
40-დან 50 წლამდე ქალბატონებს, რომლებიც ატარებენ ზომიერად მომატებულ არტერიულ წნევას, აქვთ მწვავე კორონარული სინდრომის განვითარების, ორჯერ უფრო მაღალი რისკი, ვიდრე ამავე ასაკის სხვა ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ნორმალური არტერიული წნევა. ეს არის კვლევის შედეგი, რომელიც გამოაქვეყნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) ჟურნალმა.
,,მაშინაც კი, თუ ისინი თავს გრძნობენ ჯანმრთელად, მათი არტერიული წნევა უნდა გაზომოს მათმა მკურნალმა ექიმა და გაიმეოროს ეს პროცედურა რეგულარულად დროის განსაზღვრულ შუალედებში’’,- თქვა გამოკვლევის ავტორმა, დოქტორმა ესტერ კრინგელანდმა ბერგენის უნივერსიტეტიდან. ,,ისინი, ვისაც გააჩნია გულ-სისხლძარღვთა დაავადების სხვა-რისკ ფაქტორები მაგალითად, როგორიცაა ჭარბი წონა, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, გართულებები ფეხმძიმობის დროს ან მაღალი არტერიული წნევის მატარებელი მშობლები, საჭიროებენ უფრო ინტენსიურ დაკვირვებას’’.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზომიერად მომატებულ არტერიულ წნევასთან დაკავშირებულია მწვავე კორონარული სინდრომების გაორმაგების რისკი, საშუალო ასაკის ქალბატონებში.
ექიმმა კრინგელანდმა თქვა: ,,ზომიერად მომატებული არტერიული წნევა, მწვავე კორონარული სინდრომის რისკზე, სხვადასხვაგვარად მოქმედებს სქესის მიხედვით. კვლევის მონაცემები ივსება ახალი მტკიცებულებებით, რომლების მიხედვითაც მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს ქალბატონების გულზე’’.
დოქტორმა კრინგელანდმა აღნიშნა, რომ შედეგები, სავარაუდოდ, ასახავს ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებებს, თუ როგორ რეაგირებენ მცირე არტერიები, მომატებულ არტერიულ წნევაზე, თუმცა ეს საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ექიმმა თქვა: ,,ქალბატონებმა უნდა იცოდნენ თავიანთი არტერიული წნევა. იმისთვის, რომ შენაჩუნდეს ნორმალური არტერიული წნევა, რეკომენდირებულია სხეულის წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში. არ არის რეკომენდირებული თამბაქოს მოხმარება და ასევე ჭარბი რაოდენობით მარილი და ალკოჰოლი’’.