ინსულინორეზისტენტობა და 4 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ინსულინის ჭარბ გამომუშავებას

0
937

ჩვენს მიერ მოხმარებული საკვები პროდუქტები, გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე. ზოგიერთი მათგანის აქტიურმა მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ან გააუარესოს რეზისტენტობა ინსულინის მიმართ.

ინსულინი აკონტროლებს გლუკოზის გამოყენებას ორგანიზმში ენერგიის წარმოებისთვის. რეზისტენტობა ინსულინის მიმართ ნიშნავს, რომ სხეულის უჯრედებმა დაკარგეს მგრძნობელობა მის მიმართ და აღარ რეაგირებენ საჭირო დონით. უმეტესად ეს გამოწვეულია სისხლში ინსულინის დონის რეგულარულად ხშირი მატებით და ორგანიზმი უბრალოდ ეჩვევა ამას. ინსულინორეზისტენტობის შედეგად, ინსულინის გამოყოფის საპასუხოდ, აღარ ხდება სისხლში შაქრის დონის შემცირება. ორგანიზმში შაქრის მუდმივად მაღალი კონცენტრაცია, იწვევს მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებას.

ექიმმა შეილა დუგანმა Express Health-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ინსულინორეზისტენტობისადმი მიდრეკილება, იზრდება ზოგიერთი პროდუქტის საკვებ რაციონში ხშირი გამოყენების გამო. ყველაზე უფრო მავნედ ითვლება პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ვისცერალური ცხიმების დაგროვებას.

,,არასასურველმა საკვებმა, შესაძლოა დამღუპველი გავლენა იქონიოს ადამიანის სისხლში შაქრის შემცველობაზე და გამოიწვიოს რეზისტენტობა ინსულინის მიმართ. რაც გამოიწვევს ვისცერალური ცხიმის წვის გაძნელებას და ხელს შეუწყობს მის მომატებას. ვისცერალური ცხიმი და ინსულინორეზისტენტობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან ”-აღნიშნა ექიმმა.

დუგანმა დაასახელა 4 პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას და სისხლში ინსულინის და შაქრის დონის მომატებას. მან აღნიშნა, რომ:

,,ამ პროდუქტების ხშირი გამოყენება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიწვევს ცხიმის მასის ზრდას, ანთებით პროცესებს და ინსულინორეზისტენტობას”.

ნაყინი. პროდუქტი, რომელსაც სითბოს დადგომისთანავე განსაკუთრებით აქტიურად მიირთმევენ, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. სპეციალისტი ამბობს: ბევრ ადამიანს შუძლია ერთ ჯერზე მიირთვას ნაყინის დიდი რაოდენობა, რაც გამოიწვევს ინსულინის ჭარბ გამოყოფას, როგორც საპასუხო რეაქციას სისხლში შაქრის მომატებაზე.

ჰამბურგერი. ექიმის თქმით ,,მარტივი” ნახშირწყლების და ცილების კომბინაცია, ასევე იწვევს სისხლში ინსულინის და შაქრის მაჩვენებლების დონის გაზრდას.

ფხვიერი ნამცხვარი (პეჩენია). პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენოით შაქარს, რაფინირებულ ფქვილს და ცხიმებს. ეს ყველაფერი მას ხდის ძალიან კალორიულს და სარისკოს მუცლის არეში ცხიმის დაგროვების თვალსაზრისით. პროდუქტი არ იწვევს სიმაძღრეს, ვინაიდან მისი მიღებისას სისხლში ვერ ნარჩუნდება შაქრის სტაბილური დონე. მისი მიღების შემდეგ, მალევე მოგინდებათ საკვების მიღება, რადგან იგი იწვევს სისხლში შაქრის და ინსულინის დონის მომატებას.

ხილის წვენი. ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი რეგულარულად მიღება მავნეა. წვენში შემავალმა ფრუქტოზამ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინორეზისტენტობა და ვისცერალური ცხიმის დაგროვება.