
თავის ტვინის სიმსივნეზე მიმანიშნებელი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია-თავის ტკივილი. ტვინის სიმსივნის დროს, მას გააჩნია დამახასიათებელი თავისებურებები.
ბრიტანული ორგანიზაციის Cancer Research UK-ის სპეციალისტებმა, დაასახელეს თავის ტვინის სიმსივნით დაავადებისთვის დამახასიათებელი, თავის ტკივილის ხუთი განმასხვავებელი თავისებურება. ეს თავისებურებებია:
- გულისრევა. ტვინის სიმსივნის დროს, თავის ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება.
- უცაბედი ტკივილი. ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება უეცრად და მოულოდნელად, განსაკუთრებით, თუ აქამდე მსგავსი არ ყოფილა, საჭიროებს დროულ ვიზიტს ექიმთან.
- ტკივილი ღამით. კიდევ ერთი მიზეზი ნევროლოგთან გამოკვლევის ჩატარებისა არის თავის ძლიერი ტკივილი ღამით, რის გამოც ადამიანს ეღვიძება.
- მხედველობის პრობლემები. თავის ტკივილისას, მოციმციმე ლაქების გაჩენა მხედველობის არეში, ასევე შეიძლება იყოს დამახასიათებელი ტვინის საშიში დაავადებისთვის.
- ინტენსიური. როდესაც თავის ტკივილი იძენს მუდმივ ხასიათს და მატულობს მისი ინტენსივობა დროთა განმავლობაში, ესეც ერთერთი გამაფრთხილებელი ნიშანია.
გარდა ამისა, მედიკოსებმა შეგვახსენეს, რომ მის განვითარებას შესაძლოა ახლდეს მეტყველების დარღვევა, სიარულის გართულება, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.