40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ექიმი ურჩევს: შეივსეთ ორგანიზმში D და E ვიტამინების მარაგი

0
714

ექიმი გასტროენტეროლოგი იულია კოკოვინა, 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ურჩევს, თავიანთ კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ თევზი.

ასაკის მატებასთან ერთად, უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას. რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმზე და ხელი შეუწყოს კანის სიმსივნის განვითარების რისკს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ორგანიზმს სჭირდება D ვიტამინი, რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ექიმი ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ორგანიზმში ამ ვიტამინის შევსებას და გამოიყენონ საკვებად გარკვეული პროდუქტები.

,,ყველაზე დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს ორაგული, ქაშაყი, ლოქო,
დაკონსერვებული სარდინი, სკუმბრია, თინუსი. მაგრამ ესენი უნდა მივიღოთ დიდი სიფრთხილით თუ გვაქვს ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები’’,- აღნიშნა კოკოვინამ.

ექიმმა განმარტა, რომ 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა, უნდა იზრუნონ D ვიტამინის შევსებაზე, რადგან ამ ასაკში იზრდება ოსტეოპოროზით დაავარების რისკი, რომელიც აზიანებს ძვლოვან ქსოვილს. გარდა ამისა ამ ასაკის ქალბატონებმა უნდა მიიღონ პროდუქტები, რომლებიც შიცავენ E ვიტამინს. ამაზე საუბრისას კოკოვნამ აღნიშნა: ,, მზესუმზირა- ნომერ პირველი პროდუქტია ქალბატონებისთვის’’.

დამატებით, 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ექიმმა ურჩია, გამოიყენონ საკვებ რაციონში მოხარშული კვერცხი, მწვანე ლობიო, ჭარხალი და შეამცირონ ღორის ხორცის მიღების რაოდენობა.