სამი რჩევა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

0
719

50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ჯანსაღად ფუნქციონირებას.

ბიოტექნოლოგიური კომპანია BIOMES-ის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს 50 წელს გადაცილებული 2000 ადამიანის ნაწლავური ბაქტერიები. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავის ბაქტერიული შემადგენლობა ასაკთან ერთად განიცდის სახეცვლილებას. 50 წელს გადაცილებული ადამიანის ნაწლავში შემცირებულია, როგორც ბაქტერიების საერთო რაოდენობა, ასევე მათი შტამების მრავალფეროვნება. სპეციალისტების თქმით, თუ ნაწლავში არ არის დაბალანსებული მავნე და სასარგებლო ბაქტერიების თანაფარდობა, შესაძლოა გაიზარდოს ანთებითი პროცესები, რაც უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის კედლის მდგომარეობაზე. ეს თავის მხრივ იწვევს დაავადებებს და დაბერების ტიპიურ პროცესებს- იმუნური სისტემის დაქვეითებას, კუნთების მოდუნებას და კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებას.

ექსპერტები 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურჩევენ გაიუმჯობესონ ჯანმრთელოს მდგომარეობა, ჯანსაღად ფუნქციონირებადი ნაწლავური ფლორით.

  • იკვებეთ ჯანსაღად. 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის სასარგებლოა იკვებონ ხმელთაშუა ზღვის დიეტის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის, ახალი მწვანილის, ხარისხიანი ზეთების, თევზის და მცირე რაოდენობით ხორცის მოხმარებაზე. თხილეული და ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა დამწნილებული კომბოსტო ან კეფირი ასევე სასარგებლოა ამ ასაკში კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღისთვის.
  • იყავით აქტიურები. კვლვებები გვიჩვენებს, რომ თამბაქოს მომხმარებლებელი ადამიანები და ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებულები სპორტით, ბერდებიან შედარებით ადრე. ამიტომ საჭიროა ხანგრძლივი გასეირნება დღეში ერთხელ მაინც. კიდევ ერთი რჩევა 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს: საჭიროა დაკავდეთ სპეციალური ვარჯიშებით წონასწორობის და მოქნილობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია 7-8 საათიანი ძილი.
  • იყავით კონტაქტურები. ახლობელ ადამიანებთან ერთად სიცილი, იწვევს ორგანიზმში ნეირომედიატორების ე.წ ბედნიერების ჰორმონების დონის მომატებას. ამ დროს ნაწლავურ მიკრობიომშიც უმჯობესდება ბაქტერიების მრავალფეროვნების მაჩვენებელი. მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები დადებითად მოქმედებს ნაწლავურ მიკრობიოტზე. ისინი გვირჩევენ ხშირად ვეკონტაქტოთ ახლობლებს თუნდაც ვიდეოზარის გამოყენებით.