
ასტროლოგი ვერა ხუბელაშვილი გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ წყვილს. შეამოწმეთ, იქნებ ამ სიაში თქვენ და თქვენი მეორე ნახევარიც ხართ?
სანამ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იდეალურ წყვილებს გადავხედავთ, განსაზღვრება მნიშვნელობა უნდა გავარკვიოთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და გარკვეული შეხედულებები აქვს. სასიყვარულო კავშირი ორი სამყაროს შეჯახებაა, რომლებიც დიდხანს დამოუკიდებლად არსებობდნენ. უდაოდ, მათი შერწყმის მცდელობა სირთულეების გარეშე იშვიათად ხდება. ჩვენ ვჩხუბოთ, ვკამათობთ, ვწუწუნებთ – ერთი სიტყვით, დანაყვის პერიოდს გავდივართ.
რთული წარმოსადგენია იდეალური ურთიერთობა, რომელსაც დაწყებისას არანაირი უარყოფითი ეპიზოდები არ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი რამ შესაძლებელია, მხოლოდ გამონაკლისის სახით. თუ უღრუბლო ურთიერთობების მაგალითები იცით, მოგვწერეთ – იქნებ, დღეს სწორედ მათზე ვსაუბრობთ.
რას ვგულისხმობთ იდეალურ წყვილში? ესაა ზოდიქოს ნიშნების ერთობლიობა, რომელთაც ერთად ყოფნის ასტროლოგიური მიდრეკილება აქვთ. მათ საერთო ენის, ინტერესების პოვნა უადვილდებათ, სირთულეებს მარტივად უმკლავდებიან, ერთმანერთი უყვარდებათ. მსგავსი ხალხის ნახვა აღფრთოვანებას იწვევს. ხშირად ამბობენ, რომ ასეთი ქორწინება ზეცაშია გადაწყვეტილი ან მათ ერთმანეთი წარსულ ცხოვრებაში უყვარდათ და ამ ცხოვრებაში ბედნიერების გასაგრძელებლად შეხვდნენ.
ნებისმიერი იდეალური კავშირი დიდი წარმატება და მონაპოვარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაფერისი მეორე ნახევრის პოვნისას ურთიერთობაზე მუშაობა არ მოგიწევთ. რაღაცას სხვებთან შედარებით უფრო მარტივად გაუმკლავდებით, მაგრამ ურთიერთობა ყოველთვის გაწეული წვლილი, ინიციატივა და ყურადღებაა.
გახსოვდეთ, თუ მათ შორის თქვენს ვარიანტს ვერ იპოვით, არაფერი საშიში არაა, რადგან თქვენი კავშირი ამის გარეშეც იდეალური გახდება, თუ საერთო ბედნიერებისთვის იბრძოლებთ.
ვერძი და მერწყული
ხშირად გვესმის, რომ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები ცეცხლის სტიქიასთან შესანიშნავ კავშირს ქმნიან. ეს სიმართლეა. ვერძი და მერწყული ერთ–ერთი ყველაზე ჰარმონიული წყვილია, შეიძლება იდეალური ვუწოდოთ. ორივე თავისუფლებისკენ, ახალი შთაბეჭდილებებისკენ, აღმოჩენებისკენ და მოგზაურობისკენ მიისწრაფვის. ერთმანეთს ისე უხდებიან, როგორც ფაზლის ნაწილები. ეს უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული – ესაა მეგობრობა, სრული სიხარული, ღიმილი, ვნება და გულწრფელი სიცილი. ასეთი სიყვარულის ნაპერწკალი წლები არ ჩაქრება. მათ არასდროს მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ რით შეავსონ თავისუფალი დრო ან როგორ გაატარონ დასვენების დღეები, რადგან ჰორიზონტზე ახალი საინტერესო იდეები ყოველთვის ჩნდება.
ვერძი და მშვილდოსანი
ეს ცეცხლოვანი სტიქიის ნამდვილი მძვინვარებაა. ეს ენერგიებით სავსე კავშირი, ძალა და ენთუზიაზმია, რომელსაც ირგვლივ ყველა გრძნობს. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ვერძი და მშვილდოსანი უბრალოდ განუყრელი მეგობრები არიან, რომლებიც საერთო ინტერესებით გატაცებულნი არიან, მაგრამ ეს ზედაპირული მსჯელობაა. სინამდვილეში, ვერძი და მშვილდოსანი ერთ ტალღაზე იმყოფება, ადვილად ურთიერთობენ, უსიტყვოდ უგებენ. ზოგი მათ კავშირს ძალიან ხმაურიანს, ძალიან ნათელს, თითქმის გიჟურს უწოდებს, მაგრამ ვერძი და მშვილდოსანი ტკბილი სიგიჟეა, რომლის გაზიარება და გაგება მხოლოდ მათ შეუძლიათ.
კურო და კირჩხიბი
კუროს და კირჩხიბის ურთიერთობა ძალიან ნაზად არის აგებული. ეს მგრძნობიარე კავშირია, სხვებისთვის შეუმჩნეველი ფსიქოლოგიური ტენდეციებით გამსჭვალული. რთული დასაჯერებელია, თუ რამდენად უგებენ პარტნიორები ერთმანეთს, რამდენად ყურადღებიანი არიან დეტალების მიმართ, რამდენად ნაზი არიან ურთიერთობაში. ახლობლებს შეუძლიათ თქვან: კირჩხიბი და კურო ძალიან ძლიერი წყვილია, რომელშიც უთანხმოება პრაქტიკულად არ არსებობს. დიახ, ეს სწორედ ასე გამოიყურება, მაგრამ არავინ იცის, თუ ერთმანეთს მხარს როგორ უჭერენ და რამდენად რომანტიკული და მგრძნობიარეა მათი კავშირი, რადგან მათი პირადი ხალხისთვის ხილული არაა.
კურო და თხის რქა
ეს კავშირი წინა წყვილის საპირისპიროა. ურთიერთობის საფუძველია ძლიერი ვნება, ემოციურობა. სიყვარული აქ სუსტი ქსელი არა, არამედ დაუპყრობელი ძალაა, რომლის ფლობაც გსურთ მთელ მსოფლიოს აცნობოთ და სიხარული გაუზიაროთ. გასაოცარი არა, რომ ვნებიანი კურო თხის რქასთან ერთად საწოლში ბევრ დროს ატარებს. უსამართლობა იქნება, თუ არ ვიტყვით, რომ ფიზიკური მხარე ამ წყვილის ერთადერთი გამაერთიანებელი არაა. სინამდვილეში ვნების გარდა უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც კურო და თხის რქა ერთად თავს კარგად გრძნობენ. ისინი ზედმეტად რომანტიკულები არ არიან, სამაგიეროდ პარტნიორით სრულად აღფრთოვანებული არიან, მას გრძნობენ, ერთგული არიან და ერთმანეთის გატაცებას იზიარებენ. ამ კავშირის ბევრს შურს, სურთ ასეთივე ბედნიერებას მიაღწიონ. ლოგიკურია, რომ კურო და თხის რქა 12 იდეალური წყვილის სიაში შედის.
კურო და ქალწული
ეს ძალიან დაბალანსებული კავშირია. თუ კურო არის ნიშანი, რომელსაც ბევრთან შეუძლია ურთიერთობის აწყობა, რადგან განსხვავებული არსებობს. ქალწული – მკაცრი წესების და ურყევი შეხედულებების ადამიანია. მოუქნელობა ქალწულს რთულ პარტნიორად აქცევს, ვისთანაც საერთო ენის პოვნა და ქორწინებაში ბედნიერების პოვნა რთულია. თუმცა კუროს არა მხოლოდ ამის გაკეთება, არამედ ქალწულის კარგად გრძნობა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ერთ–ერთ საუკეთესო წყვილს ქმნიან. რთული ასახსნელია, თუ რატომ არიან კარგად ქალწული და კურო ერთად. ეს იმიტომ, რომ ხალხში გრძნობების გამოჩენა არცერთს არ სჩვევია. მათი კავშირი კარგად დაგეგმილია, იდეალური ბრილიანტი, რომელიც ვნებას, პატივისცემას, სიყვარულს და მეგობრობას ასხივებს. ბალანსის კუთხით, კურო და ქალწული იდეალური წყვილია.
ტყუპები და სასწორი
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები მაღლა დაფრინავენ, ამიტომ მათთან მიახლოება ყველას არ შეუძლია. გვერდიდან ისე ჩანს, რომ მათ ყველაზე მშვიდი ცხოვრება აქვთ, რომელიც კაშკაშა მოვლენებს, ძვირადღირებულ შენაძენს, შორეულ მოგზაურობებს მოკლებულია. ტყუპები და სასწორი ასეთ ღირებულებებს არ უარყოფენ, მაგრამ ურთიერთობაში ფსიქოლოგიურ ასპექტებს და პარტნიორის ინტელექტს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ორივე შესანიშნავი ერუდიტები არიან, დიალოგში ხალისის შეტანა შეუძლიათ, რთულ თემებში, ოცნებებში, ასევე ერთმანეთის ცნობიერების ყველაზე ფარულ კუთხეებში სულ უფრო იძირებიან.
ტყუპები და მერწყული
კვლავ, ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები იდეალური წყვილების სიაში აღმოჩნდნენ. აქ, განსხვავებული სიტუაციაა. ტყუპები და მერწყული საერთო ინტერესებს ცხოვრების ყველაზე უჩვეულო ასპექტებში პოულობენ. მათთვის ახალი სამყაროს ერთად შეცნობა საინტერესოა. ცვალებადობამ შეიძლება სხვა წყვილში არეულობა შემოიტანოს, მაგრამ არა ამ ორისთვის! ცვლილებები ახალი აღმოჩენების, კვლევის და ცოდნის მიღების შესაძლებლობაა. ექსპერიმენტები არ აშინებთ და ნებისმიერ წამოწყებაში ერთმანეთს მხარს უჭერენ. ზოგისთვის ეს ცხოვრება ქაოსს ჰგავს, მაგრამ მერწყულისა და ტყუპებისთვის ეს ემოციების, გრძნობების და ბედნიერების ქარიშხალია.
კირჩხიბი და მორიელი
ეს ძალიან ემოციური კავშირია. მათ ახლობლებს რომ კითხოთ, ერთმანეთს თუ შეეფერებიან, გიპასუხებთ – არა და მწარედ შეცდებიან. ეს ნამდვილად ძალიან უჩვეულო კავშირია. ორი ემოციური, მგრძნობიარეა, ღრმა ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საპირისპირო სქესის ყველა წარმომადგენელი ვერ ახერხებს. გვგონია, რომ ორი ასეთი რთული ნიშანი ერთმანეთს დატანჯავს, მაგრამ ასე არაა. მორიელი კირჩხიბის მგრძნობიარე ბუნებას სათუთად ეპყრობა, ის, თავის მხრივ, მორიელის ძლიერ ვნებას პატივს სცემს. ისინი ყველაზე ღრმა დონეზე ერთიანდებიან და მყარ და ბედნიერ კავშირს ქმნიან. ზოგჯერ ლაპარაკიც არ სჭირდებათ, რომ ერთმანეთს გაუგონ. ერთად ყოფნაც კი აბედნიერებთ.
კირჩხიბი და თევზები
შესანიშნავი წყვილი, რომლებიც არა მხოლოდ წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. ხალხი მათში ერთიანობას ხედავს. ასეთ კავშირში ცოლ–ქმარი ერთმანეთს ემსგავსება, საერთო მოსაზრებებს მხარს უჭერენ და ერთ ტალღაზე ცხოვრობენ. ამ წყვილის ცალ–ცალკე წარმოდგენა რთულია. უთანხმოების გამო კირჩხიბის და თევზების ჩხუბზე იშვიათად გაიგებთ. მათი სახლი ჰარმონიის დამრღვევ ელემენტებს არ შეიცავს. ჩვეულებრივ, ერთმანეთს თემატურ ღონისძიებაზე ხვდებიან და საერთო ინტერესების გამო ახლოვდებიან. ხშირად კირჩხიბი და თევზები სამსახურში თანამშრომლები არიან, უფრო ხშირად ხელოვანები, ერთი საქმით გატაცებულნი. მხატვრის და მუსიკოსის ოჯახი ხშირად ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლების მიერ იქმნება.
ლომი და მშვილდოსანი
შეამჩნევდით, რომ ბევრი იდეალური წყვილი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლებისგან შედგება. გასაგებიცაა, რადგან მათ საერთო ბუნება, შეხების უფრო მეტი წერტილი აქვთ. ეს ვარიანტიც გამონაკლისს არ წარმოადგენს. ლომის და მშვილდოსნის კავშირში სერიოზული ვნება დუღს. ცეცხლის ორი ნიშანი ნამდვილ ხანძარს ქმნის. ერთმანეთისთვის ნამდვილ ბატარეას წარმოადგენენ და ასე ერთმანეთს ძალით და ენთუზიაზმით კვებავენ. თითოეულ მათგანს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ ორივე პარტნიორის ცხოვრების და გატაცების მიმართ პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. ამის წყალობით ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. მათი ინტიმური ცხოვრება შეიძლება ეროტიკული ფილმების პროტოტიპი გახდეს, ხოლო ყოველდღიური საკითხები დაპირისპირებას საერთოდ არ იწვევს. რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტი მათაც აქვთ, მაგრამ ასე უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე სხვა წყვილებში.
მერწყული და სასწორი
ამ კავშირს თქვენი გაოცება შეუძლია. ისინი არ ცდილობენ, რომ სხვებმა გაუგონ, მთავარია – ურთიერთგაგება და ურთიერთობაში სიცხადე. მათი ურთიერთობა ექსტრავაგანტულად, ეგზოტიკურად გამოიყურება ან საერთოდ მისტიკური შეფერილობა დაკრავს. საქმე იმაშია, რომ სასწორი და მერწყული ყველაზე უჩვეულო საკითხებით გატაცებულნი არიან, ერთობლივი კვლევა წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებთ. ასტროლოგების, ჯადოქრების, ავანტიურისტების, ცირკის მსახიობების, მთამსვლელების ოჯახი – სია შეიძლება გავაგრძელოთ, რადგან მერწყული და სასწორი არაპროგნოზირებადები არიან და ყოველთვის შეიძლება არასტანდარტული გატაცება იპოვონ. მათ კიდევ ერთი მსგავსი თვისება აქვთ – ორივე ერთმანეთს უთმობს, რომ ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწიოს. ისინი ძალებს აბალანსებენ, კონფლიქტებს აგვარებენ, ზედმეტი ემოციების თავიდან აცილებას ცდილობენ, სწორედ ამიტომ, მათი გულები უნისონში მარტივად გადადის.
თევზები და მორიელი
ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ მათ კარმული კავშირი აქვთ. რთული სათქმელია, ყოველთვის ასეა თუ არა, მაგრამ ამ წყვილზე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება იქმნება. თითქოსდა ერთმანეთისთვის დაიბანდნენ. ერთმანეთის უკეთ გაცნობას არც ცდილობენ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა მთელი ცხოვრება ერთმანეთს იცნობენ. თითქოსდა მათ საერთო ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია, ახლა მხოლოდ თამაში უწევთ. მათი კავშირი იმდენად ღრმაა, რომ ზოგჯერ სიტყვები არ სჭირდება – საკმარისია მხოლოდ ინტუიცია, რომ პარტნიორს გაუგოთ. თუ თევზების და მორიელის შეხედულებები განსხვავდება, ცდილობენ ამაზე აქცენტი არ გააკეთონ და სხვა თემაზე გადაერთონ.
ჩვენ, 12 კავშირი განვიხილეთ, რომელთა შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მათი კავშირი ზეცაში გადაწყდა. ვარსკვლავები ასეთ წყვილებს ანებივრებენ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არ იფიქროთ, რომ სხვა კავშირი იდეალური არ იქნება. მთავარია, პარტნიორთან საერთო ენა იპოვოთ და უკეთ ცხოვრება ისურვოთ. ეს ყველას შეგვიძლია, იმის მიუხედავად, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებული.