
დაავადების დასაწყისში, მეორე ტიპის დიაბეტის ნიშნები შეიძლება იყოს შეუმჩნეველი, რადგან დაავადებას სჭირდება დრო ორგანიზმისთვის ზიანის მისაყენებლად. დროთა განმავლობაში დაზიანების ნიშნები შესაძლოა გამოჩნდეს ტერფებზე.
მეორე ტიპის დიაბეტი, ხშირად რჩება არადიაგნოზირებული მრავალი წლის განმავლობაში, ვინაიდან დაავადების წარმმართავი მექანიზმი – სისხლში შაქრის მაღალი დონე, საჭიროებს დროის მონაკვეთს, რათა გამოავლინოს თავისი დამანგრეველი შედეგი. მეორე ტიპის დიაბეტი ხდება საშიში, როდესაც დაიწყებს სიმპტომების გამოვლენას. ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონეა. საჭიროა ფეხების რეულარული შემოწმება, რადგან რაიმე ცვლილება შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების არსებობაზე.
Diabetes UK-გვიხსნის, რომ მეორე ტიპის დიაბეტით გამოწვეულმა ნერვული დაბოლოებების დაზიანებამ და სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნების დაქვეითება (ნევროპათია) და შეხორცების გაძნელება.
,,ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის შეიძლება მოუხერხებელია ტერფების შემოწმება , მაგრამ ეს ჩვენი ფეხის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ საჭიროა მისი შემოწმება ყოველდღე’’. -გვირჩევს ჯანდაცვის ორგანიზაცია. შეგიძლიათ მოიშველიოთ სარკე, რომელიც დაგეხმარებათ ფეხის ძირების დასათვალიერებლად.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ფეხის ძირების დათვალიერებისას მიაქციეთ ყურადღება დაზიანების საერთო ნიშნებს და ცვლილებებს, ასევე :
- კოჟრებს
- მეჭეჭებს
- წყლულებს
გართულებული ტერფი. თუ დაზიანებას არ ვუმკურნალებთ, ნერვის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ,,შარკოს ტერფის’’ განვითარება. ,,შარკოს ტერფი” – არის გართულება, რომლის დროსაც კიდურის ძვალი დეფორმირდება. როგორც Diabetes UK-გვიხსნის ნერვების დაზიანების გამო, ადამიანს შეუძლია იაროს დაზიანებული ტერფით და არ გრძნობდეს არავითარ დაზიანებას და ტკივილს. მაგრამ, როდესაც ფეხს აწვება სიმძიმე, შესაძლოა ძვლებმა და სახსრებმა განიცადონ დეფორმაცია.
როგორ ავიცილოთ თავიდან ,,შარკოს ტერფი”-ის განვითარება. ფეხის რეგულარულ შემოწმებასთან ერთად, აუცილებელია სისხლში შაქრის მუდმივი კონტროლი. სისხლში შაქრის მაღალი დონის პირველადი მკურნალობა, დაკავშირებულია დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშთან. დიაბეტიკების დიეტა ძირითადად მოითხოვს არაჯანსაღი ნახშირწყლების, სასარგებლო ნახშირწყლებით ჩანაცვლებას.