
დღეს Girl.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეასრულოთ პილატესი სახისთვის. მისი დახმარებით ცხვირტუჩის ნაკეცებს მოიშორებთ და სახის ოვალს უფრო გამოკვეთთ. შესასრულებლად მხოლოდ ერთი ფანქარი დაგჭირდებათ.
ზუსტად ისეთი ფანქარი დაგჭირდებათ, როგორიც სურათზეა მოცემული, ანუ ბოლოში საპირწონე ნაწილით. სწორედ ეს ლითონის ზოლით დამაგრებული რეზინის რგოლი სახის დაჭიმვაში დაგეხმარებათ და ტუჩებს მგრძნობელობას და მოცულობას შემატებს.
სჯობს გაუთლელი ფანქარი აიღოთ, თორემ მთელი ენა დაგესვრებათ. თან ვინ იცის, ამ გრიფელში რას დებენ!
ასეთ ვარჯიშებს შეგიძლიათ სახის პილატესი უწოდოთ, რადგან პრინციპი ერთია: გარკვეულ კუნთებს ვტვირთავთ, დანარჩენს ვადუნებთ. ეფექტის გასაძლიერებლად საჭიროა ბალანსი, ანუ იგივე ფანქრის საპირწონე.
პილატესი კარგია იმით, რომ კუნთების სრულად დატვირთვა საჭირო არაა, 60-80% საკმარისია, ანუ სახის კუნთების გადატვირთვა და საშინლად დამანჭვა არ დაგჭირდებათ.
სახის პილატესი
- დაჯექით, გაიმართეთ, მხრები და გულმკერდი გაშალეთ, კისერი და ხერხემალი ერთ დონეზე გააჩერეთ.
- რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ–ამოისუნთქეთ, ნეკნები გააფართოვეთ.
- ფანქარი ტუჩებით, კბილების დახმარების გარეშე, დაიჭირეთ.
- ტუჩები მაქსიმალურად მოადუნეთ, მის გარშემო ნაოჭები არ უნდა წარმოიქმნას.
- ფანქარი ზემოთ–ქვემოთ, მარჯვნივ–მარცხნივ ამოძრავეთ და პირის გარშემო კუნთებზე (ცხვირტუჩის ზონაზე, ნიკაპის ქვეშ) დატვირთვა იგრძენით.
- ფანქარი გვერდიდან–გვერდზე 10-15-ჯერ გაწიეთ და იატაკის პარალელურად დაიკავეთ.
- ფანქრით ჰაერში სხვადასხვა წრეები მოხაზეთ ან რაიმე დაწერეთ ან დახატეთ – 2-3 წუთით შეასრულეთ.
- ახტით, რომ ტუჩები, ცხვირტუჩის ნაკეცი და ქვედაყბის ზონა მოადუნოთ.
- ყურების წინ და უკან კანი დაიზილეთ, რადგან მოდუნება აქაც საჭიროა.
მთელი ვარჯიშის განმავლობაში გაცნობიერებულად და ღრმად ისუნთქეთ. თვალები, ტუჩები, თმის ქვეშ ზონა, ყელი და მხრები და არ დაჭიმოთ.
შედეგს პირველივე პროცედურაზე დაინახავთ, განსაკუთრებით ტუჩებზე, რადგან მასში სისხლის ნაკადი იზრდება, უფრო კაშკაშა და სავსე ხდება. ცხვირტუჩის ნაკეციც სისხლის ნაკადის გაზრდის ხარჯზე ქრება.
უჩვეულო დატვირთვის გამო შეიძლება სახე შესივდეს, განსაკუთრებით დილით. ყბის ხაზს დიდად ვერ კვეთს, მაგრამ ტუჩები უფრო მოცულობით გახდება.
გრძელვადიანი ეფექტის მისაღებად და სახის ქვედა ნაწილის დასაჭიმად აუცილებელია კურსი ჩაიტაროთ: დღეში 2–3–ჯერ, 6-8 კვირა.
როცა კუნთები ასე დატვირთვას მიეჩვევა, ფანქრის ბოლოში შეგიძლიათ მსუბუქი სიმძიმე დაკიდოთ: მაგალითად, ქაფრეზინის ღრუბლიდან გამოჭრილი კვადრატი.
ზოგჯერ გვირჩევენ, რომ ფანქარი ჩაის კოვზით ჩავანაცვლოთ და ტუჩებით მისი სახელური დავიჭიროთ. თუმცა როგორ დავიჭიროთ კოვზი ნაოჭების წარმოქმნის გარეშე, ვერ წარმომიდგენია. აქ, ფანქრის მომრგვალო ფორმა მნიშვნელოვანია.