
ადამიანები, რომლებიც არიან ალერგიულები მცენარის მტვერზე, შესაძლოა იყვნენ ალერგიულები ასევე სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიმართაც.ექიმი ალერგოლოგი დალი მაჭარაძე აცხადებს, რომ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ ალერგია მცენარის მტვერზე, საჭიროა საკვები რაციონიდან გამორიცხონ ჯვარედინად მორეაგირე პროდუქტები.
პროფესორი მაჭარაძე განმარტავს, რომ თუ ალერგიას იწვევს ხეების ყვავილობის პერიოდი, მაშინ საჭიროა უარი ვთქვათ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა:
- ვაშლი
- მსხალი
- ქლიავი
- ატამი და ვაშლ-ატამა
- სტაფილო
- ნიახური
- ოხრახუში
ალერგოლოგმა აღნიშნა, რომ სჯობს ეს პროდუქტები არასოდეს მოიხმაროთ თერმული დამუშავების გარეშე და ასევე წვენების და განსაკუთრებით ახლადგამოწურული წვენების სახით.
ადამიანებს, რომლებიც არიან ალერგიულები ბურღულეული კულტურის ყვავილის მტვერზე, ექიმი ურჩევს არ გამოიყენონ საკვებად თაფლი, ვინაიდან ფუტკარმა შესაძლოა შეაგროვა ასეთი მცენარეების მტვერი.
არის ალერგიული ადამიანების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც რეაგირებენ სარეველა მცენარეების ყვავილის მტვერზე. ასეთ ადამიანებს ექიმი ურჩევს უარი თქვან შემდეგ პროდუქტებზე:
- მზესუმზირა
- მზესუმზირის ზეთი
- ნესვი და საზამთრო
- თაფლი
- სანელებლები.