კვლევებით დასტურდება, რომ ყავის ხანგრძლივი გამოყენება დადებითად მოქმედებს წონის კონტროლზე.

0
667

სხეულის წონის დაკლების მცდელობის შედეგი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად თუ ნელა მიმდინარეობს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები მოწმობს, რომ ყავა არის ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ბუნებრივი აქტივატორი.

,,კოფეინი მთლიანობაში ხელს უწყობს სხეულის წონის ინდექსის დაბალანსებას და ეფექტურად აჩქარებს მეტაბოლიზმს’’

ყავის აღნიშნულ თვისებას განაპირობებს მასში ანტიოქსიდანტების, კონკრეტულად კი პოლიფენოლების მაღალი შემცველობა.

როგორ დავლიოთ ყავა, რომ წონის დაკლების მცდელობა იყოს რაც შეიძლება უფრო შედეგიანი? მეცნიერები გვირჩევენ:

  • ყავის დალევას ვარჯიშის წინ. ყავის დალევა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე, ხელს უწყობს ცხიმების სწრაფ წვას და იძლევა ბევრ ენერგიას ოფლის ინტენსიური გამოყოფისთვის.
  • საკვების მიღების წინ. წონის დაკლების მთავარი წესი ასეთია: საჭიროა კალორიების მეტი წვა და ნაკლები მიღება. სწორედ ყავა გვეხმარება ამაში. კოფეინის მოხმარება ამცირებს მადას და თუ დავლევთ ყავას საკვების მიღების წინ, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად დავნაყრდეთ და ნაკლები რაოდენობის საკვები მივიღოთ.
  • უშაქრო ყავა. ვისაც მოსწონს ტკბილი ან ნაღებიანი ყავა, წონის კლების მიზნით, უმჯობესია შეცვალოს ის შავი ნატურალური ყავით. წონის კორექციისთვის ყველაზე საუკეთესოა ნატურალური შავი ყავა, ყოველგვარი დამატკბობელის გარეშე. იმისთვის რომ შევამსუბუქოთ მისი ზემოქმედება კუჭზე, საჭიროა დავამატოთ ცოტაოდენი რძე და სულ ესაა.

ასევე რეკომენდირებულია არ მოვიხმაროთ ყავა, დღეში 2-3 ჭიქაზე მეტი რაოდენობით, ვინაიდან კოფეინმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული პრობლემები.