თაფლი , ლიმონი და ექინაცეა : გვეხმარება თუ არა ესენი დავიცვათ თავი გაციებისგან და გავიძლიეროთ იმუნიტეტი

0
490

მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული – გაციების და გრიპის სეზონი – დასასრულს უახლოვდება, ჩვენი იმუნური სისტემა ყოველთვის მოითხოვს ფუნქციონირების დონის ამაღლებას. განსაკუთრებით კი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. არც თუ ისე იშვიათად მივმართავთ სხვადასხვა საშუალებას, რათა გავიძლიეროთ იმუნიტეტი და გავზარდოთ მისი მდგრადობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ვიწყებთ ისეთი ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებას, როგორიცაა თაფლი, ლიმონიანი ჩაი და ექინაცეა. სწორია თუ არა ეს? გვეხმარება თუ არა ეს სინამდვილეში ?

ექინაცეა

ექინაცეა ითვლება გაციების და გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად. თუმცა, ჯერ არ არსებობს მცენარის სარგებლობის შესახებ კვლევაზე მომუშავე მეცნიერების ერთიანი დასკვნა. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში არსებობს ექინაცეას რამდენიმე სახეობა. ყველა მათგანი განსხვავდება შემადგენლობით და აქტიური ინგრედიენტების შემცველობით. არ არსებობს შეთანხმებული რეკომენდაცია მისი მიღების, დოზირების, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის და პროფილაქტიკის შესახებ. ამიტომ, ვერ დავიწყებთ ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცებას, რომ ექინაცეა სასარგებლო კომპონენტია.

ელდერი

არსებობს აზრი, რომ ელდერი საუკეთესო ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ზამთარში, რათა შევამციროთ ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება. არსებობს აზრი, რომ იგი ვითომდა ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და ანთებით პროცესებს. თუ დავუჯერებთ კვლევებს, ელდერის ნაყენს შეუძლია შეამციროს გაციებით გამოწვეული ცუდი შეგრძნებები. ის უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვადასხვა გრიპისსაწინაღმდეგო მედიკამენტები, რადგანაც უფრო უკეთ ეწინააღმდეგება ვირუსის უჯრედებში შეღწევას. თუმცა ელდერს არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული მოქმედება ინფექციის წინააღმდეგ. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ საშუალების ამორჩევისას.

თაფლი, ლიმონი, ჯანჯაფილი

მრავალი ასეული წლის განმავლობაში თაფლი, ლიმონი და ჯანჯაფილი პოპულარული ხალხური საშუალებებია. ეს სამეული ეხმარება პლანეტის მილიონობით მკვიდრს, თავი დაიცვან გაციების და გრიპისგან. თუმცა არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, იმისა რომ, მათი საშუალებით შესაძლებელია სწრაფად გამოჯანმრთელება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რაციონში ეს კომპონენტები უფრო მეტად პროფილაქტიკისთვის და დამშვიდებისთვისაა საჭირო.

ნიორი

იმუნიტეტი იქნება მეტად დაცული, თუ საკვებ რაციონში ჩავრთავთ ნიორს. მისი გამოყენებით ორგანიზმი გახდება უფრო მედეგი სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციების მიმართ. საქმე იმაშია, რომ ნიორი არის საუკეთესო ანტიოქსიდანტი, ანტიბიოტიკი, რომელიც ებრძვის სხვადასხვა მიკრობებს, მათ შორის სტაფილოკოკს.ყოველ შემთხვევაში ასე ითვლება და რიგი გამოკვლევებიც ადასტურებს გავრცელებულ აზრს.

კურკუმა

მრავალი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ კურკუმის გამოყენება ამაღლებს იმუნიტეტს და საუკეთესო დაცვაა ვირუსების და ინფექციებისგან. თუმცა ისინი აჭარბებენ. არ არსებობს კურკუმის ეფექტურობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება. მაგრამ ცალსახაა, რომ კურკუმა შველის ანთებითი პროცესების დამარცხებას და ეხმარება ორგანიზმს თავი დაიცვას უჯრედებში ვირუსების შეღწევისგან.

თუმცა გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ხალხური საშუალებების გამოყენება არ არის ორგანიზმის დაცვის და იმუნიტეტის ამაღლების ერთადერთი უტყუარი მეთოდი.