ვიტამინ ბ12 -ის დეფიციტით გამოწვეული 3 ფიზიკური ცვლილება ადამიანის გარეგნობაში

0
800
ვიტამინ ბ12 -ის დეფიციტი

ვიტამინი ბ12 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის. იგი მონაწილეობს ყველა უჯრედის გენეტიკური მასალის, დნმ -ის შექმნაში. 13 წლის ასაკიდან, ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში ესაჭიროება 3 მიკროგრამი ბ-12.  ვიტამინი ბ-12 მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების შექმნაში, რომელთაც მთელს ორგანიზმში, ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადი გადააქვთ . ბ12 ასევე აუცილებელია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ვიტამინ ბ12-ის დეფიციტმა , თუ დროულად არ მოხდა მისი კორექტირება, დროთა განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ანემიის მძიმე ფომა, რომელიც თავის მხრივ იწვევს გულის უკმარისობის წარმოშობის რისკს და აგრეთვე კუჭის სიმსივნეს.

კლინიკა მეიოს მონაცემებით ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის ნაკლებობა , შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: ნევროლოგიური, ფსიქიური და ფიზიკური.

სპეციალისტები ასახელებენ  ბ-12 ის დეფიციტით გამოწვეულ 3 ფიზიკურ ცვლილებას:

  • კანი—  ერთ-ერთი სიმპტომი ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის ნაკლებობის არის კანის ღია- მოყვითალო შეფერილობა.
  • ენა —  ბ 12 -ს ნაკლებობისას ენა ძალიან წითელია და გამოიყურება არაჯანსაღად.
  • პირის ღრუ  — პირის ღრუში, რბილ ქსოვილებსა და ღრძილებზე წარმოიქმნება წყლულები.

მედიკოსები გვირჩევენ, რაც შეიძლება დროულად მივმართოთ ექიმს, როგორც კი შევნიშნავთ კანის მოყვითალო ელფერს, წყლულებს პირის ღრუში ან ძალიან წითელ ენას.

სპეციალისტების თქმით, ვიტამინ ბ12 -ის დეფიციტი, ყველაზე დამანგრევლად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე. ისინი მოგვიწოდებენ ყურადღება მივაქციოთ ორგანიზმში მიმდინარე შემდეგ ცვლილებებს :

  • ყაბზობა
  • ჩხვლეტა , გაბუჟება ან სხვა უცნაური შეგრძნებები ხელებსა და ფეხებში ( განსაკუთრებით ტერფებში)
  • მხედველობის დარღვევა
  • სიარულის დარღვევა და პრობლემები წონასწორობასთან
  • ნეგატიური განწყობა  , გრძნობები , ფიქრები და ქცევა.
  • აზროვნების გართულება და გულმავიწყობა
  • გაზრდილი გაღიზიანებადობა
  • დეპრესია
  • მიდრეკილება ფსიქოზისადმი