საუკეთესო ნიღაბი პიგმენტური ლაქების გასაქრობად. ახლა სუფთა და ჯანსაღი კანი მაქვს

0
801

ბევრ ადამიანს პიგმენტური ლაქები აწუხებს. პირადად, მე, მზის ზემოქმედებით ხშირად მიჩნდება, როცა ჩემი SPF დაცვა საკმარისი არაა, ან ანთების შემდეგ პოსტაკნეს ლაქები მრჩება. ასეთი ლაქების არსებობა ძალიან მაღიზიანებდა, თან ბევრი მატონიზირებელი კოსმეტიკის გამოყენება არ მიყვარს. სწორედ ამიტომ, ლაქების გასაქრობად საუკეთესო და სწრაფი მეთოდის მოძებნა გადავწყვიტე.

გამახსენდა, როგორ ყვებოდა ჩემი დაქალი კრემ–ნიღბის შესახებ, რომელმაც დედამისს პირველივე გამოყენებაზე ძველი პიგმენტური ლაქები გაუღიავა. იმწამსვე შევუკვეთე!

საქმე ეხება KORA–ს ნიღაბს. კრემ–ნიღაბი ხილის მჟავებით „ექსფოლიანტი“. მასში შედის AHA მჟავები (ღვინის, ლიმონის, რძის, გლიკოლის მჟავები), დ–პანთენოლი, ალანტოინი, ყურძნის ზეთი.

ეს ის შემთხვევაა, როცა კანზე ნიღბის დადებითი მოქმედება მყისიერად ჩანს. და არ ვაჭარბებ.

გამოყენების შემდეგ შევნიშნე: ნიღაბმა ფორები შესანიშნავად გაწმინდა, ცხვირზე შავი წერტილები საგრძნობლად შემცირდა, უფრო გაღიავდა, პოსტაკნეს ლაქები გაღიავდა (კურსის გამოყენების შემდეგ საერთოდ გაქრა), სახის ფერი გათანაბრდა, ხოლო კანი უფრო გლუვი და მკვრივი გახდა. ნიღაბი მჟავების შემცველობის წყალობით კანს ნაზად წმენდს და ღრმად ატენიანებს. ყოველი გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ ლაქები ღიავდება და ქრება.

ნიღბის წასმისას კანის წიწკვნას იგრძნობთ, რაც ნორმალურია. აუცილებლად 5-6 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ (უფრო დიდხანს არ გაიჩეროთ!). თუ ძალიან ძლიერ გწიწკნით, 3 წუთით გაიჩერეთ. კანი ოდნავ შეწითლდება, ამ ნიღბისთვის ესეც ნორმალურია. სიწითლე სწრაფად გაქრება.

ერთადერთი „მაგრამ“: მჟავების შემცველი ნიღბის გამოყენების შემდეგ აუცილებელია კრემი მინიმუმ 30 SPF ფაქტორით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს.

ნიღაბი 100 მლ მოცულობისაა, ზუსტად 40 გამოყენებაზე გეყოფათ და სადღაც 25-30 ლარი ღირს. სწორედ ამიტომ, ბიუჯეტურ სეგმენტში  ერთ–ერთი საუკეთესო ნიღაბია ხილის მჟავებით. ერთხელ გამოყენების შემდეგ კვლავ და კვლავ ვყიდულობ.