
ზოგჯერ სხეული გვიგზავნის გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლის გაშიფრვაც არც თუ ისე ადვილია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ისეთი ფართოდ გავრცელებული და სერიოზული დაავადება, როგორიცაა სიმსივნე ,მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი ძირიდადი მიზეზი, შეიძლება მიმდინარეობდეს სიმპტომების ფართო სპექტრით, რომელთა ნაწილი აშკარად სიმსივნის დამახასიათებელია, ნაწილი კი შესაძლოა იყოს ასობით სხვა დაავადების მანიშნებელი.
ერთი-ერთი ასეთი არამკვეთრად დამახასიათებელი ნიშანი, შესაძლოა იყოს მუცლის შებერილობა. ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების (ACS) მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს 21000-ზე მეტ ქალბატონს დაუდასტურდება საკვერცხის კიბო და 14000 მათგანი გარდაიცვლება. ისინი აღნიშნავენ, რომ ქალის რეპროდუქტიუილი სისტემის ორგანოთა სიმსივნეებს შორის, საკვერცხის კიბო იწვევს ყველაზე მეტ სიკვდილიანობას. ეს დაკავშირებულია ძირითად იმასთან , რომ ხშირად არ ხდება დაავადების დიაგნოსტირება.
მოფიტის ონკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, საკვერცხის კიბოს გამო სითხის დაგროვებამ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც სიმსივნე ვრცელდება შინაგანი ორგანოების დამფარავ გარსში-პერიტონეუმში. გარდა ამისა, საკვერცხის კიბომ შესაძლოა გამოიწვიოს ლიმფური სადინარების დახშობა და მომატებული წნევა, რაც გამოიწვევს კუჭის გარშემო სითხის დაგროვებას.
რაშას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექსპერტები გვიხსნიან, რომ მუცლის შებერილობის და სიმაძღრის მუდმივი შეგრძნება, საკვერცხის კიბოს ერთერთი ყველაზე გავრცელებული ადრეული ნიშანია. მუცლის შებერილობა, რომელსაც ახლავს მუცლის ზომის გაზრდა ადასტურებს პრობლემის არსებობას.