ექიმმა ზენონ ანდრეუმ დაასახელა მომატებული ქოლესტერინის ყველაზე საშიში სიმპტომები

0
687

საშიში დარღვევები ორგანიზმში, რომლებიც გამოწვეულია ქოლესტერინის მაღალი დონით, შესაძლოა იყოს ამ პრობლემის ძირითადი სიმპტომები.

ქოლესტერინი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის საფრთხეს.  განსაზღვრული დოზებით იგი აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. იგი ეხმარება ორგანიზმს უჯრედული მემბრანების, გარკვეული სახის ჰორმონების  და D ვიტამინის ფორმირებაში. საშიშ დარღვევად ითვლება ე.წ “მავნე” ქოლესტერინის მომატება, რომელიც შედგება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისგან.

“როდესაც ვსაუბრობთ ქოლესტერინის მაღალ დონეზე, ეს ნიშნავს, რომ სისხლში ცირკულირებს დიდი რაოდენობით დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, რომელიც გროვდება თქვენს არტერიებში და ხელს უწყობს მათ დახშობას. ეს კი ამიცირებს სისხლის ნაკადს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან”- გვაფრთხილებს ექიმი ზენონ ანდრეუ.

ექიმმა შეგვახსენა, რომ ქოლესტერინის კონცენტრაციის მომატების პროცესი, ჩვეულებრივ არ გამოიხატება რაიმე გარეგნული სიმპტომით. ამ დარღვევის პირველი შესამჩნევი ნიშნები შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში მდგომარეობა.

“მომატებული ქოლესტერინის პირველი გამაფრთხილებელი სიმპტომები, შესაძლოა მიგვანიშნებდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე”

ექიმის თქმით, ამ პრობლემის ერთ-ერთი საშიში გამოვლენა შეიძლება იყოს სტენოკარდია-მომჭერი ხასიათის ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში. იგი გამოწვეულია გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადის შემცირებით.  მაღალი ქოლესტერინით გამოწვეულ სხვა, უფრო საშიშ სიმპტომებებად, ექიმი ანდრეუ ასახელებს ინსულტს და გულის შეტევას.

ექიმმა დააზუსტა, რომ ამგვარი დარღვევების გამოვლენა, მიუთითებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემოწმების აუცილებლობაზე. ქოლესტერინის დონის განსაზღვრა შესაძლებელია მარტივად, სისხლის ანალიზით. მნიშვნელოვანია გამოკვლევა ჩაიტარონ საშუალო ასაკის პირებმა, ასევე მათ, ვისაც გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორები. (მაგ: ზედმეტი წონა, უძრავი ცხოვრების წესი, თამბაქოს მოხმარება).

ასევე, ექიმი გვირჩევს გავაკონტროლოთ იმ საკვების მოხმარება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს. ასეთი საკვები იწვევს ღვიძლის მიერ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის გამომუშავების სტიმულირებას.