
ფიზიკური დატვირთვის მარტივი ხერხი -სიარული არის ძალიან ეფექტური საშუალება მუცლის ვისცერალური ცხიმის მოსაშორებლად.
ვისცერალური ცხიმი, რომელიც ზრდის მუცლის ზომას, განლაგებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სიახლოვეს. რაც უფრო დიდია მისი ზომა, მით უფრო დიდია ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცხიმოვან ქსოვილს შეუძლია დამოუკიდებლად წარმოქმნას კომპონენტები, რომლებიც ააქტიურებს ანთებით პროცესებს. მუცლის ვისცერალური ცხიმის მოსაშორებლად, სპეციალისტები გვირჩევენ მივმართოთ საკმაოდ მარტივ, მაგრამ რეალურად ეფექტურ ხერხს- დავიწყოთ რეგულარულად სიარული ფეხით.
ფეხით სიარული სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მის შედეგად იწვება კალორიები, აქვს დადებით გავლენა გულის კუნთზე, მკვრივდება ფეხის კუნთები. ასევე სიარულის შედეგად შესაძლებელია ორგანიზმში ცხიმის საერთო რაოდენობის შემცირება, კონკრეტულად კი, მუცლის ვისცერალური ცხიმის დაწვა.
როგორ მოვიშოროთ ცხიმი სიარულის შედეგად? იმისთვის, რომ დავწვათ რაც შეიძლება მეტი კალორია, სპეციალისტები გვირჩევენ ვიაროთ პულსის გარკვეული სიხშირით. ისინი ამბობენ რომ ცხიმის წვის ზონა 60 -70% -ით დამოკიდებულია მაქსიმალური სიხშირით გულისცემაზე. ვარჯიშის დასაწყისში ორგანიზმი წვავს დაგროვილ ნახშირწყლებს და შემგეგ გადადის დაგროვილი ცხიმების წვაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სიარულის ინტენსიობა არის ზომიერი, ექსპერტები გვირჩევენ, რომ არ შემოვიფარგლოთ ხანმოკლე გასეირნებით.
,,გაზარდეთ ფეხით სიარულის დრო 45 წუთიდან ერთ საათამდე, რათა ორგანიზმმა ნახშირწყლების წვასთან ერთად დაიწყოს ცხიმების წვაც”
ისინი გვირჩევენ ვივარჯოშოთ ასეთი სახით კვირაში სამი-ოთხი დღე.
სერტიფიცირებული ტრენერის ჯეკი ვიკის თქმით, სიარული ორგანიზმში აქვეითებს ინსულინორეზისტენტობის მარკერებს და არის საუკეთესო საშუალება ცხიმოვანი დაგროვებების შემცირებისა და კუნთოვანი მასის ზრდისთვის. ცხიმის წვის მაქსიმალური შდეგის მისაღწევად, სპეციალისტი თვლის, რომ სასარგებლოა სიარული უზმოზე.