რა შემთხვევაშია საფრთხის შემცველი ცხელი ჩაი და სხვა ცხელი სასმელები?

0
683

ცხელი სასმელები, არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან მათმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის მიკროდამწვრობა.

გასტროენტეროლოგმა ირინა ბერეჟნაიამ, ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სახიფათო ცხელი ჩაი და სხვა ცხელი სასმელები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასმელის ტემპერატურა გადაცილებულია გარკვეულ ზღვარს. ამაზე საუბრისას მან დააზუსტა:

,, სასმელი სითხის ტემპერატურა არ უნდა იყოს 37 გრადუსზე მაღალი’’

არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ცხიმიან საკვებს აყოლებენ ცხელ სითხეს.

,, თუ ცხიმიან საკვებს დავაყოლებთ ცხელ ჩაის, ამის შედეგად ორგანიზმში მოხვდება დიდი რაოდენობის ცხიმი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ორგანიზმზე’’.

ორგანიზმისთვის ასევე საზიანოა ცხელი და სპირტიანი სასმელების ერთდროულად მიღება, განსაკუთრებით ძლიერი ალკოჰოლის. ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ, დაუშვებელია ალკოჰოლის და ჩაის ერთიმეორეში შერევა. სპირტიანი და ცხელი სასმელის კოქტეილმა შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს, ყელის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების ლორწოვანი გარსის დამწვრობა. ეს აგრეთვე ხელს შეუწყობს ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას. ასეთ შემთხვევაში კი, ხდება დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ასევე გამოყოფის ორგანოებზე და პირველ რიგში ღვიძლზე.

გარდა ამისა, ექსპერტმა დაამატა, რომ ჩაის კომპონენტები (ტანინები) ხელს უწყობს ალკოჰოლის გამოყოფის დროს, ორგანიზმის მიერ მეტი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებების შეთვისებას.