
ერთერთი ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის განვითარების საფრთხეზე, ეს არის ზიზღი ცხიმიანი საკვების და ხორცის მიმართ.
ქირურგ-ონკოლოგ ივან კარასევის თქმით, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნით დაავადების რისკის ქვეშ არიან უმეტესად 60 წელს გადაცილებული ადამიანები. კარასევმა ჩამოთვალა ფაქტორები, რომლებიც აძლიერებს ამ დაავადების ჩამოყალიბების რისკს.
- თამბაქოს მოხმარება
- ცხიმიანი საკვების ჭარბი მოხმარება
- ხილის და ბოსტნეულის სიმცირე რაციონში
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- შაქრიანი დიაბეტი
- სანაღვლე გზების დაავადებები
- ღვიძლის ციროზი
- ქრონიკული პანკრეატიტი
- კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომები და კისტები
კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნზე მიმანიშნებელ ნიშნებზე საუბრისას, ონკოლოგმა აღნიშნა, რომ ერთერთი ძირითადი სიმპტომი არის მტკივნეული შეგრძნებები. მან დააზუსტა, რომ ყველაზე უფრო ხშირად ტკივილი ძლიერდება ღამით, როდესაც ადამიანი წევს ზურგზე. ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ძალიან ცხიმიანი საკვების და ალკოჰოლის მიღებამ.
ექიმმა დამატებით დაასახელა მთელი რიგი სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები:
- ცხიმიანი საკვების და ხორცის მიღების სურვილის არ ქონა.
- გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ
- კანის და ლორწოვანი გარსების ფერის ცვლილება (ხდება მოყვითალო, მომწვანო)
- კანის ქავილი
- საკვების მიმართ ზიზღი
- სხეულის წონის დაკლება