადამიანს აუცილებლად სჭირდება სახლში ჰაერის დამატენიანებელი.
  • სინუსუტი და ბრონქიტი. ჰაერის დამატენიანებლის საშუალებით, შესაძლოა შემცირდეს ცხვირის გაჭედილობა, ხველა გახდეს უფრო პროდუქტიული ანუ შერბილებული და მოხდეს ნახველის გამოდევნა. თუ ჰაერი იქნება მშრალი, მაშინ ლორწო დაგროვდება სასუნთქ გზებში და გამოიწვევს ზემოთ ხსენებულ პრობლემებს.
  • დერმატიტი და ეგზემა. თუ თქვენ შენიშნეთ კანის სიმშრალე, რომელსაც არ შველის არავითარი დამატენიანებელი კრემი, დროა შეიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვისაც აქვს ეგზემა. არასაკმარისი ტენიანობის გამო შესაძლოა გართულდეს კანის პრობლემები და დაზიანებები გახდეს უფრო მწვავე.
  • ხვრინვა და აპნოე. ხვრინვა ხშირად გამოწვეულია სასუნთქ გზებში სიმშრალის გამო. ეს სავსებით შესაძლოა იყოს აპნოე – სუნთქვის გაჩერება ძილში. ამიტომ არ შეიძლება ჰაერის სიმშრალის იგნორირება. აუცილებლად შეიძინეთ შესაბამისი ხელსაწყო, რაც დაგვეხმარება პრობლემის გადაჭრაში.
  • სებორიული დერმატიტი. ჰაერის დამატენიანებელს შეუძლია დაგვეხმაროს განვთავისუფლდეთ ქერტლისგან, თავის კანის სიმშრალისგან. ეს საოცარი ხელსაწყო, გვეხმარება სხვადასხვა რთულ სიტუაციაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.