
კომბოსტო კალეს ერთერთი უპირატესობაა მასში კალიუმის მაღალი შემცველობა, რომელიც თამაშობს მთავარ როლს ნარტიუმის შემცველობის დონის დარეგულირებაში.
ჯანდაცვის სერტიფიცირებული ექსპერტი, ბრიტანელი დიეტოლოგი ტინა პაიმასტერი გამოცემა Express-ს მოუთხრობს, რომ მომატებული არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა საჭიროა თავიანთ კვების რაციონში ჩართონ კომბოსტოს ერთერთი სახეობა -კალე. ექიმის თქმით კალე არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყარო. ერთერთი მისი უპირატესობაა ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 და ომეგა 6 _ის დაბალანსებული შემცველობა. ამის შედეგად ვლინდება ბოსტნეულის პოზიტიური გავლენა სისხლძარღვოვანი ქსოვილის მდგომარეობაზე.
კალე ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც მონაწილეობს სისხლძარღვების ქოლესტერინისგან გაწმენდაში. პაიმასტერმა აღნიშნა, რომ:
,,კომბოსტოს უჯრედისი ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინის დონის დაწევაში, იგი აკუმულირებს მის ზედმეტ რაოდენობას ნაწლავებში და ასეთი გზით გამოდევნის მას ორგანიზმიდან”
გარდა ამისა, კალეში შემავალი უჯრედისის მოხმარება, აუმჯობესებს წონის კონტროლს და ხელს უწყობს მის შემცირებას, რაც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დასაცავად მაღალი წნევისგან.
ტინა პაიმასტერი, მაღალი წნევის მქონე ადამიანებს ურჩევს კომბოსტო კალეს მოხმარებას, მასში შემავალი კალიუმის მაღალი შემცველობის გამო. ამ მინერალს გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი და თამაშობს მთავარ როლს ორგანიზმში ნატრიუმის დონის დარეგულირებაში. ამიტომ იგი არის მნიშვნელოვანი საშუალება ჰიპერტონიის და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში.
კომბოსტო კალე საუკეთესო მეგობარია პრედიაბეტით და დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. დიეტოლოგმა თქვა, რომ მასში შემავალი უჯრედისი და გოგირდი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. უჯრედისის შეწოვა ხდება შენელებულად, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. რაც შეხება გოგირდს, იგი მონაწილეობს ანტიოქსიდანტ გლუტატიონის სინთეზში, რაც მნიშვნელოვანია გლუკოზის ჯანსაღი მეტაბოლიზმის შენარჩუნებისთვის.
,,კალე აუმჯობესებს არტერიული წნევის მაჩვენებლებს, ეხმარება ორგანიზმს გააკონტროლოს შაქრის დონე სისხლში და აგრეთვე გააჩნია ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა თვისებებიც. მისი ანტიოქსიდანტები ააქტურებს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების გამოდევნის პროცესს. თავისუფალი რადიკალები იწვევს ნაადრევ სიბერეს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას’’, – აღნიშნა დიეტოლოგმა.
პაიმასტერი გვირჩევს მივირთვათ ორთქლზე დამზადებული კომბოსტო, რადგან ასეთი უფრო მისაღებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის.