მაკიაჟის ტექნიკა, რომელიც სახიდან 5-10 წელს ნამდვილად მოგაშორებთ

0
548

მაკიაჟში მთავარია არა კოსმეტიკის ფასი, არამედ სახის მხატვრული გამოკვეთა! ყველაზე მარტივი კოსმეტიკითაც შეგიძლიათ სასწაული მოახდინოთ, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული კოსმეტიკით – რაღაც აბსურდი.

სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გაახალგაზრდავების სწრაფ ტექნიკას. რა თქმა უნდა, ეს სრული სია არაა. მაკიაჟის ხელოვნება უსასრულოა!

1. ჩრდილები მოიშორეთ

როცა მაკიაჟზე ვსაუბრობთ და სიტყვა „ჩრდილებს“ ვახსენებთ, პირველ რიგში, ქუთუთოების ჩრდილების ნაკრებს წარმოვიდგენთ. მაგრამ ეს დეკორია, მეორეხარისხოვანი! მაკიაჟში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურ ჩრდილებთან მუშაობის უნარი, რომელიც სინათლის არ არსებობისას ჩნდება!

ის ჩნდება ხარვეზებში, ნაკეცებსა და გამონაყარის ქვეშ.

აიღეთ ამოსანათებელი მაკიაჟის ბაზა ან კონსილერი მსუბუქი ელვარებით და დაამუშავეთ ყველა ზონა, სადაც ჩრდილი ხვდება. სჯობს სინათლის წყარო მოხვდეს იქ, სადაც მაკიაჟს ისვამთ. ჩვეულებრივ, სინათლე ზემოდან. ჩრდილები ერთსა და იმავე ადგილას ჯდება.

ყველაზე ცუდია, თუ მაკიაჟის გაკეთებისას სინათლის წყარო გვერდიდან მოდის. დიდი ალბათობით, მაკიაჟი ერთ მხარეს უფრო კაშკაშა იქნება. თუ სინათლე პირდაპირ სახეზე ხვდება, მაგალითად, სპეციალური მაკიაჟის სარკე, ჩრდილები განათდება და დამუშავება შეუძლებელი გახდება.

წრეებით მოვხაზე ის ადგილები, სადაც კონსილერი ან ბაზა უნდა წაისვათ და ჩაშალოთ.

თვალების ქვეშ, ნესტოების ირგვლივ და ცხვირტუჩის ნაკეცის ქვეშ თითებით ან სპონჟით ბაზა ან კონსილერი წაისვით. ნიკაპის გვერდებზე, ტუჩის კუთხეებიდან ქვემოთ ჩამოდით.

ოღონდ არ შეიზილოთ, უბრალოდ წაისვით. ბაზა ტონალური კრემის ქვეშ წაისვით, ხოლო თუ კონსილერს იყენებთ, ტონალურ კრემზე. მაკიაჟის ბოლოს ეს ზონები მსუბუქი ნათების პუდრით დაიპუდრეთ. ბზინვარე პუდრა არ გამოიყენოთ. პუდრას მსუბუქი აბრეშუმის დასასრული უნდა ჰქონდეს.

2. ზედა ქუთუთო ჩააბნელეთ

თვალების ქვეშ ჩრდილები ნაკლებად შესამჩნევი რომ იყოს, თვალებზე მუქი ჩრდილები გამოიყენეთ! აქ, მარტივი კონტრასტის წესი გამოიყენება. რაც უფრო მუქია, მით უფრო იზიდავს ყურადღებას.

როცა ყურადღება ზედა ქუთუთოზე გადადის, ხედვა უფრო კაშკაშა და ნათელი ხდება.

მუქ, ბზინვარე თვალის ჩრდილებს ყურადღება მიაქციეთ. ისინი კონტრასტს აბნელებენ, მაგრამ ნათელი ბზინვარების ხარჯზე ხედვას არ ამძიმებენ. ის სიბნელე არ მოაქვს, რომელსაც პირველ პუნქტში ვებრძოდით.

მკაცრად, ზედა მოძრავ ქუთუთოზე წაისვით! წამწამებთაშორისი და ზედა წამწამების ხაზები შავად შეიღებეთ. ქვედა ქუთუთოზე არაფერი წაისვათ, რაც სიბნელეს შექმნის!

3. რუმიანა დაუმატეთ

რუმიანას გარეშე ჯანსაღი მაკიაჟის გაკეთება რთულია. სწორედ ამიტომ, რუმიანა ყვრიმალებზე, თითქმის თვალების ქვეშ წაისვით. ყველაზე ნატურალური, ბავშვური სიწითლის ფერი აირჩიეთ!