შარდის სუნის ცვლილება, როგორც მეორე ტიპის დიაბეტის უტყუარი ნიშანი

0
500

შარდის სუნის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სისხლში შაქრის მაჩვენებლის მაღალი დონით, შეიძლება იყოს მეორე ტიპის დიაბეტის ნიშანი.

შაქრის მაღალი დონე სისხლში, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას, რაც ზრდის ინსულტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ასევე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს. ამიტომ, აუცილებელია დროული რეაგირება, როგორც კი გამოვლინდება მეორე ტიპის დიაბეტის ნიშნები. ქრონიკული  დაავადება შესაძლებელია გადავიდეს რემისიაში, ადრეულ სტადიაზე დროული თერაპიით.

ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სისხლში შაქრის დონე მომატებულია არის შარდის სუნის ცვლილება, რომელიც ხდება მოტკბო.

“მოტკბო”  შარდი შეიძლება დაკავშირებული იყოს მეორე ტიპის დიაბეტთან. ორგანიზმი ცდილობს განდევნოს გლუკოზის ჭარბი რაოდენობა, რაც გამოიხატება ხშირი შარდვით. შარდი ამ დროს იძენს დამახასიათებელ სუნს.

დაავადების სხვა სიმპტომებია: გადამეტებული წყურვილის გრძნობა, დაღლილობა და ქავილი გენიტალიების მიდამოებში. შარდში დიდი რაოდენობით შაქარი ხდება სხვადასხვა ინფექციის წყარო, რაც იწვევს გაღიზიანებას. ამასთანავე დიაბეტის დროს ორგანიზმი მიდრეკილი ხდება რძიანას დაავადების მიმართ.