მომატებული არტერიული წნევა: სასმელები, რომლებიც სასრგებლოა ჰიპერტონიკებისთვის

0
671

ჰიპერტონიკებისთვის სასარგებლოა არა მარტო სუფთა წყლის დალევა, ზოგიერთი სასმელის დალევამ შესაძლოა აგრეთვე გააუმჯობესოს სისიტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მაჩვენებელი.

  • ბროწეულის წვენი. მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ბროწეულის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია ჰიპერტონიკებისთვის. მეცნიერების დასკვნით ბროწეულის წვენის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება განპირობებულია, მასში პოლიფენოლების მაღალი შემცველობით. ეს ნივთიერებები იძლევა ანტიათეროგენულ, ანუ ათეროსკლეროზის განვითარების საწინააღმდეგო ეფექტს. პოლიფენოლები იცავენ სისხლძარღვოვან ქსოვილებს ანთებითი პროცესებისგან. მეცნიერები კონსტატირებენ ფაქტს, რომ რიგ შემთხვევაში ბროწეულის წვენის მიღების შემდეგ სისტოლური არტერიული წნევა ვარდებოდა 4,96 მმ ვწყ.სვ-ით, ხოლო დიასტოლური 2,01 მმ ვწყ.სვ-ით. სასმელის ეს ეფექტი აღინიშნებოდა ჰიპერტონიკებში, რომლებიც მოიხმარდნენ დღეში 240 მლ ბროწეულის წვენს.
  • მოცვის და ალუბლის წვენი. ჟურნალმა European Journal of Nutrition- გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოცვის და ალუბლის წვენის, ჰიპერტონიით დაავადებული ადამაინების რაციონში ჩართვამ, შესაძლოა გააუმჯობესოს მათი არტერიული წნევის მაჩვენებლები. სტატიაში ნათქვამია, რომ მოცვის წვენის მოხმარება იწვევს სისტოლური წნევის დაწევას საშუალოდ 3,68 მმ ვწყ.სვ-ით, ხოლო დიასტოლურის 1,52მმ ვწყ.სვ-ით. რაც შეეხება ალუბლის წვენს, მისი მოქმედების ანალოგიური ციფრებია, შესაბამისად 4 და 3,11.
  • ჩაი. ჩაის ზემოქმედებას არტერიულ წნევაზე შეისწავლიდნენ პეკინის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნაციონალური ცენტრის მეცნიერ-მუშაკები. მათი ვერდიქტია: მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება იწვევს სისტოლური არტერიული წნევის დაწევას 2,1 მმ ვწყ,სვ-ით, დიასტოლურის კი -1,7 მმ ვწყ.სვ-ით. შავი ჩაი შესაბამისად 1,4 მმ ვწყ.სვ-ით და 1,1 მმ ვწყ.სვ-ით.
  • კარკადე. ჰიბისკუსის ძოწისფერი ნაყენი, ასევე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ჰიპერტონიკებისთვის, თუ მიიღებენ მას ცივ მდგომარეობაში. Express Health-მა ჩაატარა კვლევა. კვლევის მონაწილეთა ერთ ჯგუფს ასმევდნენ კარკადეს ჩაის, მეორე ჯგუფს კი პლაცებო სასმელს. პირველი ჯგუფის მონაწილეებს 6 კვირის შემდეგ დაუფიქსირდათ ჰიპოტენზიური ეფექტი, მეორე ჯგუფის მონაწილეებს კი არა. ისინი სვამდნენ დღეში სამ-სამ ჭიქა სასმელს.
  • ასკილის ნაყენი. ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს, მცენარეულ ქიმიკალიებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობაზე. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასკლის ნაყენის ყოველღიური გამოყენება, რომელიც შეიცავს 40 გრამ ასკილის ფხვნილს, ექვსი კვირის შემდეგ იწვევს სისტოლური არტერიული წნევის დაწევას მთელი ოთხი პუნქტით.
  • ჩაის სოკო. ჩაის სოკოს ნაყენი გამოირჩევა სხვადასხვა სახის პრობიოტიკების მაღალი შემცველობით. ჩაის სოკოს ნაყენის გამოყენება ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ნაწლავის ფლორა სასარგებლო ბაქტერიებით. ამ სასმელის დედებითი მოქმედება კუჭ-ნაწლავზე, აუმჯობესებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრებსაც. მაგალითად, ამაღლებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე. აქედან გამომდინარე ეს სასმელიც სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის.