იმუნიტეტისთვის სასარგებლო პროდუქტები

0
337

რა ვიცით სუპერფუდის შესახებ? ისინი პროდუქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს და მინერალებს შეიცავენ. ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენს ორგანიზმს ამ სახიფათო პერიოდში სჭირდება, რადგან ზოგიერთი პროდუქტი იმუნიტეტს ნამდვილად აძლიერებს. ავსტრიის ჯანმრთელობის ცენტრის Verba Mayr-ის ექიმ–დიეტოლოგი, ირინა პოპოვა გიამბობთ, თუ რომელი პროდუქტები ითვლება სუპერფუდად იმუნიტეტისთვის.

„ამ დროისთვის სხვადასხვა საიტებზე სუპერფუდების ჯადოსნური თვისებების შესახებ ინფორმაცია სავსეა, განსაკუთრებით კოჭის შესახებ, რადგან ცნობილი გახდა, რომ ის შეიძლება კორონავირუსის პროფილაქტიკა იყოს. ნამდვილად ასეა? კოჭა ფიტონციდების და ეთერზეთების წყალობით გამოხატულ ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. თუმცა ასეთი ეფექტი შეიძლება სხვა პროდუქტებმაც მოგცეთ – იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყოველდღიურ რაციონში სუპერფუდები ჩართეთ.

სუნელები და სანელებლები

კოჭის ალტერნატივა შეიძლება გახდეს სუპერ სანელებლები და სუნელები: წითელი წიწაკა, ილი, სალბი, მიხაკი, კურკუმა, რომლებიც ამა თუ იმ დონეზე ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდულ და იმუნომოდულატორულ თვისებებს ფლობენ. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ისინი შეგიძლიათ კერძებს ან სასმელებს, მაგალითად, ჩაის და ყავას, დაუმატოთ.

კრილი

კრილის (ზღვის წვრილი კიბო) ხორცი და ზეთი დიდი რაოდენობით ცილას და ნახევრად უჯერ ცხიმოვან მჟავას ომეგა 3–ს შეიცავს. გახსოვდეთ, რომ ცილა სტრუქტურული მასალაა დამცავი ანტისხეულების საწარმოებლად, ხოლო ომეგა 3 ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს. კრილის ხორცი ღირებულ, სასარგებლო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად ითვლება: მასში ტოქსინები არ გროვდება, შეიცავს ბევრ ვიტამინს და სასარგებლო ნატურალურ ნაერთებს. კრილის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, D ვიტამინებს.

ფერმენტირებული პროდუქტები

იმუნურ დაცვაში ნაწლავების როლის შეფასება რთულია. ნაწლავების მიკრობიოტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტირებული პროდუქტები და სასმელები: მჟავე კომბოსტო, ვაშლის მწნილი, ტიბეტური რძიანი სოკო, კომბუჩა, წყლიანი სოკო. ეს პროდუქტები წარმოიქმნება დუღილის პროცესში ბაქტერიების, სოკოს და ობის მონაწილეობით, რაც აუცილებელია ნაწლავების მოძრაობის გასაუმჯობესელად, ადგილობრივი იმუნიტეტის მხარდასაჭერად და საჭმლის მონელების დასარეგულირებლად.

კენკრა

კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მოცვი, ალუბალი, მოცხარი, ლურჯი მოცვი, შტოში, წითელი მოცვი, ცირცელი, ასკილი) როგორც ახალი, ასევე გაყინული ან ხმელი სახით იმუნიტეტისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინს, მინერალს, ანტიოქსიდანტს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს და ტანინებს შეიცავს. კენკრა შეგიძლიათ დაუმატოთ იოგურტებს, ხაჭოს, ფაფას, ან მისგან სმუზი, ნაყენი და დესერტი მოამზადოთ.

შიიტაკე

სოკო შიიტაკე შეიცავს ბეტა–გლუკანებს, რომლებიც ინფექციებთან საბრძოლველად მაკროფაგების სისტემას ააქტიურებენ.

პროდუქტები D ვიტამინით

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია – ის იმუნური სისტემის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ფაგოციტების აქტივობას ასტიმულირებს, ანტიმიკრობული ცილების წარმოებას აძლიერებს. მას იპოვით ვირთევზის ღვიძლში, ზღვის თევში, თევზის ქონში, ამიტომ ზოგჯერ თევზის დღე ნამდვილად უნდა მოაწყოთ.

მიკრომწვანილი

მიკრომწვანილი შეიძლება ნამდვილ სუპერფუდად ჩავთვალოთ. მას მიეკუთვნება საკვებად ვარგისი ბოსტნეულის აღმონაცენები და ბალახი (რუკოლა, ისპანახი, ოხრახუში, რეჰანი, ბურღულეული, კომბოსტო, ბოლოკი, ბარდა და ა.შ.), ლებანი და პირველი ფოთოლი აღმოცენებიდან 5-10 დღეზე. რით არის სასარგებლო აღმონაცენები? ყველა ახალგაზრდა მცენარეში ზრდის ამ სტადიაზე სასარგებლო ნივთიერებების კონცენტრაცია მაქსიმალურია და 10–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ზრდასრულ მცენარეში. მიკრომწვანილი სინთეზირებს ციტოკინებს – ზრდის და უჯრედების დაყოფის ბუნებრივი მასტიმულირებელი. მიკრომწვანილი მდიდარია ქლოროფილით, C, E, K, B ჯგუფის ვიტამინებით, კაროტინოიდებით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, სასარგებლო ეთერზეთებით და ტანინებით. რაც უფრო ახალია მწვანილი, მით უფრო სასარგებლოა. აი, თერმული დამუშავება კარგი არაა.

თუთიის შემცველი პროდუქტები

ხამანწკები, მიდიები და კალმარები – თუთიის შემცველი სუპერ პროდუქტებია. თუთია აუცილებელია არა მხოლოდ იმუნური დაცვის ფორმირებისთვის, არამედ ბევრი ორგანოს და სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ