
მზისგან დაცვა ყველაფერია, თუ სილამაზის და ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნება გსურთ. სულ უფრო მეტი გოგო და ქალი იყენებს კრემებს SPF ფაქტორით. ასეთი საშუალებები უბრალოდ აუცილებელია მათთვის, ვისაც პიგმენტაცია აწუხებს, რუტინაში მჟავებს იყენებს, ორალურ კონტრაცეპტივებს იღებს, არასტაბილური ჰორმონალური ფონი აქვს, მზეზე ყოფნა აკრძალულია, ასევე მათთვის, ვისაც კანის ნაადრევად დაბერება არ სურს.
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გიამბობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე, რომელთაც SPF კრემის გამოყენების დროს უშვებენ. ნახეთ, თქვენც ხომ არ უშვებთ მსგავს შეცდომებს. თუ ასეთ კრემებს ჯერ კიდევ არ იყენებთ, ახლავე სწორად გამოყენებით დაიწყეთ.
არასაკმარისი რაოდენობა
მხოლოდ კრემის წასმა საკმარისი არაა, თქვენ საკმარისი რაოდენობით უნდა წაისვათ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის შესაფერისი კრემი უნდა შეარჩიოთ, რომელიც კანზე ცხიმიან ბლინად არ დაგაჯდებათ. ბარდის ზომა კრემის აღება და სახეზე გადანაწილება – არასწორია! ოდესღაც მეც ასე ვაკეთებდი და ვერ ვხდებოდი, თუ რატომ „იფურჩქნებოდა“ პიგმენტური ლაქა ისე, როგორც ვაშლის ხეები მაისში.
ამ თემაზე ბევრი ექსპერტის მასალა წავიკითხე, რომ გამეგო, რამდენი კრემის წასმაა საჭირო. აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად 1 მლ–ია, რაც ცოტა არაა. ზუსტად ამდენია საჭირო, რომ იმდენი SPF მივიღოთ, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული. თუ იყენებთ კრემს SPF 30 და სახეზე ბარდის ზომას ისვამთ, დაგიცავთ, ოღონდ SPF 5-10 იქნება და არა 30.
1 მლ ზუსტად ¼ ჩაის კოვზი ან 2 თითია, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ზოგჯერ ფენებად ვისვამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრემი თხელია. ჯერ ერთ ფენას ვისვამ, გაშრობის შემდეგ მეორე ფენას.
მხოლოდ SPF დეკორატიულ კოსმეტიკაზე დაყრდნობა
ცოტა ტონალურ კრემებსა და პუდრებზე ვისაუბროთ. უმეტესობა მათგანს მზისგან დაცვის ნიშანი აქვს. საკმარისია თუ არა მხოლოდ პუდრა ან ტონალური ხარისხიანი დაცვისთვის? არა! რატომ? გავიხსენოთ პირველი პუნქტი – ჩვენ საკმარისი რაოდენობა უნდა გამოვიყენოთ. ტონალურ კრემს თხელ ფენად ვისვამთ და ეს ნახევართან ახლოსაც არა. პუდრა საერთოდ მსუბუქი ვუალია.
კარგი იქნებოდა, დეკორატიული კოსმეტიკა მცირე რაოდენობითაც კარგად გვიცავდეს. მინერალური პუდრი ფუნჯით სახეზე წაისვით და ესეც ასე. შესაძლოა ოდესმე მოიფიქრონ, მაგრამ ჯერჯერობით – არა. მაკიაჟის ქვეშ გამოიყენეთ კრემი SPF–ით.
უხარისხო გაწმენდა
ფილტრები კანის ხარისხიანად გაწმენდას მოითხოვენ. ეს პუნქტი არ უგულებელყოთ, თუ ანთების, აკნეს და სხვა უსიამოვნების სახით პრობლემები არ გსურთ. ხშირად მსმენია, რომ კრემი SPF–ით აკნეს იწვევს. ყოველთვის ერთ ეფექტურ რჩევას ვიძლევი: კანი კარგად გაიწმინდეთ!
ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანი უსასრულოდ უნდა გაიხეხოთ და საწყალი კანი გამოაშროთ. უბრალოდ წყალს ზეთი დაუმატეთ! ორეტაპიანი წმენდა დაგეხმარებათ. 1–ლი ეტაპი: ჰიდროფილური ზეთი/ბალზამი. მე–2 ეტაპი: თქვენი დასაბანი საშუალება. ჰიდროფილური ზეთი შესანიშნავად აშორებს BB და CC კრემებს, ასევე სხვა ტონალურ საშუალებას და SPF კრემებს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასეთი ბალზამი Organic kitchen don’t touch my face.
ამ მიზნით ძალიან კარგია – მაკიაჟს და ფილტრებს ეფექტურად უმკლავდება. ნაკლებად იხარჯება. პატარა ქილა 3-4 თვე ვიმყოფინე, მაგრამ ყოველდღე არ ვიყენებდი. ზუსტად 1 ჩაის კოვზს ვიღებ. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი გამწმენდი ზეთი ჯერ წყლით უნდა მოიშოროთ, შემდეგ დასაბანი საშუალებით.