
თურქმა ექიმმა- ნეფროლოგმა სერქან ილდიზმა მოგვითხრო, თუ რატომ არის საშიში წყლის დალევა წყურვილის გარეშე.
,,ნუ დალევთ წყალს, თუ არ გრძნობთ წყურვილს’’-ასეთი რჩევა გასცა მან ინტერვიუში.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობით წყლის მიღება, უამრავი ადამიანისთვის ასოცირდება ცხოვრების ჯანსაღ წესთან და კარგ აღნაგობასთან. თუმცა, ექიმის თქმით, რჩევები დიდი რაოდენობით წყლის მიღებასთან დაკავშირებით მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს. უფრო მეტიც, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრემია, მდგომარეობა რაც გამოწვეულია ჭარბი რაოდენობის სითხის მიღებით.
ნეფროლოგი გვაფრთხილებს, წყურვილის გარეშე, ჭარბი რაოდენობის წყლის მიღების საზიანო შედეგის საფრთხის შესახებ და აზუსტებს, რომ დიდი რაოდენობის წყლის მიღება იწვევს ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოდევნას. ნატრიუმის შემცველობის ნორმა არის 135-145 მილიმოლი ერთ ლიტრ სისხლში და თუ მისი მაჩვენებელი იქნება 135-ზე დაბალი, ეს უკვე პრობლემაა.
ზოგს ჰგონია, რომ ნატრიუმის უკმარისობა შეუძლია აინაზღაუროს მარილის გამოყენებთ. ექიმი გვაფრთხილებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეცდომაა, თუ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ან გულის დაავადება. დამატებითი მარილი, მხოლოდ გააუარესებს მათ მდგომარეობას.
ექიმმა განაცხადა, რომ არასწორია წარმოდგენა, თითქოს დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება გვეხმარება წონის დაკლებაში ან თირკმელების გაწმენდაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი არ განიცდის წყლის ნაკლებობას.
აქედან გამომდინარე მან დაასკვნა, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა, წყლის ზომიერი მოხმარება წყურვილის მიხედვით. ამასთანავე მნიშვნელოვანია მარილის ზომიერი რაოდენობით გამოყენებაც.